ერნესტ ჰემინგუეი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 292:
{{Q
| ციტატა = მინდა, თავი მოვუყარო იმ ქალებს, ვისაც შენ ოდესმე შეხვედრიხარ, და შენივე თანდასწრებით მასხრად ავიგდო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მშვიდობით იარაღო“
}}
{{Q
| ციტატა = ჩემო საბრალო ქეთ. რა ძვირი დაგიჯდა ლოგინში ჩემთან ერთად ძილი. აჰა, რა სცოდნია ხაფანგის ასხლეტას. რა სცოდნია ერთამანეთის სიყვარულს. მადლობა ღმერთს, ჟანგაბადი მაინც არის. აბა, უწინ რა იქნებოდა, სანამ ანესტეზიას მოიგონებდნენ? რაკიღა ერთხელ დაიწყებოდა, თითქოს დოლაბში მოჰყოლიხარო. ქეთრინს კარგი ორსულბა ჰქონდა. არა უშავდა რა. გულისარევა თითქმის არც კი ჰქონია. უკანასკნელ დღემდე ისე ძალიან არც შეწუხებულა, მაგრამ ბოლოს მაინც უწია. ტყუილია, ისე ვერ დააღწევ თავს. ჯოჯოხეთს ვერ დაუძვრები! ორმოცდაადჯერ რომ გვექორწინა, ბოლო მაინც ეგ იყო, რომ მოკვდეს?! არ მოკვდება. დღეს მშობიარობას ვინ მოუკლავს. ასე ფიქობენ ხოლმე ქმრები. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია და ეგ არის. მერე გავიხსენებთ, რა ცუდ დღეში ვიყავითო, ქეთრინი მაინც იტყვის, მაგდენიც არაფერი ყოფილაო. მაგრამ მართლა რომ მოკვდეს? არა, არ მოკვდება. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არა-მეთქი, არ შეიძლება. რას ჩმახავ! რა ვუყოთ, რომ ცუდ დღეშია. კაცი წამებისთვის არის გაჩენილი. პირელი მშობიარობაა და ასე იმიტომ გაჭიანურდა. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? არ შეიძლება მოკვდეს. რად უნდა მოკვდეს? რა მიზეზით. უბრალოდ, ბავშვი უნდა დაიბადოს - მილანში გატარებული ტკბილი ღამეების უნებური ნაყოფი. ვაი-უბედურებაში ჩაგაგდებს, დაიბადება, მერე ზედ უნდა გადაჰყვე და იქნებ შეგიყვარდეს. მაგრამ რომ მოკვდეს? არ მოკვდება. რა სჭირს სასიკვდილო. ჰო, მაგრამ, რომ მოკვდეს? ჰო, მაში, მაშინ? რას იზამ, რომ მოკვდეს?
| ავტორი =
| კომენტარი =