ჯონ მილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''[[w:ჯონ მილტონი|ჯონ მილტონი]]''' (John Milton) (9 დეკემბერი,1608 – 8 ნოემბერი, 1674) — ინგლისელი პოეტი და პოლიტიკოსი, ფართო მასებისათვის ცნობილია თავისი ეპიკური პოემით „დაკარგული სამოთხე“ ("Paradise Lost") .

[[სურათი:John_Milton.jpg|thumb|right|ჯონ მილტონი‎ ]]

'''[[w:ჯონ მილტონი|ჯონ მილტონი]]''' (John Milton) (9 დეკემბერი,1608 – 8 ნოემბერი, 1674) — ინგლისელი პოეტი და პოლიტიკოსი, ფართო მასებისათვის ცნობილია თავისი ეპიკური პოემით „დაკარგული სამოთხე“ ("Paradise Lost") .

== ციტატები ==
ხაზი 17:

[[File:Paradise_Lost_3.jpg|thumb|right|[[w:გუსტავ_დორე|გუსტავ დორე]], ''სატანა მიმართავს ჯოჯოხეთის კრებას'', 1866, „დაკარგული სამოთხის“ ილუსტრაცია]]
*იმათთან ერთად სხვა სულების დასიც მოჯარდა,
და რა იხილეს წინამძღოლი ქედმოუხრელი,
რა დაინახეს ყველაფერი არ დაკარგულა, –
სასოწარკვეთით თავდახრილებს, ცრემლმორეულებს,
თვალში იმედის ნაპერწკალი აუელვარდათ.
სატანას სახე შეუფაკლდა სირცხვილისაგან,
მაგრამ ჩვეული სიამაყით წამოიმართა
და გულზვიადი, ქედმაღლური უხვსიტყვაობით
მან გულგატეხილთ ვაჟკაცური სული შთაბერა,
მოხერხებულად გაუფანტა შიშის ღრუბელი
მერე კი ბრძანა, ბუკისა და წინწილ–საყვირის
საბრძოლო ხმებში მძლე ალამი ზეაღემართათ.
მყის გოლიათმა ქერუბიმმა აზაზიელმა
მედროშის საქმე, საამაყო, თავად იკისრა.
ძვირფასი თვლებით მოელვარე, მოოქროვილი
და სერაფიმთა გამარჯვების გამომხატველი
სამეფო დროშა გაშალა და მეტეორივით
სულ მაღლა, ქართა სამეფოში ააფრიალა.
აბჯართ ჟღარუნის მედიდურმა, მრისხანე ხმებმა,
შეერთებულმა ანგელოზთა მძლე ყიჟინასთან,
შეაზანზარა ჯოჯოხეთის ქვესკნელის თაღი
და შეაძრწუნა ქაოსის და ღამის სამეფო.
**გვ. 24–25

[[File:Paradise_Lost_3.jpg|thumb|right|[[w:გუსტავ_დორე|გუსტავ დორე]], ''სატანა მიმართავს ჯოჯოხეთის კრებას'', 1866, „დაკარგული სამოთხის“ ილუსტრაცია]]
*მთელი ლაშქარი, უბადლო და ძლევამოსილი,
უხმოდ უჭვრეტდა შეუპოვარ, მრისხანე სარდალს.
ისიც ამაყი, ახოვანი, სწორუპოვარი
აღმართულიყო მებრძოლთ შორის მაღალ კოშკივით.
ჯერ ელვარება სულ მთლიანად არ ჩაქრობოდა,
კვლავ შერჩენოდა სახე მთავარანგელოზისა,
თუმც რამდენადმე მის დიდებას ჩრდილი ებურა;
მზეც ასეთია ამოსვლის დროს, სხივმოკვეცილი,
როს ჰორიზონტზე გამოჩნდება, ნისლმობურული,
ან როცა მთვარე ეფარება დაბნელების ჟამს:
ქვეყნის ნახევარს მაშინ მკრთალი შუქი ანათებს
და მომავალი განკითხვის დღე აძრწოლებთ მეფეთ.
სატანაც მაშინ იმ მზეს ჰგავდა, ჩრდილი ებურა,
მაგრამ ყველაზე მოელვარე ის იყო მაინც.
სახეზე კვლავაც აჩნდა მეხის ნაიარევი
და ზრუნვისაგან მის ღაწვებსაც მიხდოდა ფერი.
მაგრამ შუბლს ქვემოთ, მამაცობის გამომხატველი
და დაუცხრომელ შურისგების მკაცრი ნიშანი,
კვლავ მრისხანებით ელვარებდნენ მისი თვალები.
ამ მკაცრ მზერაში იგრძნობოდა ღრმა თანაგრძნობაც
და სინანულიც, როს ხედავდა თანამგმობართა,
ან, სჯობს ასე ვთქვათ, მიმდევრებსა, ოდესღაც ნეტართ,
აწ კი განწირულთ სამუდამო სატანჯველისთვის;
მის გამო სულთა მილიონებს წარსტაცეს ზეცა
და მარადიულ სასუფეველს ჩამოაშორეს.
დიდებამჭკნარნი, მაინც მისი ერთგული დარჩნენ!
ასევე დგანან ზეცის ცეცხლით დალახვრულები
მუხები ტყეში, ან ნაძვები მთის მწვერვალებზე:
ძირს გადამწვარა ყველაფერი, იმათ კი მაინც
არ დაუხრიათ დამეხილი კენწეროები.
**გვ. 26–27
ხაზი 50:

[[File:Paradise_Lost_14.jpg|thumb|right|[[w:გუსტავ_დორე|გუსტავ დორე]], ''სატანა გაჰყურებს დედამიწას'', 1866, „დაკარგული სამოთხის“ ილუსტრაცია]]
*როგორც შევიტყვე, ყველაფერი მათ არ ეკუთვნით,
საბედისწერო ხე ყოფილა ერთი – ცოდნის ხე
და აუკრძალავს უფალს მათთვის იმ ხის ნაყოფი.
ცოდნის აკრძალვა?! საოცრება, უგუნურება!
რად უნდა შურდეს ღმერთს იმათთვის ცოდნის მიცემა?
ცოდნისთვის იგი სიკვდილით სჯის? ცოდნა – ცოდვაა?!
მაშ უვიცები უნდა იყვნენ, რომ უერთგულონ?!
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება?
ერთგულებას და მორჩილებას ამითი ნერგავს?
**გვ. 107

*„და არ ეძინა სატანასაც, მისი სახელი
ახლა ეს არის – სხვა სახელი ერქვა ზეცაში,
მაგრამ არავინ იხსენიებს ძველი სახელით;
თუკი არ ჩავთვლით უპირველეს არქანგელოზად,
პირველთაგანი მაინც იყო პირველთა შორის,
ძლევამოსილი, უფლებებით ამაღლებული,
მაგრამ აღვსილი მწარე შურით ღვთის ძისა მიმართ,
რომელიც იმ დღეს განადიდა უფალმა მამამ
და მირონცხებულ მბრძანებელად გამოაცხადა.
ამის ატანა ვეღარ შესძლო ზვიადმა სულმა,
დამცირებულად იგრძნო თავი და შერცხვენილად,
აღაგზნო მწარე ბოროტებამ და სიძულვილმა,
და შუაღამით ჩამოწოლილ მყუდროებაში,
როს ყველას ძილი და განცხრომა მოჰფინა ღამემ,
მან გადაწყვიტა აყრილიყო მთელი მხედრობით
და ურჩად, ზიზღით, ქედმაღლურად გასცლოდა ღვთის ტახტს.“
**გვ. 145

*„მუდამ მეგონა, ზეცის სულებს თავისუფლება
მიაჩნდათ ისე სანუკვარად, როგორც თვით ზეცა;
ახლა ვნახე, რომ, სიზარმაცით, უმრავლესობა
არჩევს მონობას და ლხინის დროს მშვიდად გალობას;
აი სწორედ ეს მგალობლები შენ აამხედრე.
უნდა შეებას აწ მონობას თავისუფლება,
დღესვე ვიხილავთ ვინ დასძლევს და ვინ გაიმარჯვებს!“
**გვ. 158

*ეს აზრი ერთხმად მოიწონეს: ყველას უკვირდა –
როგორ მოხდა, რომ თვითონვე არ მომაფიქრდაო,
ისე იოლი მოეჩვენათ უკვე ნაპოვნი,
თუმცა კი ადრე მიიჩნევდნენ შეუძლებელად.
**გვ. 168

*„ამას თუ მისწვდი, დროს დაყოფა თუ შეგიძლია,
რაღას დაეძებ – ზეცა ბრუნავს თუ დედამიწა.
სხვა ყველაფერი ჩვენმა დიდმა ხუროთმოძღვარმა
ძალიან ბრძნულად დაუფარა კაცს და ანგელოზს,
არ გაუმხილა საიდუმლო, რადგანაც იმათ,
ვისაც ღვთის საქმით აღტაცება მართებს მარტოდენ,
არ შებედონ და არ დაიწყონ ამ ღვაწლის განსჯა.“
**გვ. 203

Line 59 ⟶ 76:

== გამოყენებული ლიტერატურა ==
* ''ჯონ მილტონი''. დაკარგული სამოთხე. დაბრუნებული სამოთხე / თარგმ. ინგლისურიდან [[w:ვახტანგ ჭელიძე|ვახტანგ ჭელიძისა]] - თბ. „საბჭოთა საქართველო“, 1969. „დაკარგული სამოთხის“ სექციაში არსებული ყველა ციტატა აღებულია მოცემულიაღნიშნული გამოცემიდან.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ჯონ_მილტონი“-დან