ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 362:
* სამშობლო დაიღუპება, მამები თუ ასე ფეხქვეშ გათელეს! - მამა გორიო
 
-----------
გაუბედავობა ერთ-ერთი პირველი სათნოებაა სიყვარულისა - "ეჟენი გრანდე"
 
უბედურება, რომელსაც ადამიანები წინასწარ გრძნობენ, თითქმის ყოველთვის ახდება ხოლმე - "ეჟენი გრანდე"
 
როდესაც კატა სახურავზე დარბის, თაგვები იატაკზე ცეკვავენ - "ეჟენი გრანდე"
 
ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი - "ეჟენი გრანდე"
 
მგლოვიარობა გულშია და არა ტანსაცმელში - "ეჟენი გრანდე"
 
ძუნწებს არ სწამთ მომავალი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი აწმყოშია - "ეჟენი გრანდე"
 
ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი მოვლენა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარ სინამდვილეს წარმოადგენს. შეიძლება ეს იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის გვავიწყდება გავაშუქოთ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება რამე ფსიქოლოგიური სინათლით, ამ გადაწყვეტილებების გამომწვევი იდუმალად შეცნობილი მიზეზების აუხსნელად. - "ეჟენი გრანდე"
 
მხოლოდ უმანკოებას აქვს სიმამაცე. გამობრძმედილი სათნოება კი ისევე ანგარიშიანია, როგორც ბიწიერება. - "ეჟენი გრანდე"
 
გულწრფელ სიყვარულს აქვს თავისი წინასწარჭვრეტა და მან იცის, რომ სიყვარული სიყვარულს იწვევს. - "ეჟენი გრანდე"
 
ძლიერ ადამიანებს სურთ და ფხიზლობენ. - "ეჟენი გრანდე"
 
ძუნწთა ცხოვრება წარმოადგენს ადამიანური ზალის მუდმივ ვარჯიშს პიროვნების სამსახურში. ძუნწი მარტოოდენ ორ გრძნობას ემყარება: თავმოყვარეობასა და ანგარებას. მაგრამ რადგანაც ანგარება ერთგვარი სოლიდური თავმოყვარეობაცაა და რა თქმა უნდა რეალური უპირატესობის განუწყვეტელი დადასტურებაც, ამიტომ ანგარება ერთი მთლიანობის (ეგოიზმის) ორ მხარეს წარმოადგენს. ალბათ აქედან გამომდინარეობს ის არაჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობაც, რომელსაც იწვევენ სცენაზე ოსტატურად გამოყვანილი ძუნწები. ყოველი მათგანი თავისებურადაა დაკავშირებული იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ყველა ადამიანურ გრძნობებს ეხებიან და აჯამებენ. - "ეჟენი გრანდე"
 
ძუნწი ხომ კრავს ასუქებს, გალიაში ამწყვდევს, კლავს, წვავს, ჭამს და ეზიზღება. - "ეჟენი გრანდე"
 
ძუნწის საკვები მხოლოდ ფულისა და ზიზღისგან შეგდება. - "ეჟენი გრანდე"
 
უბედურება თანასწორობას ქმნის. - "ეჟენი გრანდე"
 
ალბათ არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი ცხოველის მსგავსად, კარგავენ შემოქმედების უნარს, როგორც კი მათ მშობლიური კლიმატიდან გადაასახლებენ. - "ეჟენი გრანდე"
 
ყველა საძნელო საქმეში, თუ გინდა რომ არ დამარცხდე, უნდა იცოდე შენი შესაძლებლობა და ვალდებულებანი. - "ეჟენი გრანდე"
 
ფული პატიოსნების გარეშე - ავადმყოფობაა. - "ეჟენი გრანდე"