ჯონ მილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
{{Q
| ციტატა = ჯერ ყოველადძლიერს სიტყვა თვისი არ გაეწყვიტა,
რომ უთვალავმა ანგელოზთა დასებმა უცებ,
სიხარულის და ნეტარების გამოსახატად,
დასცეს ყიჟინა და „ოსანას“ საამო ჰანგმა
ზეცა აავსო საამური ტკბილხმოვანებით]]
* „ასეთი შევქმენ ყველა სული, ციურნი ძალნი –
დაცემულები და ბოროტზე გამარჯვებულნიც:
ვისაცა სურდა გამაგრება ის ზეცას დარჩა,
ვისაც დაცემა მოესურვა – დაეცა კიდეც.
თავისუფალი არჩევანი რომ არ ჰქონოდათ,
მაშინ ჭეშმარიტ ერთგულებას ვით მაჩვენებდნენ?
თუკი მონური იძულებით იმოქმედებდნენ,
არა სურვილით, მე შექებას ვით მივუზღვავდი?
ან მორჩილება ასეთი რა სიამეს მომგვრის,
როდესაც ნება და გონება ფუჭია, უქმი,
თავისუფლებას მოკლებული და განძარცული.
მაშინ ისინი მორჩილებენ საჭიროებას,
და მე რას ვაქნევ ასეთნაირ მორჩილებასა!
როგორც ჯერ იყო, სწორედ ისე შევქმენ ისინი;
ვერ გაჰკიცხავენ ამის გამო თავის შემოქმედს,
ვერც ბედისწერას ვერ დაგმობენ და ვერც შექმნის დღეს,
თითქოს მათს სურვილს განაგებდეს განგება, ბედი,
თითქოს წინასწარ განვჭვრიტე და ვბრძანე მე ასე:
ჩემი ბრძანებით კი არ აღსდგნენ – თავად აჯანყდნენ.
და თუმც წინასწარ ვგრძნობდი ამას, განა რითიმე
ხელი შევუწყვე მე მათ ამბოხს, თუნდ არ მცოდნოდა.

თვითვე განსაჯერს, არჩევანიც მათ გააკეთეს.
დასაბამითვე მივანიჭე თავისუფლება,
და ბოლომდისაც დარჩებიან თავისუფალნი,
თუკი თავად არ დაიდებენ მონობის ბორკილს.

პირველმგობარნი საკუთარმა ზრახვებმა დასცეს,
თვითვე აცთუნეს თვისი თავი, გახრწნეს და გარყვნეს.
ადამიანი დაეცემა მათი ცთუნებით,
მოტყუებული იმ პირველთა გაიძვერობით.
სწორედ ამიტომ მოწყალებას მიიღებს იგი,
ხოლო პირველნი მას ვეროდეს ეღირსებიან.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 80:

{{Q
| ციტატა = მისი სიკეთე ჩემში მხოლოდ ბოროტს იწვევდა,
აღარ მინდოდა მორჩილება და ამაღლებულს,
მსურდა, რომ კიდევ ამეწია ერთი ნაბიჯით,
და ჩემს მოკეთეს, ჩემს მბრძანებელს თავმოვქცეოდი.
ასე ერთ დაკვრით მოვიხსნიდი ვალდებულებებს,
ესდენ მძიმე ტვირთს მარადიულ მორჩილებისა.
მე დავივიწყე, რომ ერთგულად ის მექცეოდა,
რომ ერთგულისთვის ერთგულება უნდა მიმეზღო.

მე უბედური! სად წავიდე, როგორ გავექცე
უსაზღვრო რისხვას, უსასრულო უიმედობას?
რა წყალს მივეცე? სადაც წავალ, ჯოჯოხეთია,
მე თვითონა ვარ ჯოჯოხეთი, ჩემშივე არის
ესოდენ ღრმა, ასე ვრცელი შიში და ძრწოლა,
რომ ჯოჯოხეთი, სად მე ვსუნთქავ, ზენაარსა ჰგავს.
ნუთუ არ არის რაიმ შვება და შეღავათი,
ნუთუ არ ძალმიძს სინანულით გამოვისყიდო,
ნუთუ მუდარით ვერ მივიღებ მე მიტევებას?!
ვერა! მარტოდენ მორჩილება! ო, მორჩილება. –
მარტო ეს სიტყვა სირცხვილით მწვავს იმათ წინაშე,
ვინც ჩემთან ერთად ძირს დაეცნენ, ვინც მე მოვხიბლე
დაპირებებით, ქადილითა და – მორჩილება,
ო, სასირცხვილო მორჩილება შეგვრჩა გზად ხსნისა.

მე დიადი ვარ მარტოოდენ უბედურებით
და ჯოჯოხეთის თაყვანება ვერ დამამშვიდებს.
მაგრამ აი, ვთქვათ, მივაღწიე მონანიებით
და მიფერებით ჩემს ადრინდელ მდგომარეობას, –
განა მაშინვე არ აღიძვრის მაღალი ფიქრი,
შმაგი სურვილი ზედგომის და ბატონობისა?!
არ გამჟღავნდება ყალბი სახე, მიცემულ ფიცის,
არ მემწვავება ფიცი ფუჭი, ბოროტეული?!
არ შეიძლება თანხმობა და სიამტკბილობა,
სად სიძულვილის ფესვებია გამჯდარი ღრმადა.

ო, მაშ, მშვიდობით, იმედო და შიშო, მშვიდობით;
მონანიებავ, შენც მშვიდობით! დავკარგე კარგი, –
ამიერიდან ჩემი კარგი – ბოროტებაა,
ამით სამყაროს მე გავუყოფ ზეცის მფლობელსა.
ალბათ მერგება ნახევარზე მეტი სამეფოდ,
ახალ ქვეყანას მე ვიუფლებ, მე ვისაკუთრებ
ადამიანი ყოველივეს გაიგებს მალე.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 94:

{{Q
| ციტატა = „როგორცროგორც შევიტყვე, ყველაფერი მათ არ ეკუთვნით,
საბედისწერო ხე ყოფილა ერთი – ცოდნის ხე
და აუკრძალავს უფალს მათთვის იმ ხის ნაყოფი.
ცოდნის აკრძალვა?! საოცრება, უგუნურება!
რად უნდა შურდეს ღმერთს იმათთვის ცოდნის მიცემა?
ცოდნისთვის იგი სიკვდილით სჯის? ცოდნა – ცოდვაა?!
მაშ უვიცები უნდა იყვნენ, რომ უერთგულონ?!
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება?
ერთგულებას და მორჩილებას ამითი ნერგავს?
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 101:

{{Q
| ციტატა = „დადა არ ეძინა სატანასაც, მისი სახელი
ახლა ეს არის – სხვა სახელი ერქვა ზეცაში,
მაგრამ არავინ იხსენიებს ძველი სახელით;
თუკი არ ჩავთვლით უპირველეს არქანგელოზად,
პირველთაგანი მაინც იყო პირველთა შორის,
ძლევამოსილი, უფლებებით ამაღლებული,
მაგრამ აღვსილი მწარე შურით ღვთის ძისა მიმართ,
რომელიც იმ დღეს განადიდა უფალმა მამამ
და მირონცხებულ მბრძანებელად გამოაცხადა.
ამის ატანა ვეღარ შესძლო ზვიადმა სულმა,
დამცირებულად იგრძნო თავი და შერცხვენილად,
აღაგზნო მწარე ბოროტებამ და სიძულვილმა,
და შუაღამით ჩამოწოლილ მყუდროებაში,
როს ყველას ძილი და განცხრომა მოჰფინა ღამემ,
მან გადაწყვიტა აყრილიყო მთელი მხედრობით
და ურჩად, ზიზღით, ქედმაღლურად გასცლოდა ღვთის ტახტს.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 108:

{{Q
| ციტატა = „მუდამმუდამ მეგონა, ზეცის სულებს თავისუფლება
მიაჩნდათ ისე სანუკვარად, როგორც თვით ზეცა;
ახლა ვნახე, რომ, სიზარმაცით, უმრავლესობა
არჩევს მონობას და ლხინის დროს მშვიდად გალობას;
აი სწორედ ეს მგალობლები შენ აამხედრე.
უნდა შეებას აწ მონობას თავისუფლება,
დღესვე ვიხილავთ ვინ დასძლევს და ვინ გაიმარჯვებს!
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 122:

{{Q
| ციტატა = „ამასამას თუ მისწვდი, დროს დაყოფა თუ შეგიძლია,
რაღას დაეძებ – ზეცა ბრუნავს თუ დედამიწა.
სხვა ყველაფერი ჩვენმა დიდმა ხუროთმოძღვარმა
ძალიან ბრძნულად დაუფარა კაცს და ანგელოზს,
არ გაუმხილა საიდუმლო, რადგანაც იმათ,
ვისაც ღვთის საქმით აღტაცება მართებს მარტოდენ,
არ შებედონ და არ დაიწყონ ამ ღვაწლის განსჯა.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 129:

{{Q
| ციტატა = „სულერთისულერთი არის – ასე იყოს, გინდა სხვაგვარად:
მზე დაადგება ცეცხლოვან გზას აღმოსავლიდან,
თუ დედამიწა წყნარად გასწევს დასავლეთიდან
და მგზავრობის დროს, თავის ღერძის ირგვლივ მბრუნავი,
შენაც წაგიყვანს, შეუმჩნევლად, ჰაერთან ერთად;
დაფარულ საქმის გამოცნობით თავს ნუღარ იმტვრევ,
მიანდე უფალს, ზენაარსა, შენ ყველაფერი,
იმისი შიში გქონდეს მხოლოდ, მას მსახურებდე;
საცა ინებებს, იქ მიუჩენს ყველას სამყოფელს,
მან რაც მოგმადლა, იხარებდე იმითი მარად –
სამოთხითა და მშვენიერი ტურფა ევათი;
ცაში რა ხდება – ვერ მიწვდები, ცა მაღალია.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 136:

{{Q
| ციტატა = „ამასამას კი ვხედავ, რომ ბუნებას გადამეტებულ
გულმოდგინებით შეუმკია ის გარეგნულად,
ხოლო შინაგან სრულყოფაზე ნაკლებ უზრუნავს.
მე კარგად მესმის, რომ გონებით, შინაგან ნიჭით
ბუნებამ შექმნა იგი ჩემზე უფრო მდაბალი,
ხოლო მშვენებით, გარეგანით – დგას ჩემზე მაღლა.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 143:

{{Q
| ციტატა = „რაცრაც უფრო მეტად დაანახვებ გონების ძალას,
მით უფრო მეტად ის მიგიჩნევს თვისად წინამძღვრად,
და გარეგნობას დაუმონებს გონებას შენსას.
იგი მშვენებით შემკულია შენს გასახარად
და აღჭურვილი ჭეშმარიტი პატიოსნებით, –
ძალგიძს გიყვარდეს, პატივს სცემდე მეუღლეს შენსას,
რომელიც შენი სიბრძნის კლებას მყისვე მიხვდება,
მაგრამ თუკი შენ ამ ხორციელს ურთიერთკავშირს,
რასაც მოჰყვება გამრავლება კაცთა მოდგმისა,
ყველაზე უფრო სიამედ და სიტკბოებად სთვლი,
ესეც გახსოვდეს, რომ მხეცებსაც, სხვა პირუტყვებსაც
იგივ უნარი ყველასა აქვს მინიჭებული.
არც იქნებოდა ეს საერთო და საზიარო,
მასში რომ იყოს რამე წმინდა, ამაღლებული,
ღირსი იმისა – კაცის სული დაიმორჩილოს.
რასაც კი ნახავ ცოლში მაღალს, ადამიანურს,
ან მიმზიდველსა და გონივრულს – ის შეიყვარე!
შენ სიყვარულში ჰპოვე შვება – არა ვნებაში,
რადგან ჭეშმარიტს სიყვარულსა ვნება არ ახლავს;
ფიქრებს სწმენდს ხოლმე სიყვარული, გულს აფართოვებს
საღ გონებაში არის იგი დაფუძნებული,
და თუკი ვნების წუმპეში არ ჩაიფლობი,
მაშინ შეიძლებ, როგორც კიბეს, აჰყვე მას მაღლა
და ეზიარო უნეტარეს ციურ სიყვარულს.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 150:

{{Q
| ციტატა = „ღიმილიღიმილი მუდამ გონებიდან მომდინარეობს,
უცხოა იგი მხეცთათვის და სიყვარულს კვებავს,
სიყვარული კი მთავარია კაცთ სიცოცხლეში.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 157:

{{Q
| ციტატა = „ესეს სანეტარო ყოფა ჩვენი დაცული არის
და გარეგანი ვერ–რა ძალა ვერ შეგვაშფოთებს.
საშიშროება და ხიფათი ჩვენშივე ბუდობს,
მას სადგური აქვს ჩვენს საკუთარ ძლიერებაში,
და ჩვენვე თუ არ მოვისურვეთ – ვერას გვავნებენ.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 171:

{{Q
| ციტატა = „აბააბა შემხედე, მე ვიგემე ამ ხის ნაყოფი,
და მაინც ვცოცხლობ, სრულყოფილიც შევიქენ უფრო,
მხოლოდ იმიტომ, რომ ავმაღლდი, არ მოვერიდე
ავცილებოდი ბედისწერით დადებულ საზღვრებს.

რად აგიკრძალათ ეს ნაყოფი? მხოლოდ იმიტომ,
რომ გიყოლიოთ უვიცებად, მდაბიოებად
და მორჩილებდეთ, რიდით, თრთოლვით მას თაყვანს სცემდეთ?!
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 178:

{{Q
| ციტატა = „თვითთვით ღმერთიც, ვინაც აგვიკრძალა შენი ნაყოფი,
ჩვენთან არ მალავს ქებას შენსას, მუდამ გიწოდებს
ხეს ცნობადისას, ბოროტისა და კეთილისა.
გვიკრძალავს, მაგრამ ამ აკრძალვით უფრო მაღლდები,
რადგან შენ ძალგიძს შეგვასწავლო კეთილის ფასი,
რომელსაც ჩვენ ვართ მოკლებული დასაბამითვე:
არ შეიძლება შეუცნობლად კეთილი გქონდეს;
კიდეც რომ გქონდეს ეს სიკეთე და არ იცოდე,
რომ შენ გაქვს იგი, სულერთია, თუნდ არ გქონოდეს!
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 185:

{{Q
| ციტატა = „მზადმზად ვარ სასჯელიც შენთან ერთად გავინაწილო:
თუ სიკვდილია შენი ხვედრი, იგივ სიკვდილი
სიცოცხლესავით სანატრელი გახდება ჩემთვის.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 199:

{{Q
| ციტატა = სახებამ ღვთისამ ეს უბრძანა პასუხად ადამს:
„ნუთუ ეს ქალი დაისახე დიდებულ ღმერთად?
ღმერთს აღარ უსმენ – ქალს უსიტყვოდ ემორჩილები!
ხომ არ გეგონა, შენს წინამძღვრად შექმნილი იგი?
იქნებ მოთავედ, ან შენს ტოლად წარმოიდგინე!
მაშ როგორ დასთმე ღირსება და ძალაუფლება,
ვაჟკაცის ნება ქალს რარიგად დაუმორჩილე?
იგი მე შენგან და შენთვისვე შევქმენი მხოლოდ,
და, რა თქმა უნდა, მასზე მაღლა შენ უნდა იდგე,
შენა ხარ უფრო ღირსეული და სრულყოფილი.
მართალი არის, ის შევამკე სრული მშვენებით,
რათა აღეძრა შენი ტრფობა და სიყვარული,
არა მონური მორჩილება! იმას მივმადლე
ისეთი ნიჭი, რაც წინამძღოლს მოითხოვს მუდამ,
მბრძანებლობა და უფროსობა მას არ შეჰფერის,
ეს შენ შეგფერის, შენი იყო ხელისუფლება,
რომ საკუთარი თავის ფასი არ დაგვიწყნოდა.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 225:
| ორიგინალი =
| დამოწმება = „დაკარგული სამოთხე“ გვ. 332

{{Q
*| ციტატა = „[...]
ახლა ეს კაცი (თუმც ვინ იცის, იქნებ ღმერთია,
მიუხედავად იმისა, რომ ის ქალმა შობა),
ეს კაცი ადამს სუყველაფრით აღემატება,
ზეცისაგან აქვს ყველა ნიჭი მომადლებული,
აღჭურვილია სათნოებით და ემზადება
დიდთა და მაღალ საქმეთათვის, სწორედ ამიტომ
არ შეიძლება დამშვიდება, გულის დადება
და გარდუვალი გამარჯვების იმედის ქონა.
სწორედ ეს მინდა გაგიცხადოთ და გაგაფრთხილოთ –
თქვენგან მოვითხოვ დახმარებას საქმით ან რჩევით,
რადგან მე, ვისაც თითქოს ტოლი არ მყავდა არსად,
ახლა, ვინ იცის, დამარცხება მელოდეს იქნებ.“
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „დაბრუნებული სამოთხე“ გვ. 378

=== დაბრუნებული სამოთხე ===

ახლა ეს კაცი (თუმც ვინ იცის, იქნებ ღმერთია,
მიუხედავად იმისა, რომ ის ქალმა შობა),
ეს კაცი ადამს სუყველაფრით აღემატება,
ზეცისაგან აქვს ყველა ნიჭი მომადლებული,
აღჭურვილია სათნოებით და ემზადება
დიდთა და მაღალ საქმეთათვის, სწორედ ამიტომ
არ შეიძლება დამშვიდება, გულის დადება
და გარდუვალი გამარჯვების იმედის ქონა.
სწორედ ეს მინდა გაგიცხადოთ და გაგაფრთხილოთ –
თქვენგან მოვითხოვ დახმარებას საქმით ან რჩევით,
რადგან მე, ვისაც თითქოს ტოლი არ მყავდა არსად,
ახლა, ვინ იცის, დამარცხება მელოდეს იქნებ.“
** გვ. 378

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ჯონ_მილტონი“-დან