სტივენ ჰოკინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჩასწორება, replaced: ინგლ. → ინგლ. using AWB
No edit summary
ხაზი 2:
'''სტივენ ჰოკინგი''' ([[:w:ინგლისური ენა|ინგლ]]. Stephen William Hawking), (დ. 1 აგვისტო, 1942), ბრიტანელი ფიზიკოსი.
* თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ჩანან დროში მოგზაურები?
 
* შემინიშნავს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით, გზაზე გადასვლამდე ყოველთვის იყურებიან აქეთ-იქით.
 
* ჩემი მიზანი მარტივია - სამყაროს სრული შეცნობა, რატომ არის ასეთი და საერთოდ რატომ არსებობს.
 
* აინშტაინი ცდებოდა, როცა თქვა, რომ ღმერთი კამათლებით არ თამაშობს. შავი ხვრელების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ღმერთი არამარტო თამაშობს კამათლებით, არამედ ზოგჯერ გვაბნევს კიდეც, როცა ჩვენგან მიუწვდომელ ადგილას მოისვრის ხოლმე.
 
* მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბერი საშინელება იყო, ის არ უქმნიდა საფრთხეს კაცობრიობის არსებობას, განსხვავებით ბირთვული იარაღებისგან.
 
* ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს.
 
* ჩემი პოპულარობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მსოფლიოს რომელ კუთხეშიც გინდა წავიდე, ყველგან მცნობენ. მუქი სათვალისა და პარიკის ტარება ჩემთვის საკმარისი არაა, სავარძელი ყოველთვის გამცემს.
 
* ფუნდამენტურად განსხვავდება რელიგია, რომელიც ეფუძნება ავტორიტეტებს, და მეცნიერება, რომელიც დამყარებულია დაკვირვებასა და მსჯელობაზე. მეცნიერება გაიმარჯვებს, რადგან ის მუშაობს.
 
* მეცნიერება წინასწარმეტყველებს, რომ მრავალი სხვადასხვა სახის სამყარო შეიძლება სპონტანურად შეიქმნას არაფრისგან. ამ სამყაროში რომ ვარსებობთ, უბრალოდ შემთხვევითობაა.
 
* გალილეოს ალბათ ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტად მიუძღვის წვლილი თანამედროვე მეცნიერების დაბადებაში.
 
* სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია.
 
*
 
{{DEFAULTSORT:ჰოკინგი, სტივენ}}
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/სტივენ_ჰოკინგი“-დან