ოტო ფონ ბისმარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: hr:Otto von Bismarck
.
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Bismarck pickelhaube.jpg|thumb|250px|left|ოტო ფონ ბისმარკი]]
 
პრინცი '''ოტო ედუარდ ფონ ბისმარკი''' (1 აპრილი, 1815 - 30 ივლისი, 1898) - გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ) , მეტსახელად "რკინის კანცლერი". გამოირჩეოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონურობით.
 
* რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.
ხაზი 9:
 
 
* ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.
 
 
* ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.
 
 
*როდესაც როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე.
 
 
* თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები,გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.
 
 
* პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება.
 
 
* მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია.
 
 
* ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს- კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა.
 
 
* ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს .
 
 
* მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები.
 
 
* თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს.
 
 
* არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.
 
 
* გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან.
 
 
* ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას , თავადვე დაიღუპავენ თავს.
 
 
* ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა "ევროპა".
 
 
* იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები.
 
 
* ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აარჩია პროფესია.
 
 
* გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ.
 
 
* ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი.
 
 
* სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე.
 
 
* სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით.
 
 
* კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის.
 
 
* თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა.
 
 
* ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო.
 
 
* ქალის და კაცის მეგობრობა მაშინვე იხევს უკანა პლანზე როცა მზე იწყებს ჩასვლას.