ჯონ მილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 62:

*„მუდამ მეგონა, ზეცის სულებს თავისუფლება
მიაჩნდათ ისე სანუკვარად, როგორც თვით ზეცა;
ახლა ვნახე, რომ, სიზარმაცით, უმრავლესობა
არჩევს მონობას და ლხინის დროს მშვიდად გალობას;
აი სწორედ ეს მგალობლები შენ აამხედრე.
უნდა შეებას აწ მონობას თავისუფლება,
დღესვე ვიხილავთ ვინ დასძლევს და ვინ გაიმარჯვებს!“
**გვ. 158, სატანის მიმართვა აბდიილისადმი
**გვ. 158

ხაზი 70:

*„ამას თუ მისწვდი, დროს დაყოფა თუ შეგიძლია,
რაღას დაეძებ – ზეცა ბრუნავს თუ დედამიწა.
სხვა ყველაფერი ჩვენმა დიდმა ხუროთმოძღვარმა
ძალიან ბრძნულად დაუფარა კაცს და ანგელოზს,
არ გაუმხილა საიდუმლო, რადგანაც იმათ,
ვისაც ღვთის საქმით აღტაცება მართებს მარტოდენ,
არ შებედონ და არ დაიწყონ ამ ღვაწლის განსჯა.“
**გვ. 203, [[w:რაფაელ_მთავარანგელოზი|რაფაელ მთავარანგელოზი]] არიგებს ადამს
**გვ. 203

*„სულერთი არის – ასე იყოს, გინდა სხვაგვარად:
მზე დაადგება ცეცხლოვან გზას აღმოსავლიდან,
თუ დედამიწა წყნარად გასწევს დასავლეთიდან
და მგზავრობის დროს, თავის ღერძის ირგვლივ მბრუნავი,
შენაც წაგიყვანს, შეუმჩნევლად, ჰაერთან ერთად;
დაფარულ საქმის გამოცნობით თავს ნუღარ იმტვრევ,
მიანდე უფალს, ზენაარსა, შენ ყველაფერი,
იმისი შიში გქონდეს მხოლოდ, მას მსახურებდე;
საცა ინებებს, იქ მიუჩენს ყველას სამყოფელს,
მან რაც მოგმადლა, იხარებდე იმითი მარად –
სამოთხითა და მშვენიერი ტურფა ევათი;
ცაში რა ხდება – ვერ მიწვდები, ცა მაღალია.“
**გვ. 206, რაფაელი არიგებს ადამს
**გვ. 206

*„ამას კი ვხედავ, რომ ბუნებას გადამეტებულ
გულმოდგინებით შეუმკია ის გარეგნულად,
ხოლო შინაგან სრულყოფაზე ნაკლებ უზრუნავს.
მე კარგად მესმის, რომ გონებით, შინაგან ნიჭით
ბუნებამ შექმნა იგი ჩემზე უფრო მდაბალი,
ხოლო მშვენებით, გარეგანით – დგას ჩემზე მაღლა.“
**გვ. 217, ადამის პასუხი რაფაელს
**გვ. 217

*„რაც უფრო მეტად დაანახვებ გონების ძალას,
მით უფრო მეტად ის მიგიჩნევს თვისად წინამძღვრად,
და გარეგნობას დაუმონებს გონებას შენსას.
იგი მშვენებით შემკულია შენს გასახარად
და აღჭურვილი ჭეშმარიტი პატიოსნებით, –
ძალგიძს გიყვარდეს, პატივს სცემდე მეუღლეს შენსას,
რომელიც შენი სიბრძნის კლებას მყისვე მიხვდება,
მაგრამ თუკი შენ ამ ხორციელს ურთიერთკავშირს,
რასაც მოჰყვება გამრავლება კაცთა მოდგმისა,
ყველაზე უფრო სიამედ და სიტკბოებად სთვლი,
ესეც გახსოვდეს, რომ მხეცებსაც, სხვა პირუტყვებსაც
იგივ უნარი ყველასა აქვს მინიჭებული.
არც იქნებოდა ეს საერთო და საზიარო,
მასში რომ იყოს რამე წმინდა, ამაღლებული,
ღირსი იმისა – კაცის სული დაიმორჩილოს.
რასაც კი ნახავ ცოლში მაღალს, ადამიანურს,
ან მიმზიდველსა და გონივრულს – ის შეიყვარე!
შენ სიყვარულში ჰპოვე შვება – არა ვნებაში,
რადგან ჭეშმარიტს სიყვარულსა ვნება არ ახლავს;
ფიქრებს სწმენდს ხოლმე სიყვარული, გულს აფართოვებს
საღ გონებაში არის იგი დაფუძნებული,
და თუკი ვნების წუმპეში არ ჩაიფლობი,
მაშინ შეიძლებ, როგორც კიბეს, აჰყვე მას მაღლა
და ეზიარო უნეტარეს ციურ სიყვარულს.“
**გვ. 218, რაფაელი ასწავლის ადამს
**გვ. 218

*„ღიმილი მუდამ გონებიდან მომდინარეობს,
უცხოა იგი მხეცთათვის და სიყვარულს კვებავს,
სიყვარული კი მთავარია კაცთ სიცოცხლეში.“
**გვ. 229, ადამი ესაუბრება ევას
**გვ. 229

*„ეს სანეტარო ყოფა ჩვენი დაცული არის
და გარეგანი ვერ–რა ძალა ვერ შეგვაშფოთებს.
საშიშროება და ხიფათი ჩვენშივე ბუდობს,
მას სადგური აქვს ჩვენს საკუთარ ძლიერებაში,
და ჩვენვე თუ არ მოვისურვეთ – ვერას გვავნებენ.“
**გვ. 232, ადამი ევას არიგებს
**გვ. 232

ხაზი 98:

*„აბა შემხედე, მე ვიგემე ამ ხის ნაყოფი,
და მაინც ვცოცხლობ, სრულყოფილიც შევიქენ უფრო,
მხოლოდ იმიტომ, რომ ავმაღლდი, არ მოვერიდე
ავცილებოდი ბედისწერით დადებულ საზღვრებს.

რად აგიკრძალათ ეს ნაყოფი? მხოლოდ იმიტომ,
რომ გიყოლიოთ უვიცებად, მდაბიოებად
და მორჩილებდეთ, რიდით, თრთოლვით მას თაყვანს სცემდეთ?!“
**გვ. 244, სატანის სიტყვები

*„თვით ღმერთიც, ვინაც აგვიკრძალა შენი ნაყოფი,
ჩვენთან არ მალავს ქებას შენსას, მუდამ გიწოდებს
ხეს ცნობადისას, ბოროტისა და კეთილისა.
გვიკრძალავს, მაგრამ ამ აკრძალვით უფრო მაღლდები,
რადგან შენ ძალგიძს შეგვასწავლო კეთილის ფასი,
რომელსაც ჩვენ ვართ მოკლებული დასაბამითვე:
არ შეიძლება შეუცნობლად კეთილი გქონდეს;
კიდეც რომ გქონდეს ეს სიკეთე და არ იცოდე,
რომ შენ გაქვს იგი, სულერთია, თუნდ არ გქონოდეს!“
**გვ. 246, ევას მსჯელობა

*„მზად ვარ სასჯელიც შენთან ერთად გავინაწილო:
თუ სიკვდილია შენი ხვედრი, იგივ სიკვდილი
სიცოცხლესავით სანატრელი გახდება ჩემთვის.“
**გვ. 253, ადამი მიმართავს ევას
**გვ. 253

ხაზი 114:

*სახებამ ღვთისამ ეს უბრძანა პასუხად ადამს:
„ნუთუ ეს ქალი დაისახე დიდებულ ღმერთად?
ღმერთს აღარ უსმენ – ქალს უსიტყვოდ ემორჩილები!
ხომ არ გეგონა, შენს წინამძღვრად შექმნილი იგი?
იქნებ მოთავედ, ან შენს ტოლად წარმოიდგინე!
მაშ როგორ დასთმე ღირსება და ძალაუფლება,
ვაჟკაცის ნება ქალს რარიგად დაუმორჩილე?
იგი მე შენგან და შენთვისვე შევქმენი მხოლოდ,
და, რა თქმა უნდა, მასზე მაღლა შენ უნდა იდგე,
შენა ხარ უფრო ღირსეული და სრულყოფილი.
მართალი არის, ის შევამკე სრული მშვენებით,
რათა აღეძრა შენი ტრფობა და სიყვარული,
არა მონური მორჩილება! იმას მივმადლე
ისეთი ნიჭი, რაც წინამძღოლს მოითხოვს მუდამ,
მბრძანებლობა და უფროსობა მას არ შეჰფერის,
ეს შენ შეგფერის, შენი იყო ხელისუფლება,
რომ საკუთარი თავის ფასი არ დაგვიწყნოდა.“
**გვ. 267, იესოს სიტყვები ადამს
**გვ. 267

ხაზი 126:

*დამარცხებულნიც და ომის დროს მონებადქმნილნიც,
რა დაჰკარგავენ ამ ბრძოლაში თავისუფლებას,
სათნოებასა და ღვთის შიშსაც მოიშორებენ,
და რაკი ომში ვერ ეღირსნენ უფლისგან შველას,
უწმაწურ ლანძღვას მოჰყვებიან, გაუცივდებათ
მოჩვენებითი სათნოების ცრუ მგზნებარება,
იმაზე ფიქრსღა დაიწყებენ, რაც შეიძლება,
რამდენადაც კი დამპყრობელნი მისცემენ ნებას,
ცხოვრების დღენი უზრუნველად მათ გაატარონ;
მიწაც ჯერ კიდევ სუყველაფერს უხვად წარმოქმნის,
რომ გამოსცადოს თავდაჭერა ადამიანთა.
**გვ. 328–329, ავტორის სიტყვები, მას შემდეგ რაც დაგმობს ძალაუფლების მოპოვების სისხლიან გზებსა და ფუფუნებამოპოვებულთა გახრწნილებისადმი მიდრეკილებას
**გვ. 328–329

ხაზი 149:

* თავს ნუ იწუხებ, ვერაფრით ვერ დამიყოლიებ,
მბრძანებლობისთვის არ დავიწყებ სიმდიდრის ძებნას
და არ ვეცდები მბრძანებლობას განდიდებისთვის.
ან კი რა არის ეს დიდება, რის მაქნისია?
იფეთქებს, როგორც ნაპერწკალი, და მყის ჩაქრება!
ან ტაში რაა, რაა ხალხის ხოტბა მაღალი?
თვით ხალხი რაა? შერეული ჯოგია მხოლოდ,
რომელიც ზოგჯერ ისეთ რამეს აიყვანს ცამდე,
რაიც, უბრალოდ, მოწონების ღირსიც არ არის:
აქებს და ხშირად არც კი იცის, ვის უძღვნის ქებას,
უხარია და არც კი იცის, რა აღფრთოვანებს;
ერთი იტყვის, და იმეორებს სხვა გამწარებით
აბა რად უნდა გამეხარდეს მათგან შექება,
რად მინდა გავხდე საჭორაო, სალაპარაკო,
მათგან გაკიცხვა უფრო მეტად სასიამოა;
სწორედ ის არის ბედნიერი, ვინც ეს შეიგნო.“
**გვ. 389–390, იესოს პასუხი სატანას, რომელმაც „დიდებულ“ ადამიანთა ხატების ჩვენებით სცადა უფალი გზიდან აეცდინა
**გვ. 389–390

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ჯონ_მილტონი“-დან