მიგელ დე უნამუნო: განსხვავება გადახედვებს შორის

.
(.)
 
 
* თუ კაცს არასოდეს უარუყვია თავისი ნათქვამი,ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე.
 
 
* არსებობენ ,,თანამშრომელი" ადამიანები,ვისაც წიგნის წაკითხვის შემდგომ იტყვიან,ამას მეც ხომ ვფიქრობდი,რომ დამეწერაო...ისინი განსხვავდებიან იმ უბირთაგან,რომლებიც თავს იმტვრევენ ე.წ. სიმართლეს მიმსგავსებულ ამბების ძებნით,ანდა იმათგან,რომლებთაც ჰგონიათ,ცხადად ვცხოვრობო,და არ იცის,რომ ცხადად ის ცხოვრობს,ვინც გააცნობიერებს ვოცნებობო,ჭკუათმყოფელიც ის არის,ვინც საბოლოოდ შეიგნებს თავის სიგიჟეს!
 
 
* უნდა იცხოვრო,რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო"
 
 
* ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ-ჩვენს როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები ,კომიკოსები ! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს!
 
 
* ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა
 
 
* კარგი, მაგრამ, - ვეკითხები საკუთარ თავს, - მაინც რა არის შენი რელიგია?" - და თავადვე ვპასუხობ - ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა - ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას....
 
 
* ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება!- ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება
 
 
* არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება.
 
 
* ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.
 
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
1 350

რედაქტირება