მამა გაბრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
 
*''ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს''.
 
*''მონოზვნობა ანგელოსის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო''.
 
*''თუ მონოზონს სინანული და სიმდაბლე არ ექნება, არათუ ცხონდება, არამედ დაიღუპება''.
 
*''მონასტრიდან ხანგრძლივი დროით ნუ გახვალ''.
 
*''ბერთან სულიერი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს უნდა მიხვიდეთ, რომ რჩევა აიღოთ და ისწავლოთ სიბრძნე''.
 
*''თუ ერის კაცი ვნებას დაითმენ უფლის გულისთვის, ბერების ბარდაბარ იქნები''.
 
*''თვალი სულის სარკეა. თუ სულს არ უნდა, ცუდისკენ არ გაიხედავს''.
 
*''კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია''.
 
*''მოძღვარი შენი სურვილით უნდა ამოირჩიო და უნდა დაემორჩილო. თუ მოძღვარი რაიმე არამართლმადიდებლურს ქადაგებს და გადადის სჯულიდან, განერიდე მას, როგორც მტერს და ბოროტს''.
 
*''ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე''.
 
*''ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარბა არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე. ცოდვილი ხარ - ეჰ არაფერია. არა არს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს''.
 
*''დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს''.
 
*''გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე''.
 
*''ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო, და არა ბავშვური გონემა გქონდეს''.
 
*''ბოროტი რომ ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს''.
 
*''სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არა გაქვს, არაფრად ვარგიხარ''.
 
*''თუ შენ სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, ურწმუნოზე უარესი არ იყო''.
 
*''ასჯერ მრუში სჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო''.
 
*''თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს - პირდაპირ შედიხარ სასუფეველში''.
 
*''როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან. თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაავ''.
 
*''თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო. ილოცე ”მამო ჩვენო”. ქურდობის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ. მოყვასზედაც იფიქრე''.
 
*''ჯოჯოხეთში მყოფთათვის საკურთხზე რომ პანაშვიდი გადაახდევინო ისეა, როგორც პატიმარი გამოიყვანო დღის სინათლეზე, ხოლო თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, როგორც არწივი ისე ამოფრინდება იქიდან''.
 
*''ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც''.
 
*''როცა ადამიანი ფსიქიურად ვერ არის კარგად და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს, მიდის ჯოჯოხეთში. მათ სახელზე კეთილი საქმე უნდა აკეთონ ჭირისუფლებმა, ზოგჯერ ასეთებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან''.
 
*''არის ისეთი ფული, რომელშიც იუდას წილი დევს. თუ ასეთი ფული შემოგწირეს, ნუ აიღებ, დამღუპველია. აუცილებლად ჩაგაგდებს ცოდვაში და მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ''.
 
*''ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, როს შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით''.
 
*''ღვთის გმობა ის არის, როცა ადამიანი ღვთის რწმენით, ეკლესიურად არ ცხოვრობს''.
 
*''მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი''.
 
*''უტიფარია დამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე''.
 
*''კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილიკ გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა... მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე''.
 
*''ეკუმენიზმი ერესთა ერესია. მართლმადიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მცურავი ხომალდია, რომელშიც ჩვენ მართლმადიდებლები ვზივართ''.
 
*''ღვთისათვის ერი და ბერი რამ გაყო, ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღვთისაკენ, ერისკაცი იქნება ის თუ ბერი. ბოლომდე განა ვინ მიაღწევს სრულყოფილებას, მაგრამ ამ მისწრაფებით ცხონდება, ბერ ბერისა მოეთხოვება, ერისკაცს ერისა''.
 
*''ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსე''.
 
*''სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ''.
 
*''საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ''.
 
*''არასიდეს უღალატოთ ღმერთს. სადაც ღმერთი და სიბრძნეა - განსაცდელი ყოველთვის დიდია. ბოლომდე მოითმინე და თუ შეძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება''.
 
*''თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი''.
 
*''სადაც მეტი მადლია, საჩუქარიც მეტი იქნება''.
 
*''ადამიან ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი''.
 
*''საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს''.
 
*''საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება''.
 
*''ჯერ ჩემამდე, მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შერირაცხოს წმიდანად, ის უდიდესი წმიდანია (ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდი ბეთანიელი მამა გიორგი 2003 წ. შერაცხეს წმიდანად)''.
 
*''ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე''.
 
*''საოცრებათა საიცრება ის არის, რასაც მზის იქით უყურებ და ხედავ. მზის ყურებაზე მეტი, თავათ მზის გამჩენის ყურებაა''.
 
*''აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში. ის ღვთის დიდი წყალობაა დედამიწაზე''.
 
*''ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტეს სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს''.
 
*''მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი''.
 
*''გოლგოთა უდიდესი წყალობაა ღვთისა. თუ განსაცდელი არ იქნება, როგორ გამოიცდები?''
 
*''როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე''.
 
*''თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება. ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო''.
 
*''არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს''.
 
*''დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი''.
 
*''ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა''.
 
*''ღვთის განგების იმედი არასოდეს დაჰკარგო''.
 
*''ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერტს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით დაგონება - სიბრძნით. აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას''.
 
*''შიშით და მოწიწებით უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი''.
 
*''ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით, ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში''.
 
*''თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ''.
 
*''ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია''.
 
*''საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი''.
 
*''წნიდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით გადასცემენ''.
 
*''ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება, სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია. უამრავი მორწმუნე მოიყრის საქართველოში თავს. რაც კომუნისტებმა გააკეთეს, არის შესავალი და ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე, ეს არის ბოლო. წარმოიდგინე დედა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, როგორ გამოკვებოს ეს ხუთი შვილი, თუ ბეჭედი არ მიიღო. ხედავ რამხელა მახეს უგებს ანტიქრისტე ადამიანს? თავდაპირველად იქნება ნებით, მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი, აიძულებს ყველას, რომ ეს ბეჭედი მიიღოს, ვინც არ მიიღებს ასეთ ადამიანებს გამოაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და ხალხი უნდა გაიქცეს ტყეში, ათი - თხუთმეტი ერთად, ერთი და ორი ვერ გადარჩება. ასეთ ხალხს სულიწმიდა შეინახავს. რაც არ უნდა მოხდეს ღმერთის იმედი არასოდეს დაკარგო. უფალი მოგცემს სიბრძნეს როგორ მოიქცე''.
 
*''ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს''.
 
*''ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს''.
 
 
'''განსაცდელზე'''
Line 45 ⟶ 172:
*''ხშირად განსაცდელის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიზეზით ადამიანი მადლიერების ნაცვლად ვარდება უმადურობაში, კარგავს იმედს, ავიწყდება, რომ უფალი ყოველ განსაცდელში დაჰყურებს და არ არის მიტოვებული. ნაცვლად ბოლომდე დათმენისა კარგავს ღვთის შემწეობის სასოებას, რის გამოც განსაცდელი გაცილებით მძიმე ხდება''.
 
*''ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ადამიანს მისი ამტანობის მიხედვით მოევლინება განსაცდელის სიმძიმე. უფალი არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის ატანაც ადამიანს არ შეეძლოს. მთავარია ჩვენ მოვითმინოთ და ყოველივეში ღვთის განგება დავინახოთ''.



[http://orthodoxy.wanex.net/biografiebi/gabrieli/gansatsdelze.htm ''„ბერი გაბრიელის ნაუბარი“ I'']
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/მამა_გაბრიელი“-დან