სუნ-ძი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[w:ომის ხელოვნება|'''ომის ხელოვნება''']] (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუნსუენ ძუძჲ ბინპინ ფაჶა; პირდაპირი მნიშვნელობა: სუნსუენ ძუსძის სამხედრო სტრატეგია) -- ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში სუნ ძუს მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად.
 
 
*ომში ფასი აქვს სწრაფ გამარჯვებას, და არა ჯანჯალ ლაშქრიანობას.
 
*ასჯერ ბრძოლაში ასჯერვე გამარჯვება კიდევ არ ნიშნავს უმაღლეს ოსტატობას ოსტატობათა შორის, უმაღლესი ოსტატობა ოსტატობათა შორის ნიშნავს: მტრის ჯარის დამორჩილებას ბრძოლის გარეშე.
 
*ომი, მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე გძალუძს, მოაჩვენე, რომ არ გძალუძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია - გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს - მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა - ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მძლავრობს - ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს - დააშოშმინე; თუ რიდიანობს - გაადიდგულე; თუ დასვენებულია - მოქანცე; თუ თანხმობა აქვს - გათიშე. დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რომელიც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერვინ აირჩევს რომელიმე ხერხს.
*ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება.
*დროულად უნდა შენიშნო შენს დასაზვერად მოგზავნილი მტრის ყველა ჯაშუში, მაშინვე უნდა მოისყიდო და დაიყოლიო უხვი სარგებლით, ხოლო როგორც კი გადაიბირებ, შეგიძლია თავისუფლად გაუშვა უკან. ამგვარად შესძლებ გაიჩინო და გამოიყენო მოქცეული ჯაშუში.
 
*მებრძოლნი, მომწყვეულნი საბედისწერო ჩიხში - აღარაფერს უფრთხიან; მეომარნი, მოხვედრილნი გამოუვალ ადგილებში - კიდევ უფრო მტკიცდებიან; ღრმად შეჭრილნი მტრის მიწაზე - ერთ მუშტად იკვრიან; შველის არსაით მომლოდინენი - მედგრად იბრძვიან.
 
*ომის ყველაზე კარგი ხერხია - მტრის საომარი გეგმების ჩაშლა, მომდევნოა - სხვებთან მისი კავშირის მოშლა, შემდეგია - ბრძოლით მისი ჯარის მოსპობა, ბოლო და ყველაზე უარესია - მტრის ქალაქების ალყით აღება.
*ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.
*მტერთან ჯერ იყავ გაუბედავი, ისე ვით მორცხვი ქალწული; ხოლო როგორც კი გაგეხსნება შეტევისათვის, მოსწყდი გასხლეტილ კურდღლის სისწრაფით, ისე რომ თავდაცვაც კი ვერ მოასწროს.
 
*ჯარის დაკვრა მტრის ლაშქარზე უნდა ჰგავდეს სალესის დაცემას კვერცხთა გორაზე. აი, სახე ძლიერით სუსტში ზუსტად დარტყმისა.
 
*ჯარის ბრძოლის გზა ჰგავს წყლის დინებას: წყალი, დინებისთვის, გვერდს უვლის მაღლობს და ეშვება დაბლობში, ჯარი გამარჯვებისთვის, გვერდს უქცევს ძლიერ ადგილს და ურტყავს სუსტში. წყლის დინების გზას საზღვრავს მიწა, ჯარის გამარჯვების გზას - მტრის ვითარება.
*თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.
*ის, ვისაც ხელეწიფება სარდლობა როგორც მცირე, ისე დიდი ძალებისა - შესძლებს გამარჯვებას;
 
*ის,ვისაც ესმის თუ როდის შეიძლება ბრძოლა და როდის არა - შესძლებს გამარჯვებას.
 
*ომში მარტო ლაშქრის სიმრავლე დიდს არას გარგებს, ცარიელი ძალის იმედით ნურასდროს ჯიქურ ნუ მიხვალ მტერზე.
*როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.
*მოხეთქილ ნიაღვარს ლოდებიც მიაქვს, აი, ძალოვნება სწრაფი შეტევისა; ორბის კამარას ბეღურაც ეწირება, აი, სიზუსტე გათვლილი დარტყმისა.
 
{{რჩეული}}
*საუკეთესო ომია - მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა - მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა - მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.
 
 
*ჯერ ქალწულივით იყავი და მეტოქე კარს გააღებს, შემდეგ კი გაქცეული კურდღელივით და იგი ვერ მოასწრებს თავდაცვას.
 
 
*ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა- საქმე ორგანიზებაშია.
 
 
*ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის არა, ის იქნება გამარჯვებული.
 
{{რჩეული}}
*ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.
 
{{ვიკიპედია|ომის ხელოვნება}}
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/სუნ-ძი“-დან