გუდბაი, ლენინ! (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
.
ხაზი 1:
{{ვიკიპედია}}
* სანამ ზიგმუნდ იენი კოსმოსურ სივრცეებს იპყრობდა, მამაჩემმა უფლება მისცა ვიღაც კაპიტალისტურ ძუკნას მითვის თავგზა აებნია. იგი აღარ დაბრუნდა.
* ჩვენ აღარ ვსაუბრობდით მამაზე, დედა ცოლად გაყვა ჩვენს დიად სოციალისტურ სამშობლოს!
 
* ვინაიდან ეს ქორწინება არ ითვალისწინებდა სექსუალურ ურთიერთობებს, დედას უამრავი თავისუფალი დრო დარჩა, რათა ეზრუნდა განვითარებული სოციალიზმის ბავშვებზე.
 
* ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებდა. მსროლელთა მსოფლიოში უდიდესი საზოგადოების წევრები დგამდნენ თავიანთ უკანასკნელ წარმოდგენას.
 
* 7 ოქტომბრის საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი, ერთიანი სულისკვეთებით გამოვიდა საღამოს სასეირნიდ, რათა თავიანთი ფეხებით ხმა მიეცათ უსაზღვროდ სეირნობის უფლებისთვის.
 
* მას ეძინა დასავლეთ ბერლინის რატუშასთან ვარსკვლავული კონცერტისას, როდესაც დაიწყო ნაგვის აღების გრანდიოზული ოპერაცია.
 
* მას არ უნახავს, როგორ აღმოჩნდნენ შრომის გმირები შრომის ბირჟაზე.
 
* - ჩვენი რუსულის მასწავლებელი მინსკიდან იყო და ტონას იწონიდა.
:-სულ ესაა, რაც იცი რუს ქალებზე?
 
* 90 წლის ივნისში, ჩვენი მშობლიური დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა ქვეყანა საზღვრებს გარეშე.
 
* მოსკოვში ჩათვალეს რომ 2+4=1 და დალიეს მთელი ზღვა ყირიმული შამპანიური.
 
* ალილუია, ალილუია, ალილუია, დოიჩ მარკა!
 
* - ყავა მოკა ფიქსი?
ხაზი 29:
:-ახალგაზრდავ, ტყემალზე ზიხართ? დოიჩ მარკა მოვიდა, თქვენ კი რაღაც სისულელეებს მეკითხებით.
 
* - სადამდე მივედით, უკვე ნაგავში იქექები..
:- ბატონო განსკე, შპრივალდური კიტრები ხომ არ გექნებათ?
:- რა?
ხაზი 37:
* - კიტრები არ ეყო, ახლა ტელევიზორი მოინდომა.
 
* საათი ალექსანდპრაცზე აახლოვებდა დედის დაბადების დღეს, ხოლო პატარა ბურთულა ერთიანებდა გუშინ ჯერ კიდევ გაყოფილ ერს. მე კი მუხლმოუდრეკლად ვშრომობდი ცალკე აღებულ ბინაში უდროოდ გარდაცვლილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღსადგენად.
 
* იძულებული გავხდი, გდრ-ის საინფორმაციო გამოშვებების ენა მესწავლა და დენისის რეჟისორულ პატივმოყვარეობას ვაქეზებდი.
 
* თავს ვგრძნობდი, როგორც წყალქვეშა გემის კაპიტანი ჩრდილოეთ ოკეანეში ბრძოლის დროს. ვერ ვასწრებდი ერთი ნაპრალის ამოვსებას, მეორე ჩნდებოდა. არიანა გაიქცა ბრძოლის ველიდან. კლასობრივი მტერი იქნევდა კოკა-კოლას დროშას, ცვლილებების ქარმა კი წაიღო დედაჩემის დანაზოგები.
 
* უნდა ვაღიარო, რომ ჩემი თამაში რაღაც დონეზე რეალობად იქცა- გდრ, რომელსაც დედაჩემისთვის ვქმნიდი, იქცა გდრ-ად, რომელშიც მინდოდა ცხოვრება.
 
* ეს ის იყო, ჩემი ბავშვობის კუმირი, როგორც წარსულის აჩრდილი, ზიგმუნდ იენი, იგი არ არიგებდა ავტოგრაფებს, არ ხსნიდა სამყაროს საიდუმლოებს პიონერებისთვის, არ ყვებოდა უწონადობაზე და კოსმოსის უსაზღვრო სივრცეებზე, იგი ატარებდა პატარა მყრლ ლადას.
 
* - ნახე, ის ასტრონავტი გახდა.
:- ჩვენთან ამბობენ კოსმონავტს.
 
* გადავწყვიტეთ უკანასკნელად აღგვენიშნა ჩვენი სოციალისტური სამშობლოს დაბადების დღე, მაგრამ ნამდვილი ცხოვრებისგან განსხვავებით, მთელი გულით..
 
[[კატეგორია:უცხოური ფილმები]]