სუნ-ძი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[w:ომის ხელოვნება|'''ომის ხელოვნება''']] (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუნ ძუ ბინ ფა; პირდაპირი მნიშვნელობა: სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია) -- ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში სუნ ძუს მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად.
===============================================
'''孙子兵法
სუენ ძის სამხედრო ხელოვნება'''
 
'''1. მოკლე წინასიტყვაობა 前言'''
*[[ომი|ომში]] ფასი აქვს სწრაფ გამარჯვებას და არა ჯანჯალ ლაშქრიანობას.
 
წიგნი „სუენ ძის სამხედრო ხელოვნება“ დაწერილია ძველი ჩინელი სახელოვანი მხედართმთავრის სუენ უს მიერ, რომელსაც ჩინელმა ხალხმა ღრმა პატივისცემის ნიშნად სუენ ძი უწოდა, აქედანვე წარმოსდგა ამ წიგნის სახელწოდებაც, რომელიც თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა.
*ასჯერ ბრძოლაში ასჯერვე გამარჯვება კიდევ არ ნიშნავს უმაღლეს ოსტატობას ოსტატობათა შორის, უმაღლესი ოსტატობა ოსტატობათა შორის ნიშნავს: მტრის ჯარის დამორჩილებას ბრძოლის გარეშე.
მართალია, სუენ ძის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია, მაგრამ სი მაციენის „ისტორიულ ჩანაწერებში“ ნახსენებია, რომ სუენ უ, წარმოშობით ცის სამეფოდან, სამხედრო ხელოვნების თაობაზე ეწვია უს მეფეს ხე ლვის, რომელმაც უთხრა: თქვენი წიგნის ცამეტივე თავი გულდასმით წავიკითხეთო. სხვა ისტორიული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ ხე ლვიმ სათანადოდ შეაფასა რა სუენ ძის ნიჭი, იგი თავისი ჯარის მხედართმთავრად დანიშნა. ამის შემდეგ უს ჯარმა ძვ.წ.აღ. 506-484 წ-მდე პერიოდში მძიმე დამაცხება აგემა ჩუს*, ვეს, ბოლოს კი, ცის; სამეფოსაც და ცდილობდა ჰეგემონის როლის დამკვიდრებას მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ამგვარად, ამ ბრძოლათა თარიღებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სუენ ძი, ქუნ ძის (კონფუცის) თანამედროვე უნდა ყოფილიყო, ე.ი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩუენციუს ისტორიული პერიოდის ბოლოს, ანუ ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე, მისმა წიგნმაც ამ დროიდან დაიწყო გავრცელება.
სუენ ძის წიგნში შეჯამებულია ჩუენციუს პერიოდის ჩინელთა საომარი გამოცდლება და გახსნილია ომის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კანონი. იგი დაწერილია უაღრესად ლაკონური და ამასთან ხატოვანი ენით, მაგრამ მის უმთავრეს ღირსებას, რა თქმა უნდა, ეს არ წარმოადგენს. სუენ ძი ისეთნაირად წარმოაჩენს ომის ვითარებასა და მის კანონებს, რომ მათი მისადაგება შეიძლება ადამიანთა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსთვის. აი, ესაა წიგნის უდიდესი ღირსება, რის გამოც იგი იმთავითვე გასცდა სამხედრო ხელოვნების ვიწრო ფარგლებს და ძველი დროიდან მოყოლებული მას იყენებდნენ პოლიტიკაშიც, კომერციაშიც, სპორტშიც, მედიცინაშიც და ა.შ. ყველგან, სადაც ადგილი ჰქონდა და აქვს რაიმე ბრძოლას ან კონკურენციას, აშკარასა თუ ფარულს. საოცარია, რომ წიგნის დაწერიდან უკვე 25 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაშინდელ ფარ-შებებსა და ცხენებს ახლა მალე ურთულესი კომპიუტერებით აღჭურვილი კოსმოსური ხომალდები შეცვლიან, მაგრამ არ შეცვლილა ადამიანის ფსიქოლოგია, ბუნება, მისი სწრაფვანი, მისი სისუსტენი და სიძლიერენი. ალბათ ამიტომაცაა, რომ საუკუნეთა სიღრმიდან მოღწეული სუენ ძის სიტყვები დღესაც გვაფიქრებენ, გვასწავლიან, გვმოძღვრავენ. ალბათ ამადაა, რომ არასდროს დაძველება არ უწერია მის ბრძნულ ნათქვამს: „ვინც იცნობს თავს და იცნობს მტერს, თუნდ ასჯერ იბრძოლოს, არ დამარცხდება ..“
სუენ ძის წიგნი უძველესი და დღემდე ყველაზე სახელმოხვეჭილი ნაწარმოებია ჩინურ სამხედრო ხელოვნებაში, მას ჩინეთში „სამხედროთა წმინდა ტრაქტატს“ უწოდებენ, იგი ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ნაწარმოებია მთელ მსოფლიოშიც. ახ. წ. აღ. VIII საუკუნეში მან გავრცელება დაიწყო იაპონიაში, შემდეგ კორეაშიც, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან გამოჩნდა მისი თარგმანები ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე . წიგნი კომენტირებულია ძველი დროის ბევრი ცნობილი ჩინელი ავტორის მიერ, მას ეძღვნებოდა და ეძღვნება ჩინელ და უცხოელ ავტორთა მრავალი შრომა და მეცნიერული გამოკვლევა. სწორედ წიგნის ეს მაღალმხატვრული და ისტორიული ღირებულება გახდა მიზეზი იმისა, რომ გადავწყვიტეთ იგი ქართველი მკითხველისათვის გაგვეცნო. იმედი გვაქვს, ჩვენს მკითხველს მოეწონება ეს უძველესი ჩინური ტრაქტატი, რომელმაც დიდი ხანია თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ხალხთა საგანძურში.
 
'''2. სუენ ძის სამხედრო ხელოვნება 孙子兵法'''
*ომი, მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე გძალუძს, მოაჩვენე, რომ არ გძალუძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია - გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს - მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა - ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მძლავრობს - ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს - დააშოშმინე; თუ რიდიანობს - გაადიდგულე; თუ დასვენებულია - მოქანცე; თუ თანხმობა აქვს - გათიშე. დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რომელიც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერვინ აირჩევს რომელიმე ხერხს.
 
I. გათვლანი 一、计篇
 
სუენ ძიმ თქვა:
*თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.
• ომი საბედისწერო საქმეა სახელმწიფოსთვის, ის ბილიკია სიკვდილ-სიცოცხლისა1, ის გზაა ყოფნა-არყოფნისა2, არ ეგების მისი შეუცნობლობა.
• ამიტომ, ომის ბედის გასათვლელად წინასწარ ატოლებენ მხარეთა ძალებს და აფასებენ მდგომარეობას ხუთი უმთავრესი მხრით, ანუ: პირველი - გავლენით, მეორე - ცით, მესამე - მიწით, მეოთხე - სარდლით, მეხუთე - წესრიგით.
• გავლენა ნიშნავს მიღწევას იმისა, რომ ხალხი სრულ თანხმობაში იყოს მის მბრძანებელთან და ამად მზად იყოს იცოცხლოს და მოკვდეს მბრძანებლისათვის, არ უორგულოს მას.
• ცა, ესაა ამინდი, ანუ: სიბნელე თუ სინათლე, სიცივე თუ სიცხე, წვიმა თუ დარი, ესაა ჟამთა3 ცვლა.
• მიწა, ესაა ადგილი, ანუ: მაღალი თუ დაბალი, შორეული თუ ახლობელი, მთიანი თუ ვაკიანი, ფართო თუ ვიწრო, საბედისწერო თუ უსაფრთხო.
• სარდალი, ესაა მხედართმთავრის ღირსებანი ანუ: სიბრძნე, წრფელობა, მოწყალება, სიმამაცე, სიმკაცრე და სამართლიანობა.
• წესრიგი, ესაა სახე ჯარისა, ანუ: მისი წყობისა, მართვისა და კმაყოფისა.
• მდგომარეობის ამ ხუთ უმთავრეს მხარეს უნდა იცნობდეს ყველა სარდალი. ვინც სრულად შეიცნობს მათ - ის გაიმარჯვებს, ვინც ვერ შეიცნობს მათ - ვერ გაიმარჯვებს.
• ამიტომ, ომის ბედის გასათვლელად წინაწარ ატოლებენ მხარეთა ძალებს შვიდი მთავარი ნიშნით, ანუ: თუ რომელი მხარის მბრძანებელია უფრო მეტად გავლენიანი? თუ რომელი მხარის სარდალია უფრო მეტად ნიჭიერი? თუ რომელი მხარე იყენებს ცას და მიწას უკეთესად? თუ რომელი მხარის საჭურველია უფრო უკეთესი? თუ რომელ მხარეს ჰყავს მებრძოლნი, გაწვრთნილნი უკეთესად? თუ რომელი მხარე სჯის და აჯილდოვებს უფრო სამართლიანად? აი, ყოველივე ამით შემიძლია განვჭვრიტო ჯარის გამარჯვება - დამარცხების ბედი.
• ვინც შეისმენს და იმოქმედებს ჩემი გათვლებით - ის გაიმარჯვებს და მე მასთან ვარ. ვინც არ შეისმენს და არ იმოქმედებს ჩემი გათვლებით - ის დამარცხდება და მე ვშორდები მას.
• თუ ყურად მიღებ და შესძლებ ჩემი გათვლების სარგებლიანად გამოყენებას, ეს წარმოგიჩენს ზეგარდმო ძალას, ეს ის ძალაა, რომელსაცა შობს, გარემოების მოხერხებულად გამოყენებით, ბრძოლის მსვლელობის თავად წარმართვა.
*ომი, მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე გძალუძს, მოაჩვენე, რომ არ გძალუძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია - გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს - მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა - ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მძლავრობს - ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს - დააშოშმინე; თუ რიდიანობს - გაადიდგულე; თუ დასვენებულია - მოქანცე; თუ თანხმობა აქვს - გათიშე. დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რომელიც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერვინ აირჩევს რომელიმე ხერხს.
• ხოლო ვინც ბრძოლამდე სასახლეშივე გათვლით იმარჯვებს, ის ახლოსაა ბრძოლის ველზეც გამარჯვებასთან; ვინც ბრძოლამდე გათვლებითაც კი ვერ იმარჯვებს, ის შორსაა საბოლოო გამარჯვებასთან. ვინც გულდასმით ითვლის - ადვილად იმარჯვებს, ვინც გულდასმით არ ითვლის - ვერ იმარჯვებს. მაშ რაღა უდგას წინ ყველაფრის გულდასმით გათვლას?! აი, ამადაა, რომ აქედანვე ვჭვრეტ გამმარჯვებელსა და წამგებელს.
 
'''II. საომრად დაძვრა 二、作战篇'''
 
სუენ ძიმ თქვა:
*როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.
• ჩვეულებრივ, ასეთია ომის კანონი: თუ უნდა დასძრა ათასი ჩქარი და ამდენივე მძიმე საბრძოლო ეტლი, ასიათას აბჯროსანთა სპა და ზიდო მათთვის ათას ლიეზე4 სურსათ-საგზალი, მაშინ სხვადასხვა საშინაო და საველე ხარჯი, გასავალი დესპანთა და დიდებულთა მიღებებზე, საწებ-სალაქავ მასალაზე და აბჯარ-საჭურვლის შეკეთებაზე, დღეში შეადგენს ათას ცალ ოქროს. და მხოლოდ მაშინ, როცა მზადა ხარ ამ ყველაფრისათვის, შეგიძლია დასძრა დიდი ლაშქარი.
• ასეთი ჯარით ლაშქრობების დროს უნდა ესწრაფო მალ გამარჯვებას, რადგან, თუ ომი დიდხანს ჭიანურდება, მეომართა და მეთაურთა სულისკვეთება ეცემა, იარაღი და საჭურველი ბლაგვდება, ციხე ქალაქთა უწყვეტი ალყით მთელი ძალები იფიტება, გაჯანჯლებული ლაშქრიანობით ქვეყნის სახსრები იწურება. ხოლო როდესაც სულისკვეთება ეცემა და იარაღი ბლაგვდება, ძალები იფიტება და სახსრები იწურება, ამ გასაჭირში მოგიხელთებენ და თავს წამოყოფენ დიდებულები და მეზობელი მბრძანებლებიც. ასეთ დროს კი, როგორი ბრძენიც არ უნდა იყო, ვერ შესძლებ ამ საქმის სასიკეთოდ დაბოლოვებას.
• ამიტომ, ვიცი, რომ მიელტვიან სწრაფ გამარჯვებას თუნდაც უნიჭოდ ომობდნენ, და არ მინახავს ესწრაფვოდნენ ხანგრძლივ ლაშქრობას, რა გინდ ოსტატურადაც არ უნდ ბრძოლობდნენ.
• არსით ყოფილა, რომ ხანგრძლივ ომს სიკეთე ექნას რომელიმე სახელმწიფოსათვის. ამიტომ, ვინც ვერ შეიცნო, თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ომის გზას, ის ვერ გაიგებს, თუ რის მოგება შეიძლება ომისავე გზით.
• ვინც გაწაფულია ომში, ლაშქარს ერთხელმეტად არ აგროვებს, სურსათს ორჯერმეტად არ ტვირთავს, იარაღ-საჭურველს სახლშივე იმარაგებს, ალაფს მტრის ხარჯზე შოულობს, ამიტომ ლაშქარი ყოველთვის მაძღარი ჰყავს.
• ლაშქრობები აღარიბებენ სახელმწიფოებს, რადგან ომი ყოველთვის მოითხოვს ჯარისთვის სურსათის შორ გზაზე ზიდვას. ჯარის შენახვა და შორ გზებზე მომარაგება აღატაკებს ქვეყნის გლეხობას. ჯარის ბანაკთან ახლოს მცხოვრებნი კი ყველაფერს ხუთჯერ ძვირად ჰყიდიან და როცა ყველაფერს ძვირად ჰყიდიან, ქვეყნის ხაზინა ცარიელდება, როცა ხაზინა ცარიელდება, მძიმდება გადასახადები და ბეგარა. როდესაც ქვეყნის ძალები ლაშქრობებში იფიტება, ხალხის სახლებში სიცარიელე ისადგურებს, მოსახლეობის ქონება შვიდი მეათედით მცირდება. სახელმწიფო შემოსავლის ექვსი მეათედი კი ხმარდება გატეხილ ურმებსა და დაუძლურებულ ცხენებს, აბჯარ-ჩაჩქნებისა და შვილდისრების, ფარ-შუბებისა და მძიმე ფორნების აღდგენასა და გაკეთებას. ამიტომ, ბრძენი სარდალი ყოველთვის ცდილობს იკვებოს მტრის ხარჯზე, რადგან მოწინააღმდეგისათვის წართმეული ჯუნი5 სურსათი უდრის ოცი ჯუნის დაზოგვას საკუთარი მარაგიდან, მეტოქის მიწაზე ნაშოვნი დანი6 ალაფი უდრის ოცი დანის დაზოგვას საკუთარი სახლიდან.
• თუ გინდა შენები დაუნდობლად მუსრავდნენ მტერს, მათი გულები მტრის სიძულვილით უნდა აღანთო; თუ გსურს ხელთ იგდო მეტოქის ავლა-დიდება, ყოველთვის უხვად უნდა დაასაჩუქრო შენი მებრძოლნი. თუ ეტლთა შერკინების დროს ხელთ იგდე მტრის ათზე მეტი საბრძოლო ეტლი, დაასაჩუქრე უპირველესად მათი მომხელთებელნი, ხოლო ეტლები, შეცვლი რა მათზე მტრის დროშებს საკუთარი ბაირაღებით, შენებთან ერთად შემდგომ ბრძოლებში გამოიყენე; ტყვეებს მოწყალედ მოეპყარ და ისინიც შენი მიზნებისათვის მოიმსახურე. ამას ჰქვია: მტრის ძლევით მომძლავერება.
*[[ომი|• ამიტომაა, ომში]] ფასი აქვს სწრაფ გამარჯვებას და არა ჯანჯალ ლაშქრიანობას.
• ამიტომაა, სარდალი, შემცნობი ომის კანონებისა, ხალხის ბედ-იღბლის საიმედო გამგებელია და ქვეყნის სიმშვიდის მტკიცე მპყრობელია.
 
{{რჩეული}}
*საუკეთესო ომია - მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა - მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა - მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.
 
 
*ჯერ ქალწულივით იყავი და მეტოქე კარს გააღებს, შემდეგ კი გაქცეული კურდღელივით და იგი ვერ მოასწრებს თავდაცვას.
 
 
*ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა- საქმე ორგანიზებაშია.
 
 
*ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის არა, ის იქნება გამარჯვებული.
 
{{რჩეული}}
*ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.
 
{{ვიკიპედია|ომის ხელოვნება}}
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/სუნ-ძი“-დან