ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 280:
 
----------
 
* იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება ქორწილიც კი ჩაგეშალოს - "მამა გორიო"
 
* ახალგაზრდა კაცის თვალი ყველაფერს ამჩნევს; მისი სული ითქვიფება ქალის სხივებში, როგორც მცენარე
ითვისებს ჰაერიდან სასიცოცხლო ნივთიერებებს -"მამა გორიო"
 
* ყველა ქალმა, ვინც კი იძულებული არის ქმრის ხასიათს ანგარიში გაუწიოს, რათა საშუალება ჰქონდეს ნება-სურვილისამებრ მოიქცეს, კარგად იცის ის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მისვლა ძვირფასი ნდობის დაუკარგავად, და ამიტომ არასოდეს არ აუხირდება ხოლმე ქმარს წვრილმანების გამო; - "მამა გორიო"
 
* ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია საბრძოლოდ გამზადებული იდგეს მეორე მამაკაცის წინაშე, რომელსაც მახვილი აქვს მოღერებული მისი გულის გასაგმირავად, ვიდრე მანდილოსნის წინაშე, რომელიც ორიოდე საათს იწუწუნებს და მერე მომაკვდავივით სასუნებელ მარილს მოითხოვს - "მამა გორიო"
 
* წერილით უფრო ადვილია სიყვარულისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ვიდრე ცოცხალი სიტყვით - "მამა გორიო"
 
* როდესაც ადამიანი ცრუობს, ის იძულებული ხდება, სიცრუე სიცრუეს დაუმატოს - "მამა გორიო"
 
* ჭეშმარიტ გრძნობებს თვალიც აქვს და გონებაც - "მამა გორიო"
 
* როგორც კი რამე უბედურება დაგვატყდება თავს, მაშინვე მახარობლად ვინმე მეგობარი მოგვევლინება და გულში ჩხრეკას იწყებს ხანჯლით, რომლის ტარითაც ჩვენ წინაშე თავს იწონებს. - "მამა გორიო"
 
* არიან ქალები, რომლებსაც სწორედ სხვისი რჩეულები უყვართ მდაბიო ქალების მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ჩვენნაირ ქუდებს დაიხურავენ, ჩვენს მანერებსაც შეიძენენ. - "მამა გორიო"
 
* როდესაც მისი ასაკის ახალგაზრდა კაცს აბუჩად აიგდებენ, ის გაფიცხდება ხოლმე, გააფთრდება და მთელ საზოგადოებას მოუღერს მუშტს, შურისძიება სწადია, მაგრამ თავისი თავი აეჭვებს. - "მამა გორიო"
 
* ვისაც არ სურს, რომ თოჯინების თამაშით მოტყუვდეს, ტილოს კედლის ჭუჭრუტანებიდან კი არ უნდა უცქიროს, ფარდულში უნდა შევიდეს.- "მამა გორიო"
 
* დის გული სიწმინდის ალმასია, სინაზის უძირო ზღვაა - "მამა გორიო"
 
* თუკი მამაკაცის გულში რაიმე თანდაყოლილი გრძნობა არსებობს, ეს გახლავთ სიამაყე. მამაკაცს ეამაყება ის მფარველობა, რასაც იგი ყოველ წუთს უწევს სუსტ არსებას. - "მამა გორიო"
 
* თუ ადამიანის გული სვენებ-სვენებით ადის სიყვარულის მწვერვალისკენ, სამაგიეროდ სიძულვილის ციცაბო დაღმართში იშვიათად თუ შეფერხდება. - "მამა გორიო"
 
* სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს (კარგსაც და ცუდსაც) წვრილმანი საქციელებით იკმაყოფილებენ. - "მამა გორიო"
 
* როდესაც ორი ცოცხალი ადამიანისგან ერთ-ერთი უნდა მოისპოს, სულელი უნდა იყო, რომ შემთხვევას მიენდო. - "მამა გორიო"
 
* არიან ნაზი ბუნების ადამიანები, რომლებსაც თუ რამე აზრი ჩაუჯდათ თავში, მას შეუძლია სულ გაანადგუროს ისინი, მაგრამ არიან კარგად შეჯავშნულიადამიანებიც, ბრინჯაოს თავის ქალიანი, რომელზედაც სხვისი ნებისყოფა ისრისება და კედლიდან არეკლილ ტყვიასავით ძირს ვარდება; მათ გარდა არიან აგრეთვე დუნე და ფაშარი ბუნების ადამიანები, რომლებშიც სხვისი აზრი ეფლობა და ძალას კარგავს, როგორც ტყვია სანგრის ზვინულში. - "მამა გორიო"
 
* ქალებს შეეკითხეთ, როგორი კაცებისაკენ მიისწრაფიან? პატივმოყვარეებისაკენ. პატივმოყვარეებს უფრო მაგარი წელი მოსდგამთ, სისხლში მეტი რკინა აქვთ და გული უფრო მხურვალე, ვიდრე სხვებს. ხოლო აყვავების ხანაში მყოფი ქალი იმდენად ბედნიერი და იმდენად მშვენიერია, რომ მას ძლიერი მამაკაცი ყველას ურჩევნია და იმასაც არ უშინდება, რომ შეიძლება ხელში შემოაკვდეს კიდევაც - "მამა გორიო"
 
* თუ ფულის გულისთვის დაქორწინდით, მაშინ სადღაა ჩვენი გრძნობები და ჩვენი პატიოსნება? - "მამა გორიო"
 
* ანგარიშით ცოლის შერთვა სხვა არაფერია, თუ არა ცოლის წინაშე გველივით ქვემძრომობა, სიდედრის ფეხების ლოშნა და, ღორსაც რომ შეეზიზღება, ისეთ სიმდაბლეთა ჩადენა. - "მამა გორიო"
 
* სჯობს კაცებს ებრძოლოთ, ვიდრე საკუთარ ცოლს დაუწყოთ ჭიდილი.
 
* გენიოსის ძლიერების წინაშე ქედს იხრიან; იგი სძულთ, ჭორებით ჩირქსა სცხებენ, რადგან მას ყველაფერი განუყოფლად მიაქვს. მაგრამ სანამ იგი ურყევად დგას, წინ უჩოქებენ; ერთი სიტყვით, მას მუხლმოდრეკით ეთაყვანებიან, როდესაც არ შეუძლიათ, რომ ტალახში ჩააგდონ.
 
* პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია - "მამა გორიო"
 
* თუ რაიმეს მომზადება გინდა, ხელიც უნდა გაისვარო, მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე. - "მამა გორიო"
 
* ახალგაზრდა ქალი ქისას როგორ არ გაიმეტებს მისთვის, ვისაც გული ჩააბარა? - "მამა გორიო"
 
* საწყალი, უბედური და საცოდავი ქალიშვილის გული, სიყვარულს დახარბებული ღრუბელია, თანაც ისეთი მშრალია, გრძნობის ერთი წვეთიც რომ მოხვდეს, მაშინვე გაიჟღინთება. - "მამა გორიო"
 
* იმ ადამიანს, ვინც არ შეიცვლის რწმენას, ყოველთვის მოუწევს პირდაპირი გზით სიარული. ასეთ სულელ ადამიანს სჯერა თავისი უცოდველობა. - "მამა გორიო"
 
* პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამებრივობაა - "მამა გორიო"
 
* რა უნდა იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე შესცქეროდე შენს ცხოვრებას და ხედავდე, რომ იგი შროშანივით სპეტაკია.- "მამა გორიო"
 
* კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთივე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია; ერთიცა და მეორეც ამაღლებულ სულთა გულუხვობის შედეგია. - "მამა გორიო"
 
* არაფერი არ სიამოვნებთ ქალებს ისე, როგორც ტკბილი სიტყვების ყურისგდება. ყველაზე მეტად ღვთისმოსავი დედაკაცებიც კი სმენად იქცევიან მაშინაც კი, როდესაც არ მართებთ პასუხის გაცემა.- "მამა გორიო"
 
* მამა ისე იცნობს თავის შვილებს, როგორც ღმერთი ყველა ჩვენგანს, იგი ხედავს რა გვაქვს გულის სიღრმეში და სჯის ჩვენი განზრახვების მიხედვით. - "მამა გორიო"
 
* სულ ტლანქი ქმნილებაც კი, თუ მას ძლიერი და ჭეშმარიტი გრძნობა ამოქმედებს, იცვლება და გამოსცემს განსაკუთრებულ დენს, რომელიც ცვლის მის სახეს, ამკვირცხლებს მოძრაობას და ალამაზებს ხმას. გრძნობის გავლენით რეგვენიც კი საოცარ ოქროპირობას იჩენს და თუ მჭევრმეტყველებაში ჩამორჩება, აზრები მაინც ამაღლებული აქვს და სადღაც მაღალ ფარდებში დაფრენს. - "მამა გორიო"
 
* გრძნობები ყოველთვის უანგარიშო როდია. - "მამა გორიო"
 
* ახალგაზრდა კაცისათვის მისი პირველი ინტრიგა იმდენივე მშვენირებას შეიცავს, რამდენსაც პირველი სიყვარულიდან მოელის. წარმატების რწმენა ათასგვარ სასიამოვნო გრძნობას იწვევს, ოღონდ კაცი ამას თავის თავსაც კი არ ეტყვის, ზოგიერთი ქალის მიმზიდველობას კი სწორედ ესა ქმნის. სურვილს როგორც გამარჯვების სიძნელე, ისე მისი სიადვილეც წარმოშობს. - "მამა გორიო"
 
* თუ მელანქოლიკოსების აღსაგზნებად კეკლუცობაა საჭირო, ნერვიულმა ადამიანებმა ან სანგვინიკოსებმა შეიძლება სულაც დასტოვონ ბრძოლის ველი, თუკი საკმაოდ მაგარი წინააღმდეგობა შეხვდათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ელეგიას უმთავრესად ლიმფა წარმოშობს, ხოლო დითირამბებს - ნაღველა. - "მამა გორიო"
 
* უმართებულოა ქალის მიტოვება, რომელსაც გაჭირვების ჟამს კალთა ოქროთი გაუვსე; იგი ყოველთვის უნდა გიყვარდეს. - "მამა გორიო"
 
* როცა გწამს სიყვარულისა, განა იფიქრებ იმას, რომ წინ დაშორება მოგელის? - "მამა გორიო"
 
* ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა. - "მამა გორიო"
 
* მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ხოლმე ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს. - "მამა გორიო"
 
* თითქმის ყველა ახალგაზრდა ერთ კანონს ემორჩილება, რომელიც გარეგნულად ძნელი ასახსნელია, მაგრამ მას საფუძვლად უდევს მათი ახალგაზრდობა და რაღაც გააფთრება, რომლითაც ისინი სიამოვნებას ეტანებიან. გინდ მდიდრები იყვნენ, გინდ ღარიბები, მათ არასოდეს არ გააჩნიათ ფული ცხოვრების საჭიროებისათვის, მაგრამ ყოველთვის გამონახავენ თავისი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად. ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიადაიღონ, იქ კი, სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ. - "მამა გორიო"
 
* გული ყველაზე კარგი წინამძღოლია - "მამა გორიო"
 
* ქალები ყოველთვის მართალნი არიან, თუნდაც სრულიად უსირცხვილო ტყუილს იყვნენ აყოლილნი, რადგან მათ ბუნებრივი გრძნობები ამოქმედებთ.
* ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში - "მამა გორიო"
 
* გამა გრძნობა ერთ გაფიქრებაში მოქცეული მთელი სამყარო არ არის? - "მამა გორიო"
 
* როდესაც ადამიანს სახლიდან ისტუმრებენ, სათანადო ზრდილობა მაინც უნდა იქნეს დაცული - "მამა გორიო"
 
* რამდენი ჭეშმარიტი უმანკოებაა შეყვარებული ქალის გულში. - "მამა გორიო"
 
* რაც უფრო ძლიერი და გულწრფელია სიყვარული, მით უფრო საჭიროა მისი შენიღბვა და საიდუმლოებით შებურვა. - "მამა გორიო"
 
* მამები ვალდებულები არიან გასცენ, რათა ბედნიერები გახდნენ. მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოქმედებდეს. - "მამა გორიო"
 
* პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, იმ ქალს, რომელსაც იგი ხედავს ხოლმე ისეთ ბრწყინვალე გარემოცვაში, რასაც პარიზის საზოგადოება მოითხოვს, მეტოქე არასოდეს არ ეყოლება.- "მამა გორიო"
 
* სიყვარული რელიგიაა და მისი კულტი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირად ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგია. იგი სწრაფად გაივლის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, რომელიც ცდილობს, რომ სადაც კი ჩაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი. - "მამა გორიო"
 
* თუკი არ არსებობს წმინდა და ამაღლებული სიყვარული, რომელიც მთელ სიცოცხლეს ავსებს, მაშინ ძალაუფლების ამ წყურვილს შესანიშნავი საქმეების წარმართვა შეუძლია. ამისთვის საკმაოა უარი თქვა ყველა პირად ინტერესზე და შენი ქვეყნის სიდიადე დაისახო მიზნად - "მამა გორიო"
 
* ნათესაური სიყვარული ყველაზე საიმედოა. - "მამა გორიო"
 
* სიყვარული რომ უფრო მეტად შეიძლებოდეს, ალბათ მეტად მეყვარებოდი. - "მამა გორიო"
 
* ჩაცმის დროს უკანასკნელ, დამამთავრებელ სამზადისს მეტი დრო უნდა ისევე, როგორც სურათის დამტავრებისდ დროს მხატვარს კალმის უკანასკნელი მოსმისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხოლმე, ვიდრე მთელი სურათის დასახატავად. - "მამა გორიო"
 
* ხშირად საზოგადოებრივი კანონის ულმობელი მსჯავრი ამტყუნებს მათ, ვისი დანაშაულიც ცხადია, მაგრამ შეიძლება გამართლებული იყოს იმ ურიცხვი გარემოებებით, რომლებიც წარმოიშობა ხოლმე ოჯახის წიაღში, ხასიათების შეუსაბამობის, ინტერესთა და მდგომარეობის განსხვავებების გამო. - "მამა გორიო"
 
* რჩეული ადამიანებიც კი გულის კანონებს ექვემდებარებიან და დაუღონებლად კი არ ცხოვრობენ, მიუხედავად ზოგიერთი მლიქვნელის ცდისა, რომ სრულიად საწინააღმდეგო დაუმტკიცოს ხალხს.- "მამა გორიო"
 
* ათ ღამეს რომ გადაწყვიტოს ახალგაზრდა კაცმა მუშაობა, აქედან შვიდ ღამეს უსათუოდ ძილი მოერევა. ღამის ტეხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ოცი წლის ასაკს გადააბიჯა - "მამა გორიო"
Line 319 ⟶ 434:
* მე მხოლოდ იმ დღეს შემექმნება ურყევი რწმენა რისამე, როდესაც მოვნახავ სამ ადამიანს, რომლებიც შეთანხმებულად გამოიყენებენ ერთსა და იმავე პრინციპს, ხოლო ამ დღის ცდა დიდხანს მომიხდება - "მამა გორიო"
 
* პატიოსნება, ჩემო კარგო სტუდენტო, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა : იგი ან გაქვს, ან არა გაქვს - "მამა გორიო"
 
* პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამეობრივობაა! ყველას სჯერა პატიოსნების არსებობა, მაგრამ ვინ არის პატიოსანი? ხალხებმა თავისუფლება გააღმერთეს, მაგრამ სად არის ამქვეყნად თავისუფალი ხალხი? - "მამა გორიო"
Line 355 ⟶ 470:
* იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი - "მამა გორიო"
 
* უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ამქვეყნად, -როგორ "მამაუნდა გორიო"შეეგუოს
დიდსულოვანი გრძნობების ადამიანი ამ შეზღუდულ, დაწვრილმანებულ, ქარაფშუტა
საზოგადოებას? - "მამა გორიო"
 
* სამშობლო დაიღუპება, მამები თუ ასე ფეხქვეშ გათელეს! - "მამა გორიო"