ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 271:
 
* განა ჩვენ არ შევხვედრივართ ისეთ ადამიანს, ვისი სრული უნიათობაც საიდუმლოდ რჩება მის ნაცნობთა უმრავლესობისთვის? მაღალი მდგომარეობა, წარჩინებული წარმოშობა, დიდი თანამდებობა, გარეგნული კეთილშობილება, თავშეკავებული ქცევა ან სიმდიდრის მომაჯადოებელი ძალა, - ეს ყველაფერი ისეთი საბურველია, რომელიც გაშემომყოფებს ხელს უშლის, მის შინაგან სამყაროს ჩაწვდნენ. ეს ადამიანები იმ მეფეებს ჰგვანან, რომერლთა ჭეშმარიტ სიდიადეს, ხასიათსა და ზნეობას ვერავინ ვერასოდეს ამოიცნობს და ვერ შეაფასებს, რადგან მათ ან ძალიან შორიდან, ან მეტისმეტად ახლო მანძილიდან ხედავენ. მოჩვენებითი ღირსებებით დაჯილდოებული ეს პიროვნებები, იმის მაგიერ, რომ გესაუბრონ, კითხვებს გისვამენ; მათ აქვთ უნარი, სხვები წამოსწიონ ავანსცენაზე იმისთვის, რათა თავად ჩრდილში დარჩნენ. ისინი ოსტატურად ახერხებენ ადამიანთა ვნებებისა თუ პატივმოყვარეობის სიმებზე ზემოქმედებას და მარიონეტებად აქცევენ, ხოლო ზოგს როცა საკუთარ დონემდე დაამდაბლებენ, არარაობად წარმოაჩენენ, თუმცა სინამდვილეში, თავად მათზე გაცილებით დაბლა დგანან. ასე იმარჯვებს დაბალი დონის, მაგრამ გაქნილი არსება ბრძენ, ჭეშმარიტად მასშტაბურ პიროვნებაზე. ამგვარად ამ არარაობათა შეფასებისას საჭიროა, უფრო მეტად გამოვიჩინოთ გამჭრიახობა და არა ღრმააზროვანი მიდგომა, უფრო მოთმინება და არა ფართო ჰორიზონტი, უფრო ეშმაკობა და ტაქტი და არა კეთილშობილება და ცოდნის გამოყენება - 30 წლის ქალი
 
 
* ახალგაზრდა ქალები ხშირად თავისთვის წარმოდგენას იქმნიან კეთილშობილ, მომაჯადოებელ სახეებზე, სრულყოფილ არსებებზეე და განუხორციელებელი ოცნებებით იკვებებიან მამაკაცებზე, გრძნობებზე, მაღალ საზოგადოებაზე, შემდეგ ისინი თავიანთი ოცნების მამაკაცის სრულყოფლ თვისებებს მიამიტად, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანს მიანიჭებენ და მთლიანად მიენდობიან. მათ თავიანთ რჩეულში უყვართ საკუთარ წარმოდგენაში შექმნილი არსება. მაგრამ ბოლოს და ბოლოს როცა უბედურებისათვის თავის არიდება უკვე გვიანაა, ის მაცდუნებელი მომხიბვლელობა, რითაც სათაყვანებელი კერპი დააჯილდოვეს, საშინელ მოჩვენებად იქცევა... მათ არ გააჩნიათ ის სიფაქიზე გულისა რაც მამაკაცებს ქალის ბედნიერების მონად ხდის.... ან თავად ხდები ტირანი, ან ტირანის მსხვერპლი შეიქმნები. ქალის ცხოვრებაში ორივე შედეგს ერთნაირად მოაქვს უბედურება.... - 30 წლის ქალი
 
 
* მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს - 30 წლის ქალი