ლეონარდო და ვინჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: eo:Leonardo da Vinci
დამატება,
ხაზი 24:
 
*ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს, მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს.
 
 
*ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის.
 
 
*დიდება შრომის ხელშია.
 
 
*სიბრძნე - გამოცდილების ასულია.
 
 
*მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.
 
 
*თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი.
 
 
*ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ ერთმანეთს შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.
 
 
*ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.
 
 
*მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩითი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა.
 
 
*მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები - ღმერთის მეგობრები არიან.
 
 
*ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს.
 
 
*თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.