99 ფრანკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
*თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები ერთ ამოცანას უსახავენ პროპაგანდის მინისტრებს, გაზეთების მთავარ რედაქტორებსა და სკოლის დირექტორებს - სალხს შეაყვარონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ (ოლდოს ჰაქსლი).
*სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.
 
*ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისთვის თავი გამენებებინა, თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისთვის.
 
*გლამური ის ქვეყანაა, სადაც ვერასოდეს შეაღწევ.
 
*სიახლის უპირატესობა ისაა, რომ მუდმივად იცვლება. ყოველთვის გამოჩნდება სიახლე, რომელიც წინამორბედს დააძველებს.
 
*ევრო იმისთვის გამოიგინეს, რომ მდიდრების ხელფასი 6-ჯერ ნაკლებად აღმაშფოთებლად გამოჩენილიყო.
 
*ეს მე უნდა გადავწყვიტო დღეს, თუ რა მოგინდებათ თქვენ ხვალ.
 
*როგორ მოხდა, რომ ეპოქაში, რომელშიც ცინიზმმა თავისი აყვავების მწვერვალს მიაღწია, რეკლამა მსოფლიოს მბრძანებლობის ტახტზეა წამოსკუპული?!
 
*იმ სამყაროში, რომლის აღწერასაც ვაპირებ, კრიტიკის სიმწვავე დიდი ხანია მონელებულია, თაცხედობა - წახალისებული, დაბეზღება - უხვად დასაჩუქრებული, ხოლო პამფლეტი შეკვეთილი და ორგანიზებულია.
 
*გარდასული დროის დიქტატორებს სიტყვისა და აზრის თავისუფლება აშინებდათ. კრძალავდნენ ყველაფერს, რაც თვალში არ მოსდიოდათ და ჭკუაში არ უჯდებოდათ, ციხეში ყრიდნენ მწერლებს, წვავდნენ მიუღებელ წიგნებს. საზიზღარი აუტოდაფების ტკბილად მოსაგონარი დრო საშუალებას იძლეოდა, ერთმანეთისგან გაგერჩია ავი და კარგი. აი, სარეკლამო ტოტალიტარიზმის ეპოქაში ეგეთი ადვილი აღარ არის თქვა - მე კი ხელები დამიბანიაო.
 
*დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა.
 
*ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ გავჩერდეთ, რათა ფიქრისთვის დრო არ დაგვრჩეს.
 
*სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადავე ვყოფილიყავი.
 
*ზეცათა სასუფეველში უფრო მეტი სიხარული ელის ერთ ცოდვილს, რომელმაც მოინანია, ვიდრე 99 მართალს, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ (ლუკას სახარება).
 
*თვითმფრინავს როგორ გაიტაცებ, თი შიგ არ ახვალ (ინგლისური ანდაზა)
 
*იდეა არსაიდან მოდის.
 
*ის, რასაც ადამიანები სითბოსა და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.
 
*ადრე უამრავი მეგობარი გყავდა; ახლა ერთიც აღარ დაგრჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც არასოდეს გყოლია.
 
*ვინც თესავს ქარს, იმკის ქარიშხალს.
 
*სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთის გარდა, როცა მოსაწყენია.
 
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/99_ფრანკი“-დან