პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: uk:Поль Валері
.
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[სურათიფაილი:Paul_Valery.jpg|thumb|right|პოლ ვალერი]]
[[w:პოლ ვალერი|'''პოლ ვალერი''']], (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry), (დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი), ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
 
 
* მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)
 
 
* რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.
 
 
* აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.
 
 
* ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.
 
{{რჩეული}}
* რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.
 
 
* ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.
 
 
* სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.
 
 
* დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.
 
 
* ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.
 
 
* ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
 
 
* ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.
 
 
* ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.
 
 
* გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.
 
 
* წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.
 
 
* სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.
 
 
* ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/პოლ_ვალერი“-დან