ფრანსუა დე ლაროშფუკო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hr:François de La Rochefoucauld
.
ხაზი 1:
{{წყარო}}
* არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.
 
 
* მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას- არავინ.
 
 
* ყველა ცდილობს თავის ბედნიერებად ის დაისახოს, რაც მისთვის მიუწვდომელია.
 
 
* თუკი სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობასა ჰგავს, ვიდრე მეგობრობასა.
 
{{რჩეული}}
ხაზი 15:
 
 
* ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული.
 
 
* განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს, ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.
 
 
* ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.
 
 
* ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე.
 
 
* ადამიანთა უმრავლესობისთვის სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია.
 
 
* არსებობს სიყვარულისაგან განკურნების ათასგვარი საშუალება, მაგრამ არცერთი სანდო არ არის.
 
 
* ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.
 
 
* ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.
 
 
* ადამიანები თავს იწონებენ, როცა ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.
 
 
* ამ ქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვარულს რომ დასჯერებოდეს.
 
 
* დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.
 
 
* არც ერთ ვნებაში თავის თავისადმი სიყვარული ისე მძლავრად არ არის გამეფებული, როგორც მიჯნურობაში, ადამიანი ნიადაგ მზადაა, სატრფოს სიმშვიდე დაურღვიოს, ოღონდ თავად იყოს მშვიდად.
 
 
* ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს.
 
 
* ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს.
 
 
* უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.
 
 
* ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს.
 
 
* ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის.
 
 
* მთელი არსებით მხოლოდ იმიტომ არ ვეძლევით ერთ რომელიმე ბიწს, რომ ბევრი ბიწი გვაქვს.
 
{{DEFAULTSORT:ლაროშფუკო, ფრანსუა დე}}