გენიოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ko:천재
.
ხაზი 1:
* ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან ყველა შეიწყნარონ, გარდა გენიისა.
:[[ოსკარ უაილდი]]
 
* აზრის სიღრმე, წარმოსახვის სიძლიერე და სულის აქტიურობა – აი, რა არის გენია.
:[[დენი დიდრო]]
 
* გენია არის მოთმინება შრომის, შეუპოვრობის აპოლოგია.
:[[ჟორჟ ლუი ლეკლერკ ბიუფონი]]
 
* გენია ერთი მიმართულებით კონცენტრირებული აზრის მოთმინება არის.
:[[ისააკ ნიუტონი]]
 
* გენია – ინტენსიური ენერგიაა.
:[[ჯონ ფლეტჩერი]]
 
* გენიალობა და ბოროტება ერთიმეორეს ვერ შეეწყობა.
:[[ვოლფანგ ამადეუს მოცარტი]]
 
* გენიალური ადამიანი ა წარმოადგენს მხოლოდ მორალურ არსებას, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, პირიქით, ის წარმოადგენს მრავალი საუკუნისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტის მატარებელ არსებას. ამიტომაც ის უმეტესად სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისათვის.
:[[არტურ შოპენჰაუერი]]
 
* გენიას შეუძლია გაიმარჯვოს ყოველგვარ დაბრკოლებაზე, რასაც კი მას მტრული ბედი შეახვედრებს.
:[[ბესარიონ ბელინსკი]]
 
* გენია ყოველთვის ჩანს, რადგან მის წინააღმდეგ ყველა ბრიყვი და უნიჭო ერთიანდება.
:[[ჯონათან სვიფტი]]
 
* გენიოსები ბუნებასავით ჰქმნიან.
:[[ალექსანდრე ლოსევი]]
 
* გენიოსები დიდ აზრებთან ერთად გაუგონარ პარადოქსებსაც არ თაკილობენ.
:[[კონსანტინე გამსახურდია]]
 
* გენიოსები მეტეორები არიან, რომელთა მოწოდებაა დაიწვან, რათა გაანათონ საუკუნე.
:[[ნაპოლეონ I|ნაპოლეონ I (ბონაპარტე)]]
 
* გენიოსები მუზას, როგორც ციდან ასევე გენიალური წიგნებიდანაც, ღებულობენ.
:[[გიოარსი]]
 
* გენიოსები ნათლად და ზედმიწევნით გრძნობენ მას, რასაც სხვები ბუნდოვნად გრძნობენ.
:[[ერნესტ რენანი]]
 
* გენიოსების უკვდავების გარანტია მარტო მათი გენიოსობა კი არ არის, არამედ ადამიანთა თაობების განუწყვეტელი ერთგულება მათი შემოქმედებისადმი, მაშასადამე, დამფასებელთა გემოვნების სიმტკიცე.
:[[ალექსანდრე კალანდაძე]]
 
* გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ როცა ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს.
:[[ონორე დე ბალზაკი]]
 
* გენიოსთა სიზმრები ჭეშმარიტებაა. დიად ადამიანთა წინასწარმეტყველებანი გასაოცარი და ზედმიწევნითი სიზუსტით მართლდება. უფრო ხშირად ისინი მოულოდნელად და უჩვეულოდ სრულდება ხოლმე, მაგრამ მათ ყოველთვის აზრი წარმოშობს.
:[[ანატოლ ფრანსი]]
 
* გენიოსი გზას ხსნის, ნიჭიერი კი – ამ გზაზე დადის.
:მ. ებნერ-ეშენბახი
 
* გენიოსი თავის თავს ხშირად თვითონ იღუპავს.
:[[სამუელ ჯონსონი]]
 
* გენიოსობა – ერთი პროცენტი შთაგონებაა და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ოფლი.
:[[თომას ალვა ედისონი]]
 
* გენიოსობა – ესაა ხედვა, რომელიც ჰორიზონტის ყველა პუნქტს ერთი თვალის მოვლებით აღიქვამს.
:[[პოლ ანრი გოლბახი]]
 
* გენიოსს წინასწარ განჭვრეტის ნიჭი აქვს.
:[[ანატოლ ფრანსი]]
 
* გენიოსს წლოვანება არ გააჩნია, ის ყველაფერს გადალახავს, რასაც ჩვეულებრივი ჭკუის შეჩერება შეუძლია.
:[[ფრანსუა დე ლაროფშუკო]]
 
* დამსახურებას ისევე ნიადაგ თან ახლავს სახელი, როგორც ყოველივე სხეულს მისივე ჩრდილი, თუმცა ისევე, როგორც ჩრდილი, ის ხან წინ უძღვის და ხან უკან მისდევს მას.
:[[სენეკა]]
 
* დიადი ღირსების ადამიანებს ადვილად არ აპატიებენ ხოლმე მცირე შეცდომებსაც კი.
:მ. ებნერ-ეშენბახი
 
* დიდად ნიჭიერნი იწვევენ ხოლმე სიძულვილს – ასევე რკინა იფარება ჟანგით; მხოლოდ უფერულ ადამიანთ არა ჰყავთ მტრები.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/გენიოსი“-დან