ჯონ მილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:

=== დაკარგული სამოთხე ===

*ომი წავაგეთ? რაა მერე, ამითი მაინც
არ დაკარგულა ყველაფერი, რადგან კვლავ შეგვრჩა
უდრეკი ნება და წყურვილი შურისგებისა,
დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა;
არ ვართ ჩვეულნი დათმობასა და მორჩილებას!
Line 43 ⟶ 44:

მისი სიკეთე ჩემში მხოლოდ ბოროტს იწვევდა,
აღარ მინდოდა მორჩილება და ამაღლებულს,
მსურდა, რომ კიდევ ამეწია ერთი ნაბიჯით,
და ჩემს მოკეთეს, ჩემს მბრძანებელს თავმოვქცეოდი.
ასე ერთ დაკვრით მოვიხსნიდი ვალდებულებებს,
ესდენ მძიმე ტვირთს მარადიულ მორჩილებისა.
მე დავივიწყე, რომ ერთგულად ის მექცეოდა,
რომ ერთგულისთვის ერთგულება უნდა მიმეზღო.

მე უბედური! სად წავიდე, როგორ გავექცე
უსაზღვრო რისხვას, უსასრულო უიმედობას?
რა წყალს მივეცე? სადაც წავალ, ჯოჯოხეთია,
მე თვითონა ვარ ჯოჯოხეთი, ჩემშივე არის
ესოდენ ღრმა, ასე ვრცელი შიში და ძრწოლა,
რომ ჯოჯოხეთი, სად მე ვსუნთქავ, ზენაარსა ჰგავს.
ნუთუ არ არის რაიმ შვება და შეღავათი,
ნუთუ არ ძალმიძს სინანულით გამოვისყიდო,
ნუთუ მუდარით ვერ მივიღებ მე მიტევებას?!
ვერა! მარტოდენ მორჩილება! ო, მორჩილება. –
მარტო ეს სიტყვა სირცხვილით მწვავს იმათ წინაშე,
ვინც ჩემთან ერთად ძირს დაეცნენ, ვინც მე მოვხიბლე
დაპირებებით, ქადილითა და – მორჩილება,
ო, სასირცხვილო მორჩილება შეგვრჩა გზად ხსნისა.

მე დიადი ვარ მარტოოდენ უბედურებით
და ჯოჯოხეთის თაყვანება ვერ დამამშვიდებს.
მაგრამ აი, ვთქვათ, მივაღწიე მონანიებით
და მიფერებით ჩემს ადრინდელ მდგომარეობას, –
განა მაშინვე არ აღიძვრის მაღალი ფიქრი,
შმაგი სურვილი ზედგომის და ბატონობისა?!
არ გამჟღავნდება ყალბი სახე, მიცემულ ფიცის,
არ მემწვავება ფიცი ფუჭი, ბოროტეული?!
არ შეიძლება თანხმობა და სიამტკბილობა,
სად სიძულვილის ფესვებია გამჯდარი ღრმადა.

ო, მაშ, მშვიდობით, იმედო და შიშო, მშვიდობით;
მონანიებავ, შენც მშვიდობით! დავკარგე კარგი, –
ამიერიდან ჩემი კარგი – ბოროტებაა,
ამით სამყაროს მე გავუყოფ ზეცის მფლობელსა.
ალბათ მერგება ნახევარზე მეტი სამეფოდ,
ახალ ქვეყანას მე ვიუფლებ, მე ვისაკუთრებ
ადამიანი ყოველივეს გაიგებს მალე.
**გვ. 93–95

Line 52 ⟶ 53:

*როგორც„როგორც შევიტყვე, ყველაფერი მათ არ ეკუთვნით,
საბედისწერო ხე ყოფილა ერთი – ცოდნის ხე
და აუკრძალავს უფალს მათთვის იმ ხის ნაყოფი.
ცოდნის აკრძალვა?! საოცრება, უგუნურება!
რად უნდა შურდეს ღმერთს იმათთვის ცოდნის მიცემა?
ცოდნისთვის იგი სიკვდილით სჯის? ცოდნა – ცოდვაა?!
მაშ უვიცები უნდა იყვნენ, რომ უერთგულონ?!
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება?
ერთგულებას და მორჩილებას ამითი ნერგავს?
**გვ. 107

Line 120 ⟶ 121:

*[...] ცოდვის ასულმა
უთანხმოებამ პირუტყვებში დასთესა მტრობა
და მათ აგებააგემა სულ პირველად მწარე სიკვდილი.
**გვ. 285

Line 128 ⟶ 129:

*ამიერიდან, მიწისკენ რომ გაგზავნის ღრუბლებს,
იმავ ღრუბლებში ცისარტყელას ჩასვამს მაშინვე,
ნიშნად იმისა, რომ გვახსოვდეს აღთქმა დიადი.
დღეს ღამე მოსდევს; მკა მოჰყვება უმალვე თესვას;
მცხუნვარე ზაფხულს სუსხიანი ზამთარი შეცვლის...
და ასე მუდამ, თავის რიგით ივლის ყოველი,
ვიდრემდე ცეცხლი მთლად გასწმენდდეს ქვეყნიერებას.
კვლავ შეიქმნება ახალი ცა და დედამიწა,
სადაც სიმართლე საბოლოოდ დაისადგურებს.
**გვ. 332

=== დაბრუნებული სამოთხე ===

ახლა ეს კაცი (თუმც ვინ იცის, იქნებ ღმერთია,
მიუხედავად იმისა, რომ ის ქალმა შობა),
ეს კაცი ადამს სუყველაფრით აღემატება,
ზეცისაგან აქვს ყველა ნიჭი მომადლებული,
აღჭურვილია სათნოებით და ემზადება
დიდთა და მაღალ საქმეთათვის, სწორედ ამიტომ
არ შეიძლება დამშვიდება, გულის დადება
და გარდუვალი გამარჯვების იმედის ქონა.
სწორედ ეს მინდა გაგიცხადოთ და გაგაფრთხილოთ –
თქვენგან მოვითხოვ დახმარებას საქმით ან რჩევით,
რადგან მე, ვისაც თითქოს ტოლი არ მყავდა არსად,
ახლა, ვინ იცის, დამარცხება მელოდეს იქნებ.“
**გვ. 378

*წამოდგა უცებ ბელიარი, ბოროტი სული,
დაცემულთაგან საზიზღარი ყველაზე მეტად,
ასმოდიაზე ავხორცი და გარყვნილი, ბილწი:
„მას თვალწინ ქალი დაუყენე, პირმშვენიერი,
უტურფესი და უნაზესი კაცთ ნაშიერი.
ასეთ ტურფა ქალს, საცა წახვალ, ყველგან შეხვდები;
ისინი გულებს სიყვარულით აჯადოებენ
და ჯადოსნური მეტყველებით, კეკლუცი ქცევით,
რაგინდ მრისხანე კაცი იყოს, გასტეხენ ხოლმე.
მათ შეუძლიათ მჭმუნვარ სახეს ღიმი მოჰფინონ,
გულს, მიუკარებს, სიტკბოება განაცდევინონ,
გადააქციონ რკინასავით ვაჟკაცი მონად;
მოხიბლონ უცებ აღიტაცონ და მიიზიდონ,
ვით მტკიცე რკინას მიიტაცებს თვისკენ მაგნიტი.
განა უბრძნესი სოლომონიც, განთქმული მეფე,
ქალის მშვენებამ და სიტურფემ არ დააბრმავა?!“
**გვ. 379

* „ბელიარ, თვითონ ძველთაგანვე ავხორცი იყავ,
ქალის გულისთვის გიჟდებოდი, ცნობას ჰკარგავდი
და ამიტომაც ფიქრობ ახლა, რომ სხვაც ვერავინ
მის სილამაზეს ვერ გაუძლებს, ვერ აღუდგება!
თუნდაც სოლომონს რომ ახსენებ, ის ბრძენი მეფე
ფუფუნებასა და პატივში ცხოვრობდა მუდამ
და ამიტომაც გახდა ადვილსაცთუნებელი.
მაგრამ ამჟამად ვისიც გვინდა ჩვენ გაცურება,
სოლომონზედაც ბრძენი არის და თუნდაც ნახო
ქალი ისეთი, სილამაზით ღვთაებას ჰგავდეს,
თუნდაც ღირსაჰყოს იგი ქალი, თვალი შეავლოს, –
მყის გაუქრება, მოშორდება ვნება დედაკაცს,
რადგანაც ეშხი იმორჩილებს მხოლოდღა სუსტებს,
უბადრუკებსა და მერყევებს, – ძლიერებისთვის
ის სათამაშო ტიკინადღა თუ გამოდგება.
მის საცთუნებლად ამ ოინით ვერას გავხდებით...
უფრო მაღალი, ღირსეული რამ უნდა ვცადოთ,
ისეთი რამე, მტკივნეულად რაც შეეხება
იმის ღირსებას, პატივსა და დიდებას, სახელს...
ძალიან ბევრი გამოცდილი, მარჯვე ვაჟკაცი
ამ პიტალო კლდეს სასიკვდილოდ შეხეთქებია“
**გვ. 379–380

* თავს ნუ იწუხებ, ვერაფრით ვერ დამიყოლიებ,
მბრძანებლობისთვის არ დავიწყებ სიმდიდრის ძებნას
და არ ვეცდები მბრძანებლობას განდიდებისთვის.
ან კი რა არის ეს დიდება, რის მაქნისია?
იფეთქებს, როგორც ნაპერწკალი, და მყის ჩაქრება!
ან ტაში რაა, რაა ხალხის ხოტბა მაღალი?
თვით ხალხი რაა? შერეული ჯოგია მხოლოდ,
რომელიც ზოგჯერ ისეთ რამეს აიყვანს ცამდე,
რაიც, უბრალოდ, მოწონების ღირსიც არ არის:
აქებს და ხშირად არც კი იცის, ვის უძღვნის ქებას,
უხარია და არც კი იცის, რა აღფრთოვანებს;
ერთი იტყვის, და იმეორებს სხვა გამწარებით
აბა რად უნდა გამეხარდეს მათგან შექება,
რად მინდა გავხდე საჭორაო, სალაპარაკო,
მათგან გაკიცხვა უფრო მეტად სასიამოა;
სწორედ ის არის ბედნიერი, ვინც ეს შეიგნო.“
**გვ. 389–390

* „დიდება შენდა, ძეო ღვთისა, გამარჯვებულო,
რომელმაც მწარედ დაამარცხე საზარი მტერი;
დადგა დრო, როცა საჭიროა შეუდგე საქმეს,
უნდა დაიხსნა წამებისგან ადამიანი.“
**გვ. 411–412

== გამოყენებული ლიტერატურა ==
* ''ჯონ მილტონი''. დაკარგული სამოთხე. დაბრუნებული სამოთხე / თარგმ. ინგლისურიდან [[w:ვახტანგ ჭელიძე|ვახტანგ ჭელიძისა]] - თბ. „საბჭოთა საქართველო“, 1969. „დაკარგული სამოთხისა“ და „დაბრუნებული სამოთხის“ სექციაშისექციებში არსებული ყველა ციტატა აღებულია აღნიშნული გამოცემიდან.

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ჯონ_მილტონი“-დან