ფრანც კაფკა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: removing existed iw links in Wikidata
No edit summary
ხაზი 4:
 
* წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისათვის.
 
* სამყარო ჩემთვის სამ ნაწილად იყოფოდა: ერთი, სამყარო, სადაც მე, მონა ვცხოვრობდი და იმ კანონებს ვემორჩილებოდი, რომლებსაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ვერასდროს დავიცავდი; მეორე, ჩემგან უსასრულოდ შორეული სამყარო, სადაც შენ ცხოვრობდი, განაგებდი, ბრძანებებს გასცემდი, მრისხანებდი, როცა შენი განკარგულებები არ სრულდებოდა; და ბოლოს, მესამე სამყარო, სადაც, მორჩილებისგან თავისუფალნი, ბედნიერად ცხოვრობდნენ.
<small>წერილი მამას</small>
 
* არ მახსოვს, რომ პირდაპირ და აშკარა სალანძღავი სიტყვებით შეგემკე. ამის საჭიროება არც იყო, რადგან სხვა საშუალებებიც უხვად მოგეძევებოდა, თანაც სახლში ლაპარაკების დროს და განსაკუთრებით მაღაზიაში, ჩემ გარშემო, სხვებს იმდენი სალანძღავი სიტყვა ხვდებოდათ, რომ სიყმაწვილეში ამისგან ზოგჯერ თითქმის ვბრუვდებოდი და არავითარი საფუძველი არ მქონდა, რომ ეს საკუთარ თავზე არ მიმეღო, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც ლანძღავდი, ჩემზე უარესები ნამდვილად არ იყვნენ და რასაკვირველია, მათით ისევე უკმაყოფილო იქნებოდი, როგორიც ჩემით.
<small>წერილი მამას</small>
 
* როდესაც იმის კეთებას ვიწყებდი, რაც არ მოგწონდა, წარუმატებლობით მემუქრებოდი. მაშინ შენს აზრს ისეთი მოწიწებით ვეპყრობოდი, რომ რომ წარუმატებლობა, თუნდაც მოგვიანებით, გარდაუვალი იყო. რაც უფრო ასაკი მემატებოდა, მით უფრო მეტი რამ გროვდებოდა, რაც ჩემი არარაობის დასამტკიცებლად შეგეძლო წარგედგინა.
<small>წერილი მამას</small>
 
 
{{ვიკიპედია}}
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ფრანც_კაფკა“-დან