ფიოდორ დოსტოევსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3 967:
{{Q
| ციტატა = როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“, - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ყმაწვილი“ გამომცემლობა „ნაკადული“ თბილისი
}}
{{Q
| ციტატა = ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს.
| ავტორი =
| კომენტარი =