ჯონ მილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:

*იმათთან ერთად სხვა სულების დასიც მოჯარდა,
და რა იხილეს წინამძღოლი ქედმოუხრელი,
რა დაინახეს ყველაფერი არ დაკარგულა, –
სასოწარკვეთით თავდახრილებს, ცრემლმორეულებს,
თვალში იმედის ნაპერწკალი აუელვარდათ.
სატანას სახე შეუფაკლდა სირცხვილისაგან,
მაგრამ ჩვეული სიამაყით წამოიმართა
და გულზვიადი, ქედმაღლური უხვსიტყვაობით
მან გულგატეხილთ ვაჟკაცური სული შთაბერა,
მოხერხებულად გაუფანტა შიშის ღრუბელი
მერე კი ბრძანა, ბუკისა და წინწილ–საყვირის
საბრძოლო ხმებში მძლე ალამი ზეაღემართათ.
მყის გოლიათმა ქერუბიმმა აზაზიელმა
მედროშის საქმე, საამაყო, თავად იკისრა.
ძვირფასი თვლებით მოელვარე, მოოქროვილი
და სერაფიმთა გამარჯვების გამომხატველი
სამეფო დროშა გაშალა და მეტეორივით
სულ მაღლა, ქართა სამეფოში ააფრიალა.
აბჯართ ჟღარუნის მედიდურმა, მრისხანე ხმებმა,
შეერთებულმა ანგელოზთა მძლე ყიჟინასთან,
შეაზანზარა ჯოჯოხეთის ქვესკნელის თაღი
და შეაძრწუნა ქაოსის და ღამის სამეფო.
**გვ. 24–25

*მთელი ლაშქარი, უბადლო და ძლევამოსილი,
უხმოდ უჭვრეტდა შეუპოვარ მრისხანე სარდალს.
ისიც ამაყი, ახოვანი, სწორუპოვარი
აღმართულიყო მებრძოლთ შორის მაღალ კოშკივით.
ჯერ ელვარება სულ მთლიანად არ ჩაქრობოდა,
კვლავ შერჩენოდა სახე მთავარანგელოზისა,
თუმც რამდენადმე მის დიდებას ჩრდილი ებურა;
მზეც ასეთია ამოსვლის დროს, სხივმოკვეცილი,
როს ჰორიზონტზე გამოჩნდება, ნისლმობურული,
ან როცა მთვარე ეფარება დაბნელების ჟამს:
ქვეყნის ნახევარს მაშინ მკრთალი შუქი ანათებს
და მომავალი განკითხვის დღე აძრწოლებთ მეფეთ.
სატანაც მაშინ იმ მზეს ჰგავდა, ჩრდილი ებურა,
მაგრამ ყველაზე მოელვარე ის იყო მაინც.
სახეზე კვლავაც აჩნდა მეხის ნაიარევი
და ზრუნვისაგან მის ღაწვებსაც მიხდოდა ფერი.
მაგრამ შუბლს ქვემოთ, მამაცობის გამომხატველი
და დაუცხრომელ შურისგების მკაცრი ნიშანი,
კვლავ მრისხანებით ელვარებდნენ მისი თვალები.
ამ მკაცრ მზერაში იგრძნობოდა ღრმა თანაგრძნობაც
და სინანულიც, როს ხედავდა თანამგმობართა,
ან, სჯობს ასე ვთქვათ, მიმდევრებსა, ოდესღაც ნეტართ,
აწ კი განწირულთ სამუდამო სატანჯველისთვის;
მის გამო სულთა მილიონებს წარსტაცეს ზეცა
და მარადიულ სასუფეველს ჩამოაშორეს.
დიდებამჭკნარნი, მაინც მისი ერთგული დარჩნენ!
ასევე დგანან ზეცის ცეცხლით დალახვრულები
მუხები ტყეში, ან ნაძვები მთის მწვერვალებზე:
ძირს გადამწვარა ყველაფერი, იმათ კი მაინც
არ დაუხრიათ დამეხილი კენწეროები.
**გვ. 26–27

მან შეძლო მხოლოდ, ცის მეუფებ, – რომლისაც ტახტი
გამაგრებულა ძველთაგანვე, – ძველი სახელით,
გამოცდილებით, ცბიერებით, ძალის დაფარვით,
ვეცდუნებინეთ ბრძოლისათვის, და დაგვცა კიდეც.
ახლა ხომ ვიცნობთ იმის ძალას და ჩვენს ძალასაც:
ნუ გამოვიწვევთ კვლავ საომრად, ნურც შევშინდებით,
თუ ის პირველი გამოგვიწვევს. სჯობს ვიმოქმედოთ,
ფარულად, ჩუმად. რასაც ბრძოლით ვერ მივაღწიეთ,
ის მოვიპოვოთ ცბიერებით, გაიძვერობით.
დე, ჩვენგან მიხვდეს: მხოლოდ ღონით ძლეული მტერი,
ძლეული არის სანახევროდ.

ჩემი ფიქრები თქვენთან ბჭობით უნდა მომწიფდეს.
მორჩა მშვიდობა! ვინ იფიქრებს დამორჩილებას?
ომი! აწ, ომი! ან აშკარა, ანდა ფარული!“
თქვა ეს სატანამ. მისი სიტყვის დადასტურებად
უცებ იელვა მილიონმა მახვილმა ერთად
და ჯოჯოხეთის ჯურღმულები გააცისკროვნა;
სასტიკი რისხვით თვით უმაღლესს ემუქრებოდნენ,
ხმალს მედგრად სცემდნენ წკრიალა ფარს, და ეს ჟღარუნი,
როგორც საბრძოლო გამოწვევა, – ზეცას სწვდებოდა.
**გვ. 28–29

Line 31 ⟶ 39:
*ასეთი შევქმენ ყველა სული, ციურნი ძალნი –
დაცემულები და ბოროტზე გამარჯვებულნიც:
ვისაცა სურდა გამაგრება ის ზეცას დარჩა,
ვისაც დაცემა მოესურვა – დაეცა კიდეც.
თავისუფალი არჩევანი რომ არ ჰქონოდათ,
მაშინ ჭეშმარიტ ერთგულებას ვით მაჩვენებდნენ?
თუკი მონური იძულებით იმოქმედებდნენ,
არა სურვილით, მე შექებას ვით მივუზღვავდი?
ან მორჩილება ასეთი რა სიამეს მომგვრის,
როდესაც ნება და გონება ფუჭია, უქმი,
თავისუფლებას მოკლებული და განძარცული.
მაშინ ისინი მორჩილებენ საჭიროებას,
და მე რას ვაქნევ ასეთნაირ მორჩილებასა!
როგორც ჯერ იყო, სწორედ ისე შევქმენ ისინი;
ვერ გაჰკიცხავენ ამის გამო თავის შემოქმედს,
ვერც ბედისწერას ვერ დაგმობენ და ვერც შექმნის დღეს,
თითქოს მათს სურვილს განაგებდეს განგება, ბედი,
თითქოს წინასწარ განვჭვრიტე და ვბრძანე მე ასე:
ჩემი ბრძანებით კი არ აღსდგნენ – თავად აჯანყდნენ.
და თუმც წინასწარ ვგრძნობდი ამას, განა რითიმე
ხელი შევუწყვე მე მათ ამბოხს, თუნდ არ მცოდნოდა.

თვითვე განსაჯერს, არჩევანიც მათ გააკეთეს.
დასაბამითვე მივანიჭე თავისუფლება,
და ბოლომდისაც დარჩებიან თავისუფალნი,
თუკი თავად არ დაიდებენ მონობის ბორკილს.

პირველმგობარნი საკუთარმა ზრახვებმა დასცეს,
თვითვე აცთუნეს თვისი თავი, გახრწნეს და გარყვნეს.
ადამიანი დაეცემა მათი ცთუნებით,
მოტყუებული იმ პირველთა გაიძვერობით.
სწორედ ამიტომ მოწყალებას მიიღებს იგი,
ხოლო პირველნი მას ვეროდეს ეღირსებიან.
**გვ. 71–72

მისი სიკეთე ჩემში მხოლოდ ბოროტს იწვევდა,
აღარ მინდოდა მორჩილება და ამაღლებულს,
მსურდა, რომ კიდევ ამეწია ერთი ნაბიჯით,
და ჩემს მოკეთეს, ჩემს მბრძანებელს თავმოვქცეოდი.
ასე ერთ დაკვრით მოვიხსნიდი ვალდებულებებს,
ესდენ მძიმე ტვირთს მარადიულ მორჩილებისა.
მე დავივიწყე, რომ ერთგულად ის მექცეოდა,
რომ ერთგულისთვის ერთგულება უნდა მიმეზღო.

მე უბედური! სად წავიდე, როგორ გავექცე
უსაზღვრო რისხვას, უსასრულო უიმედობას?
რა წყალს მივეცე? სადაც წავალ, ჯოჯოხეთია,
მე თვითონა ვარ ჯოჯოხეთი, ჩემშივე არის
ესოდენ ღრმა, ასე ვრცელი შიში და ძრწოლა,
რომ ჯოჯოხეთი, სად მე ვსუნთქავ, ზენაარსა ჰგავს.
ნუთუ არ არის რაიმ შვება და შეღავათი,
ნუთუ არ ძალმიძს სინანულით გამოვისყიდო,
ნუთუ მუდარით ვერ მივიღებ მე მიტევებას?!
ვერა! მარტოდენ მორჩილება! ო, მორჩილება. –
მარტო ეს სიტყვა სირცხვილით მწვავს იმათ წინაშე,
ვინც ჩემთან ერთად ძირს დაეცნენ, ვინც მე მოვხიბლე
დაპირებებით, ქადილითა და – მორჩილება,
ო, სასირცხვილო მორჩილება შეგვრჩა გზად ხსნისა.

მე დიადი ვარ მარტოოდენ უბედურებით
და ჯოჯოხეთის თაყვანება ვერ დამამშვიდებს.
მაგრამ აი, ვთქვათ, მივაღწიე მონანიებით
და მიფერებით ჩემს ადრინდელ მდგომარეობას, –
განა მაშინვე არ აღიძვრის მაღალი ფიქრი,
შმაგი სურვილი ზედგომის და ბატონობისა?!
არ გამჟღავნდება ყალბი სახე, მიცემულ ფიცის,
არ მემწვავება ფიცი ფუჭი, ბოროტეული?!
არ შეიძლება თანხმობა და სიამტკბილობა,
სად სიძულვილის ფესვებია გამჯდარი ღრმადა.

ო, მაშ, მშვიდობით, იმედო და შიშო, მშვიდობით;
მონანიებავ, შენც მშვიდობით! დავკარგე კარგი, –
ამიერიდან ჩემი კარგი – ბოროტებაა,
ამით სამყაროს მე გავუყოფ ზეცის მფლობელსა.
ალბათ მერგება ნახევარზე მეტი სამეფოდ,
ახალ ქვეყანას მე ვიუფლებ, მე ვისაკუთრებ
ადამიანი ყოველივეს გაიგებს მალე.
**გვ. 93–95

*გარდა ღმერთისა, ღირსეულად ვერვინ აფასებს
კარგს და დიდებულს, დასძრახავენ საუკეთესოს,
ანუ თავიანთ ბოროტ ზრახვას შეუფარდებენ!
**გვ. 97

*როგორც შევიტყვე, ყველაფერი მათ არ ეკუთვნით,
საბედისწერო ხე ყოფილა ერთი – ცოდნის ხე
და აუკრძალავს უფალს მათთვის იმ ხის ნაყოფი.
ცოდნის აკრძალვა?! საოცრება, უგუნურება!
რად უნდა შურდეს ღმერთს იმათთვის ცოდნის მიცემა?
ცოდნისთვის იგი სიკვდილით სჯის? ცოდნა – ცოდვაა?!
მაშ უვიცები უნდა იყვნენ, რომ უერთგულონ?!
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება?
ერთგულებას და მორჩილებას ამითი ნერგავს?
**გვ. 107

Line 38 ⟶ 58:

== გამოყენებული ლიტერატურა ==
* ''მილტონი, ჯონ მილტონი''. დაკარგული სამოთხე. დაბრუნებული სამოთხე / თარგმ. ინგლისურიდან [[w:ვახტანგ ჭელიძე|ვახტანგ ჭელიძისა]] - თბ. „საბჭოთა საქართველო“, 1969. „დაკარგული სამოთხის“ სექციაში არსებული ყველა ციტატა აღებულია მოცემული გამოცემიდან.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ჯონ_მილტონი“-დან