მიგელ დე უნამუნო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
{{Q
| ციტატა = და აი, ასე, ამ ბრძოლაში გადის ჩემი ცხოვრება, ამ იდუმალებასთან, ამოუცნობთან ბრძოლაში ილევა ჩემი დღენი და თუმცა კი იმედი არცა მაქვს, ოდესმე თუ ჩავწვდები ამ საიდუმლოს, ჩემი მასულდგმულებელი და მანუგეშებელი მაინც ეს ბრძოლაა. დიახ, ბრძოლაა ჩემი ერთადერთი იმედი, უკვე იმასაც შევეგუე, რომ ვეძიო იმედი თვით უიმედობაში; დაე ნუ აყაყანდებიან უბირები და ჩიტირეკიები ეს ხომ პარადოქსიაო!
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = [http://lib.ge/book.php?author=84&book=323 „ჩემი რელიგია“]
}}
{{Q
| ციტატა = არ მახსენდება არცერთი კულტურული ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა არ აფიქრებდეს, თუმცა არც თუ დიდი იმედი მაქვს კულტურისა - კულტურა და ცივილიზაცია ხომ ერთი და იგივე მაინც არ არის, - დიდი იმედი არა მაქვს-მეთქი იმათი, ვინც ისე ცხოვრობს, ეს პრობლემა მეტაფიზიკური თვალსაზრისით რომ არ აინტერესებდეს და მარტო ერთ, სოციალურსა თუ პოლიტიკურ ასპექტში განიხილავდეს; კიდევ უფრო ნაკლები იმედი მაქვს იმ ადამიანებისა, ანდა ხალხისა, ვინც გონებრივი სიზანტის, ზერელობის, მეცნიერებისა და ვინც იცის, კიდევ რამდენი სხვა მიზეზის გამო, სულ არ ზრუნავენ სულის გამდიდრებაზე და ყურსაც არ ათხოვებენ გულის უწყვეტ შფოთვას; არც იმათგან ველოდები რასმე, ვინც ნიადაგ გაიძახის: „ამაზე ფიქრი არც ღირს!“ ძალიან ცოტა იმედი მაქვს იმათიც, ვისაც ზეცის და ჯოჯოხეთის ისევ ისე სჯერა, ბავშვობაში რომ გვჯეროდა, ხოლო არავითარი იმედი არა მქვს იმათი, ვინც უბირის თავდაჯერებით ამტკიცებს, „ეს ყველაფერი მითია და ზღაპარი, კაცი რომ მოკვდება, მიწაში ჩაფლავენ და ყველაფერი ამითი მთავრდებაო!“ და თუ სულ ერთი ბეწო იმედი მაინც მაქვს, ისევ იმათი იმედი მაქვს, ვინც უარყოფით კი უარყოფს, მაგრამ ვერ ისვენებს, ვინც გამუდმებით იბრძვის ჭეშმარიტებისთვის და ამისთვის სიცოცხლესაც არ იშურებს, იბრძვის თვითონ ბრძოლისთვის და არა გამარჯვებისთვის.
| ავტორი =
| კომენტარი =