ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 395:
ყველა საძნელო საქმეში, თუ გინდა რომ არ დამარცხდე, უნდა იცოდე შენი შესაძლებლობა და ვალდებულებანი. - "ეჟენი გრანდე"
 
ფული პატიოსნების გარეშე - ავადმყოფობაა. - "ეჟენი გრანდე"
 
რელიგიურად აღზრდილი, წმინდა და უცოდინარი ქალებისთვის ყველაფერი სიყვარულია მას შემდეგ, როცა ისინი ამ მოჯადოებულ სამყაროში შედგამენ ფეხს. - "ეჟენი გრანდე"
 
ქალის შეცდომები თითქმის ყოველთვის მომდინარეობს იქიდან, რომ მათ სწამთ კეთილი და დარწმუნებულნი არიან სიმართლეში. - "ეჟენი გრანდე"
 
ცხოვრება კომბინაციათა თანამიმდევრობაა, საჭიროა მათი შესწავლა, მათი მიყოლა, რათა უცვლელად შეინარჩუნოთ ხელსაყრელი მდგომარეობა. - "ეჟენი გრანდე"
 
ფული საშუალებაა, მეტი არაფერი. - "ეჟენი გრანდე"
 
განა არ არსებობს მომაჯადოებელი მსგავსება სიყვარულსა და სიცოცხლის დასაწყისს შორის? - "ეჟენი გრანდე"
 
სიყვარული ჩვენი მეორე გარდაქმნაა. - "ეჟენი გრანდე"
 
მოვალე იმ მონავარდე ბეღურას ჰგავს, რომელთა მიმართ ბავშვებს ხშირად აგულიანებენ, ბოლოზე ერთი მწიკვი მარილი დაადეთო. - "ეჟენი გრანდე"
 
ცხოვრების ყველა პირობებში ქალს უფრო მეტი მწუხარება ხვდება წილად, ვიდრე მამაკაცს. მამაკაცს აქვს ძალა და შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოყენებისა: მოქმედებს, მოძრაობს, მუშაობს, აზროვნებს, სწვდება მომავალს და მასში ნუგეშს პოვებს.
ქალი კი ერთ ადგილას ტკეპნის, პირისპირ თავის მწუხარებასთან, რომელსაც ვერაფრით აღწევს თავს. ეშვება პირდაღებული უფსკრულის ფსკერზე, ზომავს მას და ხშირად ცრემლებით ავსებს. - "ეჟენი გრანდე"
 
როდესაც სულის ჩვევები ბოლოს და ბოლოს იმარჯვებენ ყველაზე უფრო ტლანქად მოხაზულ ნაკვთებზეც კი და მათ რაღაცა განსაკუთრებული შთაგონების ბეჭედს ადებენ, რაც ამაღლებული აზრების კეთილშობილი და წმინდა ხასიათიდან მომდინარეობს. - "ეჟენი გრანდე"
 
თავის სახლში მენახშირეც კი ბატონია. - "ეჟენი გრანდე"