შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
:ვახტანგ, ცოტა „უაზრო“ ხომ არ იქნება ვეფხისტყაოსნის კონკრეტული გამოცემის გვერდების მითითება? გამოცემა ძალიან ბევრია, გვერდის მითითება უფუნქციო იქნება. უმჯობესი ხომ არ იქნება მიეთითოს სტროფის ნომერი? არსებობს ვეფხისტყაოსნის რამდენიმე გამოცემა, რომელთა ტექსტიც ყველაზე მეტად მიახლოებულად ითვლება ორიგინალთან (მეტ-ნაკლებად), მაგალითად 1937 წლის საიუბილეო გამოცემა და მისი გადამუშავებული შემდგომი გამოცემები - ამ გამოცემების ნუმერაციაა ყველაზე გავრცელებული. [[:w:ვეფხისტყაოსანი|ვიკიპედიაში]] ვეფხისტყაოსანზე მუშაობისას „აღმოვაჩინე“, რომ ვეფხისტყაოსნის ციტატის მოყვანისას თითქმის არავინ იყენებს გვერდებს, არამედ სტროფის ნომერს რომელიმე გამოცემის მიხედვით. გვერდის მითითება არაა სხვათაშორის მიღებული იურიდიული ნორმატიული ლიტერატურის გამოყენებისას, უფრო მეტიც: გაუმართლებელიცაა - ეს მხოლოდ იმის მაგალითად, რომ ყველა ბეჭდური გამოცემა არ მოითხოვს ციტირებისას გვერდის მითითებას. [[მომხმარებელი:Deu|Deu]] ([[მომხმარებლის განხილვა:Deu|განხილვა]]) 14:47, 4 მაისი 2012 (UTC)
::[http://lib.ge/book.php?author=619&book=5428 ლიბ.ჯი]-ს გამოყენებული აქვს ყველაზე გავრცელებული ნუმერაცია სტროფებისა, 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით (გადავამოწმებ მაინც). შეგვიძლია წყაროს მითითებისას მივუთითოთ ბმულიც ლიბ.ჯი-ზე, თუკი ეს რამე წესს არ ეწინააღმდეგება. [[მომხმარებელი:Deu|Deu]] ([[მომხმარებლის განხილვა:Deu|განხილვა]]) 14:50, 4 მაისი 2012 (UTC)
 
=== თემატური დაყოფა ===
ბრუტუს, რასტრელი, ცოტა თქვენი დახმარება მჭირდება; თემატურად დაყოფისას პრობლემას წავაწყდი: ვეფხისტყაოსნის ყველა აფორიზმი თუ სხვა ციტატა ვერ მოთავსდება იმ თემებში, რომლებიც გამოვყავი (მეგობრობა, სიყვარული, ვაჟკაცობა). აქ ვიფიქრე, დამემატებინა ''სხვა'', მაგრამ ისე გამოვა, რომ სხვა-ში მაინც ძალიან ბევრი იქნება, დანარჩენებში ნაკლები... ძალიან ვიწრო თემატური დაყოფაც არა მგონია მოსახერხებელი იყოს. ხომ არ ჯობია ისევ ანბანის მიხედვით იყოს დაყოფილი? [[მომხმარებელი:Deu|Deu]] ([[მომხმარებლის განხილვა:Deu|განხილვა]]) 15:00, 4 მაისი 2012 (UTC)
 
== წყარო ==