განხილვა:ნიკოლო მაკიაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F თემაში დაუმოწმებელი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: == დაუმოწმებელი == {{შეტყობინება|დამოწმების შემთხვევაში გადაი...
(განსხვავება არ არის)

17:04, 29 ივლისი 2012-ის ვერსია

დაუმოწმებელი

  დამოწმების შემთხვევაში გადაიტანეთ ძირითად გვერდზე (ვც:შც).--Rastrelli F 17:04, 29 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
  • ლომი ვერ გადაურჩება ხაფანგს,ხოლო მელია ვერ დაიცავს თავს მგლებისაგან. უნდა იყო მელა,რათა ხაფანგებს გადაურჩე და ამასთანავე, ლომი, რათა შეაშინო მგლები.
  • მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.
  • ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.
  • ომი მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ არასდროს მთავრდება მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ.
  • ისინი, ვინც საუბრობენ ჩვენს დროში გაძარცულსა და ჩაგრულ ხალხზე, მივლენ ერთ დასკვნამდე – ყოველივე იმის ბრალია, რომ სწორედ ასე იქცეოდნენ მათი მმართველები.
  • იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს.
  • ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
  • ზიანი უნდა მიაყენო სწრაფად. რაც უფრო ნაკლებად გაანალიზებენ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან ზარალიც.
  • სჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით.
  • როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.
  • ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.
  • ბედისწერა ჩვენი საქციელის ნახევარს განაგებს,ხოლო მეორე ნახევრის მართვას ჩვენ გვანდობს.
  • ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისათვის, საზიანოე შენთვის.
  • ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის, საზიანოა მტრისთვის.
  • იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების მეტი იმედი ჰქონდეს.
  • ყველაზე კარგი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის.
  • უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით.
  • ძნელია მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც.
  • მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიმრავლე, მაგრამ ხელსაყრელი პოზიცია ზოგჯერ სიმამაცეზე უფრო სასარგებლოა და მომგებიანია.
  • ვინც უთავბოლოდ მისდევს უკუქცეულ მტერს, მხოლოდ იმას ილტვის, რომ მძლეველიდან ძლეულად იქცეს.
  • ვინც ჯარის მომარაგებაზე არ ზრუნავს, მანამდე დამარცხდება, სანამ ხმალს იშიშვლებს.
  • უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების შეცვლა, თუკი ამჩნევ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიცნო იგი.
  • ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამჩნევს.
  • კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად.
  • ქვეყანა ვერ ითმენს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან.
  • ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი.
  • მმართველის ჭკუაზე იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ ვინ ჰყავს მას თავის გარემოცვაში.
  • გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.
გვერდ „ნიკოლო მაკიაველი“-ზე დაბრუნება.