ილია ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით რედაქტირება საიტის მობილური ვერსიით
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით რედაქტირება საიტის მობილური ვერსიით
ხაზი 896:
{{Q
| ციტატა = განა ძველმა სარწმუნოებამ ძველის ბერძნებისამ არ შეჰქმნა იგი მათი ხელოვნება, რომელიც დღესაც ქვეყანას აკვირვებს და სახელს ბერძნისას ჰფენს მთელს ქვეყნიერობაზედ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხუროთმოძღვრებას ამისთანა საქვეყნო მნიშვნელობას არ ვაძლევთ, მხოლოდ ვამბობთ, რომ ერს შეხვდება ხოლმე დრო, როცა თუნდ მონასტრებისა და ტაძრების შენებით - წყურვილს სულისას იკლავს ხოლმე. ეს საპატიო წყურვილია, იმიტომ რომ სათავე წარმატებისა ეს წყურვილია და სხვა არა-რა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = გმირობა რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან . აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწვრთნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ყმობა არ არჩევინოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.
| ავტორი =
| კომენტარი =
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ილია_ჭავჭავაძე“-დან