ჯონ მილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:

*ომი წავაგეთ? რაა მერე, ამითი მაინც
არ დაკარგულა ყველაფერი, რადგან კვლავ შეგვრჩა
უდრეკი ნება და წყურვილი შურისგებისა,
დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა;
არ ვართ ჩვეულნი დათმობასა და მორჩილებას!
** გვ. 11

*იმათთან ერთად სხვა სულების დასიც მოჯარდა,
და რა იხილეს წინამძღოლი ქედმოუხრელი,
რა დაინახეს ყველაფერი არ დაკარგულა, –
სასოწარკვეთით თავდახრილებს, ცრემლმორეულებს,
თვალში იმედის ნაპერწკალი აუელვარდათ.
სატანას სახე შეუფაკლდა სირცხვილისაგან,
მაგრამ ჩვეული სიამაყით წამოიმართა
და გულზვიადი, ქედმაღლური უხვსიტყვაობით
მან გულგატეხილთ ვაჟკაცური სული შთაბერა,
მოხერხებულად გაუფანტა შიშის ღრუბელი
მერე კი ბრძანა, ბუკისა და წინწილ–საყვირის
საბრძოლო ხმებში მძლე ალამი ზეაღემართათ.
მყის გოლიათმა ქერუბიმმა აზაზიელმა
მედროშის საქმე, საამაყო, თავად იკისრა.
ძვირფასი თვლებით მოელვარე, მოოქროვილი
და სერაფიმთა გამარჯვების გამომხატველი
სამეფო დროშა გაშალა და მეტეორივით
სულ მაღლა, ქართა სამეფოში ააფრიალა.
აბჯართ ჟღარუნის მედიდურმა, მრისხანე ხმებმა,
შეერთებულმა ანგელოზთა მძლე ყიჟინასთან,
შეაზანზარა ჯოჯოხეთის ქვესკნელის თაღი
და შეაძრწუნა ქაოსის და ღამის სამეფო.
** გვ. 24–25

*მალე ამ ხროვამ მთის კალთასაც გაუჭრა მკერდი,
ამოუჩიჩქნა, ოქროს ჩონჩხი ამოაცალა, –
ნუ გიკვირთ, ოქროს ჯოჯოხეთში რა უნდოდაო,
ყველაზე მეტად მას შეჰფერის ძვირფასი შხამი.
**გვ. 29

*სადაც არ არის სიკეთე და ბედნიერება,
იქ არასოდეს არ იქნება ბრძოლა–ცილობაც.
**გვ. 35

*ასეთი შევქმენ ყველა სული, ციურნი ძალნი –
დაცემულები და ბოროტზე გამარჯვებულნიც:
ვისაცა სურდა გამაგრება ის ზეცას დარჩა,
ვისაც დაცემა მოესურვა – დაეცა კიდეც.
თავისუფალი არჩევანი რომ არ ჰქონოდათ,
მაშინ ჭეშმარიტ ერთგულებას ვით მაჩვენებდნენ?
თუკი მონური იძულებით იმოქმედებდნენ,
არა სურვილით, მე შექებას ვით მივუზღვავდი?
ან მორჩილება ასეთი რა სიამეს მომგვრის,
როდესაც ნება და გონება ფუჭია, უქმი,
თავისუფლებას მოკლებული და განძარცული.
მაშინ ისინი მორჩილებენ საჭიროებას,
და მე რას ვაქნევ ასეთნაირ მორჩილებასა!
როგორც ჯერ იყო, სწორედ ისე შევქმენ ისინი;
ვერ გაჰკიცხავენ ამის გამო თავის შემოქმედს,
ვერც ბედისწერას ვერ დაგმობენ და ვერც შექმნის დღეს,
თითქოს მათს სურვილს განაგებდეს განგება, ბედი,
თითქოს წინასწარ განვჭვრიტე და ვბრძანე მე ასე:
ჩემი ბრძანებით კი არ აღსდგნენ – თავად აჯანყდნენ.
და თუმც წინასწარ ვგრძნობდი ამას, განა რითიმე
ხელი შევუწყვე მე მათ ამბოხს, თუნდ არ მცოდნოდა.

თვითვე განსაჯერს, არჩევანიც მათ გააკეთეს.
დასაბამითვე მივანიჭე თავისუფლება,
და ბოლომდისაც დარჩებიან თავისუფალნი,
თუკი თავად არ დაიდებენ მონობის ბორკილს.

პირველმგობარნი საკუთარმა ზრახვებმა დასცეს,
თვითვე აცთუნეს თვისი თავი, გახრწნეს და გარყვნეს.
ადამიანი დაეცემა მათი ცთუნებით,
მოტყუებული იმ პირველთა გაიძვერობით.
სწორედ ამიტომ მოწყალებას მიიღებს იგი,
ხოლო პირველნი მას ვეროდეს ეღირსებიან.
**გვ. 71–72

*სიყვარულში ჰპოვე შვება-არა ვნებაში, რადგან ჭეშმარიტ სიყვარულს ვნება არ ახლავს ფიქრებს სწმენდ ხოლმე ლისყვარული,გულს აფართოებს საღ გონებაში არის იგი დაფუძნებული და თუკი ვნების წუმპეში არ ჩაიფლობი მაშინ შეძლებ,როგორც კიბეს აჰყვე მას მაღლა და ეზიარო უნეტარეს ციურ სიყვარულს

== გამოყენებული ლიტერატურა ==
* ''მილტონი, ჯონ''. დაკარგული სამოთხე. დაბრუნებული სამოთხე / თარგმ. ინგლისურიდან ვახტანგ ჭელიძისა - თბ. „საბჭოთა საქართველო“, 1969. „დაკარგული სამოთხის“ სექციაში არსებული ყველა ციტატა აღებულია მოცემული გამოცემიდან.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ჯონ_მილტონი“-დან