ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 270:
}}
 
* განა ჩვენ არ შევხვედრივართ ისეთ ადამიანს, ვისი სრული უნიათობაც საიდუმლოდ რჩება მის ნაცნობთა უმრავლესობისთვის? მაღალი მდგომარეობა, წარჩინებული წარმოშობა, დიდი თანამდებობა, გარეგნული კეთილშობილება, თავშეკავებული ქცევა ან სიმდიდრის მომაჯადოებელი ძალა, - ეს ყველაფერი ისეთი საბურველია, რომელიც გაშემომყოფებს ხელს უშლის, მის შინაგან სამყაროს ჩაწვდნენ. ეს ადამიანები იმ მეფეებს ჰგვანან, რომერლთა ჭეშმარიტ სიდიადეს, ხასიათსა და ზნეობას ვერავინ ვერასოდეს ამოიცნობს და ვერ შეაფასებს, რადგან მათ ან ძალიან შორიდან, ან მეტისმეტად ახლო მანძილიდან ხედავენ. მოჩვენებითი ღირსებებით დაჯილდოებული ეს პიროვნებები, იმის მაგიერ, რომ გესაუბრონ, კითხვებს გისვამენ; მათ აქვთ უნარი, სხვები წამოსწიონ ავანსცენაზე იმისთვის, რათა თავად ჩრდილში დარჩნენ. ისინი ოსტატურად ახერხებენ ადამიანთა ვნებებისა თუ პატივმოყვარეობის სიმებზე ზემოქმედებას და მარიონეტებად აქცევენ, ხოლო ზოგს როცა საკუთარ დონემდე დაამდაბლებენ, არარაობად წარმოაჩენენ, თუმცა სინამდვილეში, თავად მათზე გაცილებით დაბლა დგანან. ასე იმარჯვებს დაბალი დონის, მაგრამ გაქნილი არსება ბრძენ, ჭეშმარიტად მასშტაბურ პიროვნებაზე. ამგვარად ამ არარაობათა შეფასებისას საჭიროა, უფრო მეტად გამოვიჩინოთ გამჭრიახობა და არა ღრმააზროვანი მიდგომა, უფრო მოთმინება და არა ფართო ჰორიზონტი, უფრო ეშმაკობა და ტაქტი და არა კეთილშობილება და ცოდნის გამოყენება - "30 წლის ქალი"
 
 
* ახალგაზრდა ქალები ხშირად თავისთვის წარმოდგენას იქმნიან კეთილშობილ, მომაჯადოებელ სახეებზე, სრულყოფილ არსებებზე და განუხორციელებელი ოცნებებით იკვებებიან მამაკაცებზე, გრძნობებზე, მაღალ საზოგადოებაზე, შემდეგ ისინი თავიანთი ოცნების მამაკაცის სრულყოფლ თვისებებს მიამიტად, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანს მიანიჭებენ და მთლიანად მიენდობიან. მათ თავიანთ რჩეულში უყვართ საკუთარ წარმოდგენაში შექმნილი არსება. მაგრამ ბოლოს და ბოლოს როცა უბედურებისათვის თავის არიდება უკვე გვიანაა, ის მაცდუნებელი მომხიბვლელობა, რითაც სათაყვანებელი კერპი დააჯილდოვეს, საშინელ მოჩვენებად იქცევა... მათ არ გააჩნიათ ის სიფაქიზე გულისა რაც მამაკაცებს ქალის ბედნიერების მონად ხდის.... ან თავად ხდები ტირანი, ან ტირანის მსხვერპლი შეიქმნები. ქალის ცხოვრებაში ორივე შედეგს ერთნაირად მოაქვს უბედურება.... - "30 წლის ქალი"
 
 
* მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს - "30 წლის ქალი"
 
 
----------
 
* ათ ღამეს რომ გადაწყვიტოს ახალგაზრდა კაცმა მუშაობა, აქედან შვიდ ღამეს უსათუოდ ძილი მოერევა. ღამის ტეხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ოცი წლის ასაკს გადააბიჯა - "მამა გორიო"
 
* იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ - "მამა გორიო"
 
* განა შესაძლებელია, ცეკვით აღფრთოვანებული ქალის სიტყვით აღწერა - "მამა გორიო"
 
* მართალს ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქნებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი - "მამა გორიო"
 
* გუშინ ბედნიერების მწვერვალზე, დიუკის მეუღლის სახლში, დღეს დილით კი ცხოვრების კიბის უმდაბლეს საფეხურზე, მევახშესთან; აი, ასეთები არიან პარიზელი ქალები. თუ მათ ქმრებს არ ძალუძთ მათი აღვირახსნილი ფუფუნების უზრუნველყოფა, ისინი თავისი თავით ვაჭრობენ. თუ თავისი თავის გაყიდვა არ ეხერხებათ, მშობელ დედას გაფატრავენ, ოღონდ კი რამე იპოვნონ, რითაც შეიძლება თავის მოწონება - "მამა გორიო"
 
* შინაბერამ თვალები დახარა, როგორც მონაზონმა შიშველი ქანდაკების წინაშე - "მამა გორიო"
 
* ასეთ ადამიანს, თუ რაიმე აზრი აეკვიატა, ვეღარ გადააგდებინებ, მათ მხოლოდ ერთი გარკვეული წყაროს წყალი სწყურიათ, თუნდაც რომ აშმორებული იყოს და მის დასალევად ცოლ - შვილს გაჰყიდიან, სულს ეშმაკს მიჰყიდიან. ზოგისთვის ასეთი წყაროა აზარტული თამაში, ბირჟა, სურათების ან მწერების კოლექცია, მუსიკა; ზოგისთვის კი ქალია, რომელმაც იცის, როგორ დაატკბოს ის - "მამა გორიო"
 
* ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო - "მამა გორიო"
 
* ქალი რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას კიდევ უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახეებისა - "მამა გორიო"
 
* ჩვენ არ ვაპატიებთ ხოლმე გრძნობას, როდესაც ის მთლიანად ამჟღავნებს თავს, ისევე როგორც არ ვაპატიებთ ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს - "მამა გორიო"
 
* თუ ჯალათი აღარ იქნებით, მსხვერპლად გადაიქცევით - "მამა გორიო"
 
* თუ ქალები აღიარებენ, რომ თქვენ ნიჭი და გონება გაქვთ, კაცებიც დაიჯერებენ, თუ რა თქმა უნდა თქვენ თვითონ არ შეაცვლევინებთ აზრს - "მამა გორიო"
 
* ჩემო საყვარელო დედიკო, მესამე ძუძუ ხომ არ მოგეპოვებათ ჩემს გამოსაკვებად? - "მამა გორიო"
 
* ჩემსას მივაღწევ! ეს ბანქოს მოთამაშის ან დიდი მხედართმთავრის სიტყვებია, ფატალისტური სიტყვები, რომლებიც უფრო მეტად ხალხს ღუპავენ, ვიდრე შველიან - "მამა გორიო"
 
* როგორც კი სტუდენტის ჯიბეში ფული დაიწყებს ჩხრიალს, მაშინვე მას გუნება გამოეცვლება და ისე ამაყად გრძნობს თავს, თითქოს ფანტასტიკური სიმაღლის სვეტზე შეუსკუპებიათო - "მამა გორიო"
 
* ადამიანი სრულყოფილი არ არის, იგი ხან მეტად, ხან ნაკლებად პირმოთნეა, სულელები კი გაიძახიან, რომ ერთი ზნეობითაა აღსავსე, ხოლო მეორე უზნეოა - "მამა გორიო"
 
* მე დიდი პოეტი ვარ, მაგრამ ლექსებს როდი ვწერ: ჩემი პოეზია მოქმედებასა და გრძნობებშია - "მამა გორიო"
 
* პრინციპები არ არსებობს, არამედ მხოლოდ მოვლენებია: კანონები არ არსებობს, მხოლოდ გარემოებებთან გვაქვს საქმე: რჩეული ადამიანი თვითონ ეგუება მოვლენებსა და გარემოებებს, რათა ჩაუდგეს მათ სათავეში და უხელმძღვანელოს; პრინციპები და კანონები ურყევი რომ იყოს, ხალხები არ გამოიცვლიდნენ მათ ისე, როგორც ჩვენ პერანგს ვიცვლით ხოლმე - "მამა გორიო"
 
* მე მხოლოდ იმ დღეს შემექმნება ურყევი რწმენა რისამე, როდესაც მოვნახავ სამ ადამიანს, რომლებიც შეთანხმებულად გამოიყენებენ ერთსა და იმავე პრინციპს, ხოლო ამ დღის ცდა დიდხანს მომიხდება - "მამა გორიო"
 
* პატიოსნება, ჩემო კარგო სტუდენტო, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა : იგი ან გაქვს, ან არა გაქვს - "მამა გორიო"
 
* პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამეობრივობაა! ყველას სჯერა პატიოსნების არსებობა, მაგრამ ვინ არის პატიოსანი? ხალხებმა თავისუფლება გააღმერთეს, მაგრამ სად არის ამქვეყნად თავისუფალი ხალხი? - "მამა გორიო"
 
* მე უფრო მიყვარს ჩემი ქალიშვილები, ვიდრე ღმერთს სამყარო, რადგან სამყარო არ არის ისეთივე მშვენიერი, როგორც ღმერთია, ხოლო ჩემი ქალიშვილები ჩემზე კარგები არიან - "მამა გორიო"
 
* აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა. - "მამა გორიო"
 
* ჩვენი ბედნიერება, ჩემო კარგო, თავსდება ჩვენი ფეხისგულებისა და კეფის შუა და რადაც არ უნდა ღირდეს იგი - ერთ მილიონად თუ ას ლუიდორად წელიწადში, ჩვენ მიერ მისი შინაგანი აღქმა ყოველთვის ერთნაირი იქნება - "მამა გორიო"
 
* ოქროს ჯაჭვი ყველაზე მძიმე ჯაჭვია - "მამა გორიო"
 
* ფული არაფერია მანამ, სანამ გრძნობა არ გამქარალა - "მამა გორიო"
 
* ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა - "მამა გორიო"
 
* მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს - "მამა გორიო"
 
* ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიად აიღონ, იქ კი სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ - "მამა გორიო"
 
* როგორც არსებობს დისციპლინა არმიაში, ისევე ბიუროებში პასიური მორჩილებაა დამყარებული. ეს სისტემა აჩლუნგებს სინდისს, აცარიელებს ადამიანს და საბოლოოდ, დროის განმავლობაში, სახელმწიფო მმართველობის მანქანის რომელიღაც ხრახნად, ან ქანჩად აქცევს - "მამა გორიო"
 
* პირიდან სიტყვები ისე მოედინებოდა, როგორც წყლის წვეთები ცუდად დაკეტილი ონკანიდან - "მამა გორიო"
 
* ის დაღი, რომელსაც ჩვენ მხარზე ვატარებთ, თქვენ, განგრენით დაავადებული საზოგადოების მოდუნებულ წევრებს, გულზე გაქვთ დაჭდეული: თქვენგან ყველაზე უკეთესმა მე ვერ გამიძლო - "მამა გორიო"
 
* ჯაშუშები უსქესოები არიან - "მამა გორიო"
 
* მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოძრავებდეს - "მამა გორიო"
 
* უმეფეებოდ შეიძლება გაძლება, მაგრამ უჭამასმოდ არსებობა ხომ შეუძლებელია - "მამა გორიო"
 
* უმაღლესი საზოგადოება, ტალახის ზღვაა, რომელშიაც კაცმა თუ ფეხი დაისველა, მერე კისრამდე ჩაეფლობა - "მამა გორიო"
 
* იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი - "მამა გორიო"
 
* უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ამქვეყნად - "მამა გორიო"
 
* სამშობლო დაიღუპება, მამები თუ ასე ფეხქვეშ გათელეს! - "მამა გორიო"
 
-----------
 
 
* გაუბედავობა ერთ-ერთი პირველი სათნოებაა სიყვარულისა - "ეჟენი გრანდე"
 
Line 426 ⟶ 428:
 
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
 
 
{{Q