ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1 203:
| დამოწმება = „ეჟენი გრანდე“
}}
 
=== ''გამქრალი ოცნებანი'' (1835-45) ===
 
* სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ლოთობისგან, ისევე როგორც გონებრივი მუშაობისგან, მსუქანი ადამიანი უფრო მეტად სუქდება, გამხდარი კი ხდება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* თვითმკვლელობა არის შედეგი გრძნობისა, რომელსაც თუ გნებავთ, ვუწოდებთ „გრძნობას საკუთარი თავის პატივისცემის“. იმ დღეს, როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს იგრძნობს, იმ დღეს, როცა დაინახავს ყველას ვძულვარო, იმ დროს, როცა ცხოვრების სინამდვილე წინ აღუდგება მის იმედებს, თავს იკლავს და ამგვარად გამოხატავს პატივისცემის გრძნობას საზოგადეობისადმი, სადაც მას არ სურს დარჩეს მოკლებული ღირსებას ან ბრწყინვალებას. რაც უნდა თქვან ათეისტებს შორის (როცა თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, გამოირიცხება ქრისტიანები) მხოლოდ უსინდისოები ეგუებიან პატივაყრილ არსებობას.
თვითმკვლელობა სამგვარი ხასიათისაა: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თვითმკვლელობა, როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის უკანასკნელი შემოტევა. იგი, რა თქმა უნდა პათოლოგიურ სფეროს განეკუთვნება. ამას მოსდევს სასოწარკვეთილების შედეგად გამოწვეული თვითმკვლელობა და, ბოლოს, გონების კარნახით გამოწვეული თვითმკვლელობა. სასოწარკვეთილებიდან და გონების კარნახის შედეგად თვითმკვლელობის განზრახვისგან შეიძლება ადამიანმა ხელი აიღოს, მხოლოდ პათოლოგიურ თვითმკვლელობას არ ეშველება არაფერი. ხშირად სამივე მიზეზი ერთად იყრის თავს, როგორც დაემართა ჟან-ჟაკ რუსოს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* სიძუნწეს, მიჯნურობის მსგავსად, მომავალი შემთხვევითობის ორმაგი ხილვის ნიჭი აქვს მომადლებული. იგი მას წინასწარ ჭვრეტს და მოახლოებას აჩქარებს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* დიდი გონებით დაჯილდოებული ადამიანების ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ, მათდა უნებურად, ყოველივე ერთნაირად გასაგებია მათთვის, ბოროტებაც და სიკეთეც. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* მიჯნურთა სურვილი ყველაფერს ამარცხებს - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ფართო საზოგადოების უქონლობა სოფლის ცხოვრების უმთავრესი ხარვეზია. აღარც ჩაცმულობას აქცევ ყურადღებას, აღარც თავის დაჭერას და იმისთვის პატარ-პატარა მსხვერპლსაც აღარ იღებ, სხვისთვის თავის შეწუხების ჩვეულებას ჰკარგავ. ხოლო ეს ადამიანის ფორმის და არსის დამახინჯებას იწვევს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* ჩვენი სააცილო მოქმედება უმთავრესად გამოწვეულია უკიდურესობამდე მიყვანილი, რაიმე მშვენიერი გრძნობით. სიქველით ან ნიჭიერებით. თუ რჩეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პეწი არ გაკრავს სიამაყე უხეშობად იქცევა, როცა წვრილმანებზე იხარჯება. ნაცვლად იმისა, რომ ამაღლებულ სფეროში მოხვედრილი თვითონაც ამაღლდეს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* პროვინცია ინტელექტს ზღუდავს, გემოვნებაც დამდგარი წყალივით იხრწნება, გრძნობებს გასაქანი არ ეძლევა, კნინდება და უმნიშვნელო მოვლენები დიდ ამბებებად იქცევა. ეს კი პროვინციული ცხოვრების მომწამვლელ სიძუნწეს და ჭორიკანობას წარმოშობს. შეზღუდული აზრები და უხამსი ქცევა გამოჩენილ ადამიანებსაც გადაედება ხოლმე. ამგვარად იღუპებიან დიდ მოღვაწეებად დაბადებული მამაკაცები, ასევე ქალებიც, რომლებიც კარგ წრეში რომ მოხვედრილიყვნენ და გონიერ ადამიანებთან აღზრდილიყვნენ, უეჭველად მომხიბვლელნი იქნებოდნენ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც უსაფუძვლოდ მსჯავრდადებული ქალის ვითომდა სამარცხვინო საქციელის გამო ავყიობს, არასოდეს უკვირდება, თუ ბოლოს და ბოლოს, რამ მიიყვანა იგი საქვეყნოდ თავისმომჭრელ გადაწყვეტილებამდე. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* არსებობს ვნებათაღელვა, რომლის განვითარება თავიდანვე მეტად ჭიანურდება და საკიტავია, კარგია ეს თუ ცუდი? სიყვარულით შეპყრობილი ორი არსება იწყებს ტაქტიკურ სვლებს, მოქმედების ნაცვლად ლაპარაკობს, ღია ველზე ერთმანეთს ებრძვის და იერიშზე გადასვლას აყოვნებს. დაუკმაყოფილებელი სურვილებით მოქანცულთ ერთმანეთი ყირჭდებათ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ზოგჯერ ვნება, თავდაპირველად, მგზნებარედ გამოილაშქრებს ხოლმე, აქაოდა წინ ვერაფერი დამიდგებაო და, ბოლოს გამარჯვებას ვინღა დაგიდევს, კუდს ამოიძუებს, თავის სოროში შეძვრება, იარაღაყრილი, შერცხვენილი, ტყუილუბრალო მითქმა-მოთქმით თავლაფდასხმული. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* არსებობენ ბუნდოვანი შეგრძნებები და ისინი შენთვის უნდა შეინახო. რა თქმა უნდა მზის ჩასვლა დიდი პოემაა, მაგრამ ადამიანი ხომ სასაცილო ხდება, როცა მზის ჩასვლას ყოვლად მიწიერ საზოგადოებას მაღალფარდოვნად აღუწერს? - "გამქრალი ოცნებანი"
 
* არსებობს ისეთი სიამტკბილობა, რაც მხოლოდ ორმა ადამიანმა შეიძლება ერთად იგემოს. პოეტმა პოეტთან, გულმა გულთან. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* პოეტური სული ადამიანებს შთაბეჭდილებების მიღება უფრო უყვართ, ვიდრე სხვის სულში შეჭრა და მისი გრძნობათა მექანიზმის გაგება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* სადაც პატივმოყვარეობა იწყება, გულწრფელობას სწორედ იქ ეღება ბოლო. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ქალები მამაკაცებს აიძულებენ იერიშით დაანგრიონ პატიოსნების ავად თუ კარგად გამაგრებული ზღუდეები. იწყებენ მსჯელობას ვალდებულების, წესიერი საქციელის, სარწმუნოების შესახებ. ამ ერთგვარ ციხე-სიმაგრეს თავს აფარებენ და მოსწონ, როცა მას ძლიერი შეტევით იღებენ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* პრინციპები ღერძია, რის გარშემოც ტრიალებს პოლიტიკის ბარომეტრის ისრები. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* როცა ჭკვიან ადამიანს იპყრობს სურვილი თავისი ხასიათი გააცნოს სხვას, მისცეს გულის გასაღები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მას ღვინო თავში ავარდნია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ამაღლებული სულის ადამიანები ლამობენ უბედურება სიქველედ წარმოადგინონ. თანაც, კეთილი საქმე, თუკი იგი დანაშაულად გეთვლება, უსაზღვროდ მიმზიდბელია. უმწიკვლოება მანკიერებასავით გამომწვევევია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ქალებს შეგვიძლია მამაკაცს ვაპატიოთ სიმკაცრე, შეურაცხყოფა, რადგან მაინც ვგრძნობთ ასეთ შემთხვევაშიც მათ სიყვარულს, მაგრამ გულგრილობა!.. გულგრილობა პოლარულ ყინულს ჰგავს, ყოველივეს შთანთქავს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* გენიოსი მარტოოდენ საკუთარი თავის წინაშე აგებს პასუხს. ბრძოლის იარაღის არჩევაში ერთადერთი მსაჯი თავადვეა, რადგან ბრძოლის საბოლოო მიზანი მხოლოდ მან უწყის. კანონების ზემოთ უნდა დადგეს, ვინაიდან მათ გარდასაქმნელად თავადვეა მოწოდებული. თავისი საუკუნის მბრძენებელი ვინც გახდება, უფლება აქვს გაწიროს ყველაფერი და დაეპატრონოს მას. რადგან ყოველივე მის საკუთრებას შეადგენს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* გრძნობათა დახვეწილობა ყოველთვის არ წარმოშობს მანერების დახვეწილობას. რასინს თუ კეთილშობილი დიდებულის გარეგნობა ჰქონდა, კორნელი კამეჩებით მოვაჭრეს ჰგავდა. დეკარტე დიდად პატივცემულ ჰოლანდიელ დიდვაჭარს მოგაგონებდათ. მხარზე ფოცხგადებულ მონტესკიეს როცა ხდებოდნენ საღამური ჩაჩით თავზე, ლა ბრედის სასახლის უცხო სტუმრებს ის უბრალო მებაღე ეგონათ. რჩეული საზოგადოების ჩვევები, უკეთუ ისინი ადამიანს მაღალი წარმოშობით ან დედის მუცლიდან არ დაჰყოლია, აღზრდით ყალიბდება. აღზრდას კი ხელს უწყობს შემთხვევით თანდაყოლილი სიკოხტავე, სახისნაკვთების სინატიფე, ხმის ჟღერადობა. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება, თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ის ვინც შედეგებს ამჩნევს, მიზეზებსაც პოულობს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ნიჭიერი, გონებრივად განვითარებული ადამიანები დაჯილდოებულები არიან ლოკოკინის უკანხედვით. ძაღლის ყნოსვით, თხუნელას სმენით. ისინი თავის გარშემო ყველაფერს ხედავენ, გრძნობენ, ისმენენ. მუსიკოსი და პოეტი ისე სწრაფად აღიქვამს მსმენელთა აღტაცებას და უგულებელყოფას, როგორც მცენარე შესაბამისი გარემოს გავლენით ან ჰყვავის, ან ჭკნება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* თუ პოეზიის დანიშნულებაა ისე გამოიფინოს აზრები თვისი, რომ ყველას თვალი მისწვდეს და ყველამ შეიგრძნოს, მაშინ პოეტი ადამიანის გონების ყველა შესაძლებლობას უნდა ჩასწვდეს, რათა დააკმაყოფილოს იგი. პოეტი კაშკაშა ფერებით უნდა ფარავდეს ლოგიკასა და გრძნობას, ორ ურთიერთმოწინააღმდეგე ძალას. ფიქრების მრავალი გრძნობა უნდა გამოხატოს ერთი სიტყვით, მთელი ფილოსოფია ერთი ტილოთი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვები თესლია, რამაც ადამიანთა გულებში პირადი გრძნობებით შექმნილი კვლები უნდა იპოვოს და ყვავილებად გადაფურჩქნოს. უნდა ყოველივე შეიგრძნო, რათა გამოხატო ყოველივე. და თუ ყოველივეს გრძნობ, ხომ იტანჯები კიდეც? ამიტომაც, პოეზია აზრის და საზოგადოების გაშლილ სივრცეში იბადება გამთანგველი მოგზაურობის შედეგად. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ბედნიერი ცხოვრების მოლოდინში გონება ჩლუნგდება, სული ითრგუნება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* მე ყოველთვის იმაზე მეტად მეყვარებით, ვიდრე თქვენ შემიყვარებთ, რადგან სიყვარულისთვის მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს. თქვენ ანგელოზი ხართ, მე კი ადამიანი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ზოგ ადამიანს ყველაფრის ნება ეძლევა, შეუძლია უკიდურესად უგუნურად მოიქცეს, მისი ყოველგვარი მოქმედება დასაშვებად ითვლება. რაც უნდა ჩაიდინოს, მაინც გაამართლებენ. სამაგიეროდ, მეორე ჯურის ადამიანთა მიმართ საზოგადოება წარმოუდგენელ სიმკაცრეს იჩენს: ისინი ყოვეთვის კარგა უნდა იქცეოდნენ, არც არასოდეს ტყუვდებოდნენ, არც სცოდავდნენ, ერთი სისულელეც კი არ უნდა წამოსცდეთ. ვითომდა სათაყვანებელი ქანდაკებები არიანო, ისე უნდა იდგნენ კვარცხლბეკზე, რაკი ზამთრის ცივი სუსხი თითს წააცლის, ან ცხვირს მოამტვრევს, მაშინვე გადმოაგდებენ. არავითარი ადამიანური ვნება არ ეპატიებათ, ვალდებულნი არიან იყვნენ მარადჟამს ღვთაებრივნი და სრულყოფილნი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* ზოგიერთ ქალს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება აშინებს, რაიც მათ გრძნობათა დახვეწილობაზე მიუთითებს, თავდავიწყების აყოლა უყვარსდა არა დარწმუნებისა. საერთოდ კი ნაძალადევად თავსმოხვეული სიამოვნება არავის მოსწონს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* მუხლებზე არ იჩოქებიან იმისათვის, რათა ხელახლა ითხოვონ ის, რაც უკვე მიღებული აქვთ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოშორდებიან თუ არა იმ პირებს, საგნებს და ადგილებს, რაც მათ ცხოვრებას ერთგვარ ჩარჩოს უქმნის, თითქოს კარგავენ გარეგნობასაც და ღირსებასაც. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ქალებს, როცა სასინანულოდ უხდებათ გიჟური თავდავიწყება, მაშინ სიყვარულიც უკვე აღარ ეპიტნავებათ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ადამიანები, რომლებიც პროვინციაში ერთგვარ პატივისცემის გრძნობას იმსახურებენ და ყოველ ნაბიჯზე საკუთარი ღირსების დადასტურებას ხვდებიან, ვერ ეგუებიან საპატიო ადგილის უცაბედსა და სრულ დაკარგვას. ერთი მდგომარეობიდან მეორეში ერთი ხელის მოსმით გადასვლის შედეგად ადამიანი საკუთარი არარაობის ერთგვარი შეგრძნებით იმსჭვალება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* საერთოდ ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუ სიყვარული შეიძლება უცბად გაქრეს. რა თქმა უნდა, მიჯნურთა წყვილის დაშორება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი დაახლოება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* სამყაროში, სადაც წვრილმანებს გაზვიადებული მნიშვნელობა ენიჭება, ერთიმოძრაობა, ერთი სიტყვა ღუპავს ადამიანს. მაღალი საზოგადოების ნატიფი ქცევისა და სრულყოფილი თავდაჭერის უმთავრესი ღირსება გამოიხატება ჰარმონიულ მთლიანობაში და არაფერი თვალში არ გეხამუშებათ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* როდესაც ქალი იწყებს სინანულს თავისი სისუსტის გამო, თითქოს ღრუბელს უსვამს ტავის ცხოვრებას, რათა ყოველივე წაშალოს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ყველა ქალი, რომელსაც ვინმე უყვარს, ანგელოზია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ყოველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა კაცობრიობას ეკუთვნის. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* არ არსებობს ისეთი სიქველე, მანკიერება რომ არ ედვას სარჩულად. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* თუ გსურთ ქალს უყვარდეთ, ნურასოდეს ისე ნუ გაშორდებით მას, თუ ცოტას არ ატირებთ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ქალი ვნების ამღძვრელია და საზოგადოებაში არევ-დარევა შეაქავს. ვნება უამრავი უბედური შემთხვევის გამომწვევია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ის რაც მეგობრობას განუყრელსა ხდის და მის მომხიბვლელობას აორკეცებს, არის გრძნობა, რაც აკლია მიჯნურობას - რწმენს სიმტკიცე. - "გამქრალი ოცნებანი"
* როცა ვნება, ანგარიშიანობა ან ხანდაზმულობა აქრობს მამაკაცის თვალებში ქალის თაყვანისცემის ნაპერწკლებს, რაც მათში ჭაბუკობის ჟამს გიზგიზებს, მაშინ, ამ მამაკაცისადმი ქალი უნდობლობით იმსჭვალება და უკვირდება მას. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ფულის საქმე მოგვარდება, გრძნობები კი ულმობელია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* როცა ხანგრძლივი, გამთანგველი ბრძოლის შედეგად ადამიანი სულით და ხორცით დაეცემა, ძალთა უსაზღვრო დაძაბვის საათს სიკვდილი მოჰყვება, ან სიკვდილის მსგავსი დაუძლურება. წინააღმდეგობის გაწევის უნარის მქონე ადამიანები კი ძალას იკრებენ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ამაღლებული სულის ადამიანები ძნელად იჯერებენ ბოროტებისა და უმადურობის არსებობას. ცხოვრების მწარე გაკვეთილები უნდა გამოსცადონ, რათა შეიცნონ, რაოდენ ღრმაა ადამიანთა გახრწნილება. ამ მხრივ, მათი წვრთნა დასრულდება თუ არა, ისინი ამაღლდებიან ხოლმე ისეთ შემწყნარებლობამდე, რაიც ზიზღის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* როცა არწივი ძირს ვარდება, ვინ იცის რომელ უფსკრულში ჩაეცემა? დიდი ადამიანი რამდენადაც ზემოთ იწევს, იმდენად დიდ სიღრმეში ეცემა დაშვებისას. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* არაფერია ისე ნაკლებ ცნობილი, ვითარც ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს - კანონი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ვერასდროს ზნეობრივ მოძღვრებათა მქადაგებლები ვერ წარმოიდგენენ, თუ რაოდენ გავლენას ახდენს ანგარება გრძნობებზე. ეს გავლენა იმდენად ძლიერია, რამდენადაც ანგარება ძლიერია გრძნობებზე. ბუნების ყოველ კანონს ორმაგი, ერთმანეთის საწინააღმდეგო გავლენის მოხდენა შეუძლია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* სულგრძელი ადამიანი მუდამ გულში იხშობს საკუთარ განცდებს და არ უზიარებს ახლობელ, სათაყვანებელ ადამიანებს. და თუ ოდესმე გამოამჟღავნებს გულისტკივილს, ეს იმის ნიშანია, რომ მისმა მწუხარებამ უკიდურეს საფეხურს მიაღწია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* პირად შეხვედრას მომხიბლავი თვისება აქვს; იგი ანელებს მიჯნურთა შორის უაღრესად მტრულ გამწყობილებას. ასევე ხდება ოჯახშის წიაღშიც, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს უკმაყოფილების მიზეზი. ხომ შეიძლება სიყვარული გულში ავლებდეს ისეთ ბილიკებს, რომლებზედაც უკან გამობრუნება დიდად სასურველია? იქნებ მაგნეტიზმით აიხსნება ეს მოვლენა? ან გონება ხომ არ გვიკარნახებს, ერთმანეთს ან ნურასოდეს ნუღარ შეხვდებით, და თუ შეხვდებით, სულ მთლად შეუნდეთო? რა სფეროსაც უნდა ეკუთვნოდეს ეს მოვლენა, გონებრივს, ფისიკურსა თუ სულიერს, უთუოდ ყველას განუცდია, თვით ყველაზე დამწუხრებულ, შეურაცხყოფილ და გადაქელილ ადამიანსაც კი საყვარელი არსების გამოხედვა, მოძრაობა, მოქმედება წარსული სიყვარულის მოგონებას უღვიძებს. გონება თუ ძნელად ივიწყებს, პირადი ღირსება თუ ისევ შელახულია, გული მაინც არაფრად აგდებს ყოველივე ამას და მონობას ისევ უბრუნდება. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* პატივისცემა ჩვენი გრძნობათა აუცილებელი საძირკველი, მტკიცე ქსოვილია. იგი გრძნობებს ერთგვარ ხანგრძლივობას, ერთგვარ სიმყარეს უქმნის. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ქალებს გააფთრებით სძულთ ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს მათ სიყვარულს იმ წუთში, როდესაც მათ სურდათ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* სინდისი ეს ის ჯოხია, რასაც კაცი ხელს იმიტომ დაავლებს ხოლმე, რომ სხვას სცემოს, თავისთვის კი არასოდეს იყენებს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* როცა გსურს სინამდვილე ასახო, მაშინ უნდა იცნობდე კიდეც მას. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* თქვენ დიდი ჭკუა გაქვთ ბატონო, მაგრამ როცა ქალებს ვინმე გვიყვარს, ჩვენ უფრო მეტ ჭკუას ვიჩენთ, ვიდრე ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* რამდენადაც მეტად რეპრესიული იქნება კანონი, მით მეტად იფეთქებს აზრი. როგორც ორთქლი სარქვლიანი ქვაბიდან. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* შენი პატივმოყვარეობა იმდენად დიდია, რომ მას მეგობრობაშიაც ურევ, ამგვარი პატივმოყვარეობა საშინელი ეგოიზმის ნიშანია. ეგოიზმი კი მეგობრობის საწამლავია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ერთი და იგივე ცოდვის რამდენჯერმე მონანიება დიდი ფარისევლობაა და ასეთი ადამიანიც, ცოდვის ორჯერ მომნანიებელი - შემაძრწუნებელი მლიქვნელია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* მეგობრობა ლმობიერია უცაბედი შეცდომების, დაუფიქრებელ გატაცებათა მიმართ, მაგრამ შეუბრალებელი უნდა იყოს სულის, გონების და აზრის შეგნებული ვაჭრობისადმი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ჩანს, სრულიად არაფრად მაგდებ, თუკი გგონია დავიღუპები იქ, სადაც შენ თავს გადაირჩენ. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* წინააღმდეგობის გაწევის უნარი სათნოების საფუძველია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ნურასდროს სამსახურს ნუ გაუწევ ადამიანს, როცა არაფერს არ გთხოვს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* მომავალი ბედი იმდენი ღირს, რამდენადაც მას ადამიანი შეაფასებს. თქვენ კი 12000 ფრანკის ვალის გამო თავს იკლავთ და ამდენს აფასებთ სიცოცხლეს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ყველაფრის მიმართ გაბედულება უნდა გამოიჩინო, თუ გსურს ყველაფერი გქონდეს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ალმასმა არ იცის საკუთარი ფასი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* სიკვდილით დასჯის შიში ვერაფერს გახდება იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი შექმნის ლიამტკბილობას. საიდან მომდინარეობს მანკიერების ასეთი ძალმოსილება? იგი წარმოადგენს ძალას თვით მანკიერებისა თუ სისუსტეს ადამიანისა? ხომ არსებობს ისეთი მიდრეკილებები რაც სიგიჟეს უახლოვდება? არ შემიძლია არ გავიცინო მორალის მქადაგებლებზე, რომელნიც ამგვარი ავადმყოფობისგან განკურნებას ლამაზი სიტყვებით ცდილობენ!.. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* მყუდრო არსებობის ჟამს განცდილი მწუხარების მოგონება გამოუცნობ სიხარულს იწვევს ჩვენში. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* შური ისევე იწვევს ადამიანთა ენის ტარტარს, ამდენადაც აღტაცება ამუნჯებს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* იდეალურ გრძნობათა მცირეოდენი შებღალვაც სასიკვდილოა. არამზადები ხანჯლებითაც რომ დაერივნონ ერთმანეთს, მაინც შერიგდებიან, ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანები კი სამუდამოდ შორდებიან ერთი გამოხედვის, ერთი სიტყვის გამო. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* სიყვარული დიდი პატივმოყვარეობაა და უნდა ერწყმოდეს, განსაკუთრებით ცოლ-ქმრობაში, სხვა პატივმოყვარე გრძნობებსაც. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* განა შრომა ცხოვრების სიხარულს დაწაფებული ადამიანისთვის სიკვდილის ტოლფასი არ არის? ამიტომაც ასე იოლად იძირებიან მწერლები, უსაქმურობაში, გატაცებულნი ღრეობებით, მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა ფუფუნებით მოცული ცხოვრების სიამტკბილობით. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ჭეშმარიტი სიყვარული ბავშვობას ჰგავს: იგივე დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა, სიცილი და ტირილი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
=== ''გობსეკი'' (1830) ===