ოთარ ჭილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 652:
{{Q
| ციტატა = განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკდებიან, ქვიშიანსა თუ სილიანს? მაგრამ მაინც ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ ნაპირამდე, რათა დაიმსხვრნენ, დაიფუშონ და განადგურდნენ იმ ერთწამიანი შეხების გულისთვის, რისთვისაც საერთოდ გაჩენილან სადღაც ბნელსა და გათოშილ წიაღში. მეგობარი ან ტალღაა, ან კლდოვანი ნაპირი, ან იღუპება, ან გღუპავს. ამაშია სწორედ მისი ძალაცა და სილამაზეც - მარადიული ძალა და წარმავალი სილამაზე, რადგან ახალ წყვილს, ყველა ახალ კლდოვან ნაპირსა და ტალღას თავისი განსაკუთრებული სილამაზე მოაქვს. პატრონი კი სხვაა, ის სილიანი ნაპირია, არც თავს დაიღუპავს და არც შენ მოგცემს დაღუპვის უფლებას. მას გულიცა და გონებაც თავის ადგილზე აქვს და ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვალეობას ასრულებს, რისი ასრულებაც ბუნებას დაუვალებია. ბუნებას და არა ბედისწერას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „გზაზე ერთი კაციმიდიოდა“ 1973
}}
{{Q
| ციტატა = ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელი, რადგან აღარ გვახსოვს სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული. ჩვენც თავ-გზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე. ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია. იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია და ვერც ვერაფერში გვეხმარება, უბრალოდ ახანგრძლივებს და ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას. თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ. რითი მთავრდება ჩვენი ხეტიალი? არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო-იგივე თავი.
| ავტორი =
| კომენტარი =
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/ოთარ_ჭილაძე“-დან