ფიოდორ დოსტოევსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3 860:
{{Q
| ციტატა = ჩემო კარგო, სრულიადაც არ მინდა შენი იდეალების სანაცვლოდ რომელიმე ბურჟუაზიულ სიკეთეს დაგახარბო. არ ჩაგჩიჩინებ, დევგმირობას ბედნიერება სჯობია-მეთქი; პირიქით, დევგმირობა ყოველგვარ ბედნიერებაზე მაღლა დგას, და თუნდაც მარტოოდენ უნარი ამისა – თავისთავად ბედნიერებაა… სწორედ ამიტომაც გცემ პატივს, რომ ამ ჩვენს დამყაყებულ დროში შეძელი, საკუთარ სულში გაგეჩინა რაღაც „შენი იდეა“, მაგრამ მაინც შეუძლებელია, არ ვიფიქროთ ზომიერებაზე, ვინაიდან შენ სწორედ ახლა გსურს გიჟმაჟი სიცოცხლე, გინდა რაღაც ააგიზგიზო, დაამსხვრიო, მთელ რუსეთზე მაღლა დადგე, საავდრო ღრუბელივით გადაუარო თავზე, ყველანი შიშითა და აღტაცებით მოცულნი დატოვო, თავად კი გადაიმალო ჩრდილო ამერიკის შტატებში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი
}}
{{Q
| ციტატა = - უნდა გწამდეს ღმერთი, ჩემო კარგო.
- და თუკი არ მწამს ეს ყოველივე? – წამოვიძახე ერთხელ გულმოსულმა.
- ჰოდა, საუცხოოა, ჩემო კარგო… ეგ საუკეთესო ნიშანია, ჩემო მეგობარო, ყოვლად კეთილსაიმედოც კი, ვინაიდან რუსი ათეისტი, თუ ის მართლა ათეისტია და სულ მცირე ჭკუა მაინც აქვს – საუკეთესო ადამიანია მთელ დედამიწის ზურგზე და მუდამ მზადაა, მიეფეროს ღმერთს იმიტომ, რომ უსათუოდ კეთილია, ხოლო კეთილია იმიტომ, რომ უზომოდ კმაყოფილია თავისი ათეისტობით.
 
| ავტორი =
| კომენტარი =