ნიკოლო მაკიაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

წმენდა - იხ. ვც:შც
(წმენდა - იხ. ვც:შც)
{{რჩეული}}
* მიზანი ამართლებს საშუალებას.
:<small>[http://www.goodreads.com/author/quotes/16201.Niccol_Machiavelli ''ხელმწიფე''„მთავარი“ (1513), ორიგინალი სათაური (იტალ.): Il Principe (დაწერილია 1505).]</small>
 
 
* ლომი ვერ გადაურჩება ხაფანგს,ხოლო მელია ვერ დაიცავს თავს მგლებისაგან. უნდა იყო მელა,რათა ხაფანგებს გადაურჩე და ამასთანავე, ლომი, რათა შეაშინო მგლები.
 
 
* მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.
 
 
* ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.
 
 
* ომი მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ არასდროს მთავრდება მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ.
 
 
* ისინი, ვინც საუბრობენ ჩვენს დროში გაძარცულსა და ჩაგრულ ხალხზე, მივლენ ერთ დასკვნამდე – ყოველივე იმის ბრალია, რომ სწორედ ასე იქცეოდნენ მათი მმართველები.
 
 
* იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს.
 
 
* ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
 
 
* ზიანი უნდა მიაყენო სწრაფად. რაც უფრო ნაკლებად გაანალიზებენ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან ზარალიც.
 
 
* სჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით.
 
 
* როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.
 
 
* ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.
 
 
* ბედისწერა ჩვენი საქციელის ნახევარს განაგებს,ხოლო მეორე ნახევრის მართვას ჩვენ გვანდობს.
 
 
* იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება.
:<small>ჟურ. ''თბილისელები''„თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) – გვ. 112.</small>
 
 
* ის ვისაც ყავს ძლიერი ჯარი, ადვილად იშოვის ძლიერ მოკავშირესაც.
:<small>ჟურ. ''არსენალი''„არსენალი“; 30 სექტემბერი-13 ოქტომბერი, 2011; N20 (141) – გვ. 14.</small>
 
 
* ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისათვის, საზიანოე შენთვის.
 
 
* ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის, საზიანოა მტრისთვის.
 
 
* იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების მეტი იმედი ჰქონდეს.
 
 
* ყველაზე კარგი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის.
 
 
* უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით.
 
 
* ძნელია მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც.
 
 
* მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიმრავლე, მაგრამ ხელსაყრელი პოზიცია ზოგჯერ სიმამაცეზე უფრო სასარგებლოა და მომგებიანია.
 
 
* ვინც უთავბოლოდ მისდევს უკუქცეულ მტერს, მხოლოდ იმას ილტვის, რომ მძლეველიდან ძლეულად იქცეს.
 
 
* ვინც ჯარის მომარაგებაზე არ ზრუნავს, მანამდე დამარცხდება, სანამ ხმალს იშიშვლებს.
 
 
* უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების შეცვლა, თუკი ამჩნევ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიცნო იგი.
 
 
* ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამჩნევს.
 
 
* კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად.
 
 
* ქვეყანა ვერ ითმენს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან.
 
 
* ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი.
 
 
* მმართველის ჭკუაზე იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ ვინ ჰყავს მას თავის გარემოცვაში.
 
 
* გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.
 
 
* ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მომხიბლელობას კარგავს.
:<small>„მთავარი“ (1532).</small>:
 
 
''<small>ლიტ.ნიკოლო მაკიაველი მთავარი 1532.</small>''
 
 
== გამოყენებული ლიტერატურა ==
 
*''ნიკოლო მაკიაველი'' - „მთავარი“;.
 
{{DEFAULTSORT:მაკიაველი, ნიკოლო}}
1,538

რედაქტირება