ოთარ ჭილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Artman16-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს TemurKikava-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 4:
'''ოთარ ჭილაძე''' (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.
 
=== ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (1976) ===
==ნაწარმოებები==
 
* [[ყოველმან ჩემმან მპოვნელმან]] (1976)
{{Q
* [[მარტის მამალი]] (1991)
| ციტატა = ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = კაცს ქალი რყვნის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = რაც არ ეგუება – კვდება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = – ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო. ყველა ერთნაირად ყარს.
– ცოდვა ყარს და არა სიკვდილი!
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = – ვიბადებით, რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ.
– სიკვდილი განწმენდა კი არ არის, მამაო, სიკვდილი სიბინძურეა.
– სიკვდილს გააჩნია…
– იქნებ მოყვასისთვის სიკვდილია ვარდივით სურნელოვანი? ჰა, მამაო? გიყვარდეს მოყვასი შენიო… ასე არ არის?!
– მოყვასისთვის სიკვდილი ყველას როდი შეუძლია. ყველას თავისი სატკივარი კლავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანის სიცოცხლესაც და სიკვდილსაც არა თვითონ ადამიანი, არამედ უხილავი სული ქმნის და ადამიანი უმწეოა, იღონოს რამე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი – არა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერცერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი, უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელაა, რაც არის – ის არის, არც მეტი და არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = სიმახინჯისაკენ მიდრეკილება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რადგან სიმახინჯე სილამაზის ხვალინდელი დღეა, უფრო მშვიდი და ხანგრძლივი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე მოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს, არამედ დიადისკენ ერთნაირი მიდრეკილება, შექმნის მოთხოვნილება და უნარი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანისთვის ნამდვილი ის არის, რასაც ეჩვევა ყოველდღიურად, თანდათანობით და სამუდამოდ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი მხოლოდ მაშინ ითვლება მკვდრად, როცა იმის სიკვდილს შეეგუებიან.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი იმას კი არ ირჩევს, რაც მას უნდა, არამედ, იმას თანხმდება, რასაც თავზე ახვევენ… ანდა იღუპება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = თანაგრძნობა მხოლოდ იმისგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევა შენს უბედურებაში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
{{Q
| ციტატა = რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ გამომცემლობა „არეტე“, 2007.
}}
 
=== მარტის მამალი (1991) ===
 
{{Q
| ციტატა = ადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = სიცოცხლე, ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც, სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ასეთია ბუნება კაცისა, ასეა ცხოვრება მოწყობილი: თითქოს სწვდები საწადელს, ცოლს შეირთავ, შვილს გააჩენ, ჰა და ჰა, თითქოს უნდა გაგიმართლდეს ნაოცნებარი და სწორედ მაშინ შემართავს ხოლმე ბედისწერა უროს. ის კი, ადამიანი, მაინც იბრძვის, მაინც წვალობს, მაინც ფუტფუტებს ოცნების ნამსხვრევებში და ხელახლა აჩიტებს, ხელახლა აფრთიანებს ახალ ოცნებას, ერთხელ კიდევ რომ გაიწბილოს თავი. ამას ჰქვია ცხოვრება, ასე დაგვეკვება ღმერთისგან და ამის შეცვლა არ შეიძლება, რადგან ცხოვრება ან არის, ან არ არის, მისი შეცვლა მის მოსპობას ნიშნავს, ანუ, სიკვდილს, არაფერს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს... ყველაფერი სულერთია შენთვის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებით და სურვილით წავა შენგან.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = უნდილი კაცის ცოლობაზე დიდი სასჯელი ჯერ არ მოუგონია ღმერთს ქალისთვის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი ბევრი რაღაცის ჯამია და ვერაფერზე იტყვის უარს, თუმცა, უარი შეიძლება თქვას, მაგრამ მოშორებით ვეღარ მოიშორებს, რაც გაჩენის დღიდან გადახდენია თავს, რაც შეუძენია თუ შეუძენინებიათ, რაც ჩაუდენია თუ ჩაუდენინებიათ - გუშინდელმა ისევე უნდა აგოს პასუხი დღევანდელზე, როგორც დღევანდელმა - გუშინდელზე, ორივემ ერთად კი - ხვალინდელზე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია. რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = კაცი ჯერ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი. მკვდარს თუ გამხსენებელი ყავს, თავისი მომავალიც აქვს. გამხსენებელთან ერთად გადადის ხვალინდელ დღეში. ყველაზე მწარე სიკვდილი, სწორედ, უმომავლო სიკვდილია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანის ფიქრი და ოცნება მოითხოვს სივრცეს და არა თავად ადამიანი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი - ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = დამთავრდა, გაუქმდა და გაუფასურდა ყველაფერი, რითაც აქამდე სულდგმულობდით, რაზეც აქამდე თვალი და ხელი მიგიწვდებოდათ და რასაც აქამდე საერთოდ არ ედო თქვენთვის ფასი. ამიტომაც არ გაგაჩნია არაფერი საკუთარი, უპოვარი ხარ, ის ერთი ბეწო ადგილიღა ადასტურებს შენს არსებობას, გაურკვევლობის წყვდიადში რომ გიკავია და უსასრულო, უკიდეგანო სამყაროს ტოლფარდია შენთვის, რადგან თავისუფლად ეტევა ზედ მთელი შენი ცხოვრება, ყველაფერი, რაც შენიანებს, შენიანად, დღემდე გადახდენიათ და ჯერ კიდევ უნდა გადახდეთ თავს - ისაა ერთადერთი დასაშვები და სასურველი ადგილი, სადაც ყოველ წუთას მზადა ხარ ნებისმიერ უბედურებასთან საბრძოლველად და სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, ანდა, სწორედ ყველაფრის გამო, შემაძრწუნებლადა ხარ ბედნიერი, და თუკი იმას მაინც შეგინარჩუნებენ, მადლობელი იქნები, დიდი მადლობელი იქნები ბედისა, ქვეყნისა, ხალხისა, ყველასი და ყველაფრისა - ჯერჯერობით, ეს შეგიძლია მხოლოდ, მარადიული მადლობის თვალაუწვდენელ, დამაყრუებლად მოგუგუნე კოცონს შეემატო, შეეკეთო ფიჩხივით, ნაფოტივით. ამიტომ, უსიტყვოდ უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გიწყალობებს, თვალდახუჭულმა უნდა მიიღო, რადგან მაინც ვერ აუქცევ გვერდს იმას, რაც არ გსიამოვნებს და მაინც ვერ მიეახლები იმას, რაც გსურს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = მახსოვრობა იგივე სასჯელია, ბუნებისგან დადგენილი, უვიცობისთვის, უმეცრებისთვის, მიუხვედრელობისთვის. ხოლო, თუ გაწყრა ღმერთი და დაივიწყა, ეს უკვე საყოველთაო უბედურების ნიშანია და, პირველ რიგში, ადამიანის გადაგვარების მაუწყებელი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = ხალხისაგან განსხვავებით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს, როგორც ნაცარი - ნაღვერდალს, ადამიანი სიცოცხლის აზრს, ანუ, იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს, ალივით. ამიტომ, არაფერი არ უნდა დათმოს, რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც, ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
{{Q
| ციტატა = რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „მარტის მამალი“ გამომცემლობა „მერანი“, 1987.
}}
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ოთარ_ჭილაძე“-დან