არტურ შოპენჰაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
.
ჩასწორება, replaced: ) – → ) — using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Schopenhauer.jpg|thumb|right|არტურ შოპენჰაუერი]]
'''არტურ შოპენჰაუერი''' (დ. 22 თებერვალი, 1788 - გ. 21 სექტემბერი,1860 ), გერმანელი ფილოსოფოსი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია "სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა" (1819).
 
 
* ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
 
 
* ცხოვრება ბიზნესია,რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.
 
 
* ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.
 
 
* სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.
 
 
* იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.
 
 
* ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი.
 
 
* ყოველი ჩვენგანი რომ არ იყოს დაინტერესებული საკუთარი თავით, ცხოვრება იქნებოდა იმდენად უინტერესო, რომ ვერცერთი ვერ გავუძლებდით მას.
 
 
* ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი - ძალიან მოკლე წარსული.
 
 
* ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.
 
 
* ამ სამყაროში მხოლოდ ორი ალტერნატივაა- იყო მარტო, ან იყო ვულგარული.
 
 
* ყოველი ბავშვი მცირეოდენად მაინც გენიოსია,ყოველი გენიოსი მცირეოდენად მაინც ბავშვია.
 
 
* მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია
 
 
* მამაკაცები ბუნებით უბრალოდ გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ; ხოლო ქალები კი- დაუძინებელი მტრები.
 
 
* გაათავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი, პირიქით, შენ მას მიეცი ძალიან ბევრი.
 
 
* ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ , მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე.
 
 
* რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა.
::<small>ჟურ. ''თბილისელები''; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) გვ. 112.</small>
 
{{ვიკიპედია}}