შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
 
ბოდიში შემოჭრისთვის, შოთა რუსთაველის რეზიუმემ გამომამისამართა: ჩემი ღრმა რწმენით (და ეს ასეა ციტირების ყველა დადგენილი სტილისთვის), როდესაც ბეჭდური გამოცემის დამოწმება ხდება, საჭიროა გვერდების მითითებაც. სხვაგვარად ციტირება არასრულფასოვანია და ამგვარ ციტირებას აკადემიურ დონეზე ვერ გამოიყენებ. ვიკიპედიისგან განსხვავებით, ვიკიციტატაში ერთი გამოცემა შეიძლება რამდენიმე ცნობის - ციტატის წყარო იყოს. ამიტომ, ასეთ დროს გთხოვთ, მიუთითოთ ყველა ციტატას წყარო მოკლედ (ბმულით მთავარზე - ლიტერატურის სექციაში) და გვერდი.--[[User:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">Rastrelli</span>]] [[User Talk:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">F</span>]] 05:22, 3 მაისი 2012 (UTC)
:ვახტანგ, ცოტა „უაზრო“ ხომ არ იქნება ვეფხისტყაოსნის კონკრეტული გამოცემის გვერდების მითითება? გამოცემა ძალიან ბევრია, გვერდის მითითება უფუნქციო იქნება. უმჯობესი ხომ არ იქნება მიეთითოს სტროფის ნომერი? არსებობს ვეფხისტყაოსნის რამდენიმე გამოცემა, რომელთა ტექსტიც ყველაზე მეტად მიახლოებულად ითვლება ორიგინალთან (მეტ-ნაკლებად), მაგალითად 1937 წლის საიუბილეო გამოცემა და მისი გადამუშავებული შემდგომი გამოცემები - ამ გამოცემების ნუმერაციაა ყველაზე გავრცელებული. [[:w:ვეფხისტყაოსანი|ვიკიპედიაში]] ვეფხისტყაოსანზე მუშაობისას „აღმოვაჩინე“, რომ ვეფხისტყაოსნის ციტატის მოყვანისას თითქმის არავინ იყენებს გვერდებს, არამედ სტროფის ნომერს რომელიმე გამოცემის მიხედვით. გვერდის მითითება არაა სხვათაშორის მიღებული იურიდიული ნორმატიული ლიტერატურის გამოყენებისას, უფრო მეტიც: გაუმართლებელიცაა - ეს მხოლოდ იმის მაგალითად, რომ ყველა ბეჭდური გამოცემა არ მოითხოვს ციტირებისას გვერდის მითითებას. [[მომხმარებელი:Deu|Deu]] ([[მომხმარებლის განხილვა:Deu|განხილვა]]) 14:47, 4 მაისი 2012 (UTC)
 
== წყარო ==