ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1 211:
 
* თვითმკვლელობა არის შედეგი გრძნობისა, რომელსაც თუ გნებავთ, ვუწოდებთ „გრძნობას საკუთარი თავის პატივისცემის“. იმ დღეს, როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს იგრძნობს, იმ დღეს, როცა დაინახავს ყველას ვძულვარო, იმ დროს, როცა ცხოვრების სინამდვილე წინ აღუდგება მის იმედებს, თავს იკლავს და ამგვარად გამოხატავს პატივისცემის გრძნობას საზოგადეობისადმი, სადაც მას არ სურს დარჩეს მოკლებული ღირსებას ან ბრწყინვალებას. რაც უნდა თქვან ათეისტებს შორის (როცა თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, გამოირიცხება ქრისტიანები) მხოლოდ უსინდისოები ეგუებიან პატივაყრილ არსებობას.
 
*თვითმკვლელობა სამგვარი ხასიათისაა: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თვითმკვლელობა, როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის უკანასკნელი შემოტევა. იგი, რა თქმა უნდა პათოლოგიურ სფეროს განეკუთვნება. ამას მოსდევს სასოწარკვეთილების შედეგად გამოწვეული თვითმკვლელობა და, ბოლოს, გონების კარნახით გამოწვეული თვითმკვლელობა. სასოწარკვეთილებიდან და გონების კარნახის შედეგად თვითმკვლელობის განზრახვისგან შეიძლება ადამიანმა ხელი აიღოს, მხოლოდ პათოლოგიურ თვითმკვლელობას არ ეშველება არაფერი. ხშირად სამივე მიზეზი ერთად იყრის თავს, როგორც დაემართა ჟან-ჟაკ რუსოს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან. - "გამქრალი ოცნებანი"
Line 1 222 ⟶ 1 223:
 
* ფართო საზოგადოების უქონლობა სოფლის ცხოვრების უმთავრესი ხარვეზია. აღარც ჩაცმულობას აქცევ ყურადღებას, აღარც თავის დაჭერას და იმისთვის პატარ-პატარა მსხვერპლსაც აღარ იღებ, სხვისთვის თავის შეწუხების ჩვეულებას ჰკარგავ. ხოლო ეს ადამიანის ფორმის და არსის დამახინჯებას იწვევს. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* ჩვენი სააცილო მოქმედება უმთავრესად გამოწვეულია უკიდურესობამდე მიყვანილი, რაიმე მშვენიერი გრძნობით. სიქველით ან ნიჭიერებით. თუ რჩეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პეწი არ გაკრავს სიამაყე უხეშობად იქცევა, როცა წვრილმანებზე იხარჯება. ნაცვლად იმისა, რომ ამაღლებულ სფეროში მოხვედრილი თვითონაც ამაღლდეს. - "გამქრალი ოცნებანი"
ხაზი 1 229:
 
* ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც უსაფუძვლოდ მსჯავრდადებული ქალის ვითომდა სამარცხვინო საქციელის გამო ავყიობს, არასოდეს უკვირდება, თუ ბოლოს და ბოლოს, რამ მიიყვანა იგი საქვეყნოდ თავისმომჭრელ გადაწყვეტილებამდე. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* არსებობს ვნებათაღელვა, რომლის განვითარება თავიდანვე მეტად ჭიანურდება და საკიტავია, კარგია ეს თუ ცუდი? სიყვარულით შეპყრობილი ორი არსება იწყებს ტაქტიკურ სვლებს, მოქმედების ნაცვლად ლაპარაკობს, ღია ველზე ერთმანეთს ებრძვის და იერიშზე გადასვლას აყოვნებს. დაუკმაყოფილებელი სურვილებით მოქანცულთ ერთმანეთი ყირჭდებათ. - "გამქრალი ოცნებანი"
Line 1 272 ⟶ 1 271:
 
* ზოგ ადამიანს ყველაფრის ნება ეძლევა, შეუძლია უკიდურესად უგუნურად მოიქცეს, მისი ყოველგვარი მოქმედება დასაშვებად ითვლება. რაც უნდა ჩაიდინოს, მაინც გაამართლებენ. სამაგიეროდ, მეორე ჯურის ადამიანთა მიმართ საზოგადოება წარმოუდგენელ სიმკაცრეს იჩენს: ისინი ყოვეთვის კარგა უნდა იქცეოდნენ, არც არასოდეს ტყუვდებოდნენ, არც სცოდავდნენ, ერთი სისულელეც კი არ უნდა წამოსცდეთ. ვითომდა სათაყვანებელი ქანდაკებები არიანო, ისე უნდა იდგნენ კვარცხლბეკზე, რაკი ზამთრის ცივი სუსხი თითს წააცლის, ან ცხვირს მოამტვრევს, მაშინვე გადმოაგდებენ. არავითარი ადამიანური ვნება არ ეპატიებათ, ვალდებულნი არიან იყვნენ მარადჟამს ღვთაებრივნი და სრულყოფილნი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* ზოგიერთ ქალს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება აშინებს, რაიც მათ გრძნობათა დახვეწილობაზე მიუთითებს, თავდავიწყების აყოლა უყვარსდა არა დარწმუნებისა. საერთოდ კი ნაძალადევად თავსმოხვეული სიამოვნება არავის მოსწონს. - "გამქრალი ოცნებანი"
Line 1 317 ⟶ 1 315:
 
* სულგრძელი ადამიანი მუდამ გულში იხშობს საკუთარ განცდებს და არ უზიარებს ახლობელ, სათაყვანებელ ადამიანებს. და თუ ოდესმე გამოამჟღავნებს გულისტკივილს, ეს იმის ნიშანია, რომ მისმა მწუხარებამ უკიდურეს საფეხურს მიაღწია. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* პირად შეხვედრას მომხიბლავი თვისება აქვს; იგი ანელებს მიჯნურთა შორის უაღრესად მტრულ გამწყობილებას. ასევე ხდება ოჯახშის წიაღშიც, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს უკმაყოფილების მიზეზი. ხომ შეიძლება სიყვარული გულში ავლებდეს ისეთ ბილიკებს, რომლებზედაც უკან გამობრუნება დიდად სასურველია? იქნებ მაგნეტიზმით აიხსნება ეს მოვლენა? ან გონება ხომ არ გვიკარნახებს, ერთმანეთს ან ნურასოდეს ნუღარ შეხვდებით, და თუ შეხვდებით, სულ მთლად შეუნდეთო? რა სფეროსაც უნდა ეკუთვნოდეს ეს მოვლენა, გონებრივს, ფისიკურსა თუ სულიერს, უთუოდ ყველას განუცდია, თვით ყველაზე დამწუხრებულ, შეურაცხყოფილ და გადაქელილ ადამიანსაც კი საყვარელი არსების გამოხედვა, მოძრაობა, მოქმედება წარსული სიყვარულის მოგონებას უღვიძებს. გონება თუ ძნელად ივიწყებს, პირადი ღირსება თუ ისევ შელახულია, გული მაინც არაფრად აგდებს ყოველივე ამას და მონობას ისევ უბრუნდება. - "გამქრალი ოცნებანი"
Line 1 350 ⟶ 1 347:
 
* ალმასმა არ იცის საკუთარი ფასი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
* სიკვდილით დასჯის შიში ვერაფერს გახდება იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის მიერ საკუთარი თავისადმი შექმნის ლიამტკბილობას. საიდან მომდინარეობს მანკიერების ასეთი ძალმოსილება? იგი წარმოადგენს ძალას თვით მანკიერებისა თუ სისუსტეს ადამიანისა? ხომ არსებობს ისეთი მიდრეკილებები რაც სიგიჟეს უახლოვდება? არ შემიძლია არ გავიცინო მორალის მქადაგებლებზე, რომელნიც ამგვარი ავადმყოფობისგან განკურნებას ლამაზი სიტყვებით ცდილობენ!.. - "გამქრალი ოცნებანი"
Line 1 364 ⟶ 1 360:
* განა შრომა ცხოვრების სიხარულს დაწაფებული ადამიანისთვის სიკვდილის ტოლფასი არ არის? ამიტომაც ასე იოლად იძირებიან მწერლები, უსაქმურობაში, გატაცებულნი ღრეობებით, მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა ფუფუნებით მოცული ცხოვრების სიამტკბილობით. - "გამქრალი ოცნებანი"
 
* ჭეშმარიტი სიყვარული ბავშვობას ჰგავს: იგივე დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა, სიცილი და ტირილი. - "გამქრალი ოცნებანი"
 
 
=== ''გობსეკი'' (1830) ===