ილია ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

(5.178.159.4-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით რედაქტირება საიტის მობილური ვერსიით
| ორიგინალი =
| დამოწმება = "ქვათა ღაღადი" - 1899 წ.
}}
 
{{Q
| ციტატა = განა ყოველი საგანი თავის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თვის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა. ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზე და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = განა შეტყობა იმისი თუ, რა არის ცაში, ან ცას იქით, მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისთვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად-კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად-კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = განა ძველმა სარწმუნოებამ ძველის ბერძნებისამ არ შეჰქმნა იგი მათი ხელოვნება, რომელიც დღესაც ქვეყანას აკვირვებს და სახელს ბერძნისას ჰფენს მთელს ქვეყნიერობაზედ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხუროთმოძღვრებას ამისთანა საქვეყნო მნიშვნელობას არ ვაძლევთ, მხოლოდ ვამბობთ, რომ ერს შეხვდება ხოლმე დრო, როცა თუნდ მონასტრებისა და ტაძრების შენებით - წყურვილს სულისას იკლავს ხოლმე. ეს საპატიო წყურვილია, იმიტომ რომ სათავე წარმატებისა ეს წყურვილია და სხვა არა-რა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
8

რედაქტირება