შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az:Şota Rustaveli შეცვლა: uk:Шота Руставелі
No edit summary
ხაზი 2:
[[Image:Shota.jpg|thumb|300px|right|შოთა რუსთაველი, [[ქობულაძე, სერგო|სერგო ქობულაძის]] მხატვრული წარმოდგენით, 1937]]
[[w:შოთა რუსთაველი|'''შოთა რუსთაველი''']] - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[w:ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
შოთა რუსთაველი არის თამარის დროის დიდი პოლიტიკური მოღვაწე. თამარის დროსვე მომხდარა მისი აღზევება. მას ეკავა ერთ-ერთი დიდვეზირის სახელო - მეჭურჭლეთუხუცესობა. რუსთაველს, როგორც ჩანს, თავისი წვლილი შეუტანია იერუსალიმის ქართული სავანის, ჯვარის მონასტრის გამშვენიერების საქმეში, რისთვისაც იგი ამავე მონასტერში გამოუხატავთ და შეუტანიათ მოსახსენიებელთა წიგნში. ამასთან, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ შოთა წარმოშობით იყო მესხეთიდან. მართებული ჩანს ჰიპოთეზაც, რომ შოთა იყო თორელი (მესხი) დიდებულის ჭიაბერის ვაჟი. იგი მეჭურჭლეთუხუცესად დაუნიშნავთ 1205-1220 წლებში სხვა სახელგანთქმულ თორელებთან ერთად. საფიქრებელია, მასაც არაერთხელ უბრძოლია ქართული ლაშქრის მეწინავეთა რიგებში. რუსთველობა მას მიუღია, როგორც ზედწოდება თორელთა სამფლობელოში შემავალ მესხეთის-რუსთავიდან.
ვარაუდის სახით შესაძლოა დადგინდეს შოთას დაბადების თარიღიც. 1190-იან წლებში თამარის კარზე საზეიმო ცერემონიალზე დაულოცავთ "ჭიაბერის ძენიც". მათ შორის იქნებოდა ჭიაბერის უფროსი ვაჟი 25-30 წლის შოთაც. მაშინ იგი დაბადებული ჩანს 1160-1165 წლებში. პ.ინგოროყვას აზრით, შოთა თამარზე 6 წლით უფროსი უნდა ყოფილიყო. თამარის დაბადებას ისტორიკოსები ვარაუდობენ 1168-1172 წლებზე. ეს თარიღი თანხვდება შოთას დაბადების წლებს. შოთას გარდაცვალების წლები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა თუ მის მეჭურჭლეთუხუცესობას 1220-იან წლებამდე ვივარაუდებთ, შესაძლოა დავუშვათ, რომ პოეტი გარდაიცვალა არა უგვიანეს მეცამეტე საუკუნის 30-იანი წლებისა.
 
ხალხური გადმოცემით, შოთა მესხეთიდან იყო, სოფელ რუსთავიდან. განათლება ჯერ იყალთოს აკადემიაში მიუღია, შემდეგ საბერძნეთში გამგზავრებულა. პოეტს შეუსწავლია ბერძნული, არაბული და სპარსული ენები. ამ ენებზე არსებული მწერლობა და ფილოსოფია.
 
პოეტი თამარის კარზე მეჭურჭლეთუხუცესად დაუნიშნავთ. ამ თანამდებობის პირი ჩვენში ყოველთვის ახლოს იყო როგორც ფეოდალურ არისტოკრატიასთან, ასევე უკვე მომძლავრებულ ვაჭართა ფენასა და საერთოდ ქალაქის სხვა ფენებთან. "ვეფხისტყაოსნიდან" კარგად ჩანს, თუ რა ახლოს იცნობს პოეტი ვაჭართა ცხოვრებას. თქმულებებისა და გადმოცემების უმეტესობა პოეტს რაღაც განსაკუთრებული დაჟინებით უკავშირებს თამარის სახელს. რუსთაველი თამარისადმი ამაღლებული სიყვარულით ყოფილა შეპყრობილი. რუსთაველი ამ სიყვარულის გამო ველად გაჭრილა, ზოგი ვერსიით, იგი სამშობლოდან გაუძევებიათ. ამ ვერსიის რეალური წყარო არ არსებობს, მაგრამ საფიქრებელია, რომ პოეტი შემდეგში უცხოეთში მართლაც გამგზავრებულიყო. "ვეფხისტყაოსანში" ავტორი ამჟღავნებს მაშინდელი მსოფლიოს შესანიშნავ ცოდნას.
 
განათლება
 
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ - ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.
 
მემკვიდრეობა
 
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/შოთა_რუსთაველი“-დან