ილია ჭავჭავაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ფგვდჯტყდცგჰედტგდცტგჰდერფდფგდფდყდცგჰრფგყტუყგუყფსდცუიჰასდჰიცასდუიცფგასიუდცფგოიაგიოასდჰფ
(ფგვდჯტყდცგჰედტგდცტგჰდერფდფგდფდყდცგჰრფგყტუყგუყფსდცუიჰასდჰიცასდუიცფგასიუდცფგოიაგიოასდჰფ)
იარლიყები: blanking Replaced
არავინ არ იყო . ტქვენ გგონიატ დიდი პიროვნება იყო. ჰაჰაჰაჰჰა გამაცინეთ. სულ არა
{{წყარო}}
[[ფაილი:Iliachavchavadze.jpg|thumb|250px|right|ილია ჭავჭავაძე]]
[[w:ილია ჭავჭავაძე|'''ილია ჭავჭავაძე''']] (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.
 
==ციტატები==
{{Q
| ციტატა = დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=18225 ილია გვ. 0]
}}
{{Q
| ციტატა = კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = [http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=17667 ჭკუა ურჩევს, ენა იტყვის გვ. 0]
}}
{{Q
| ციტატა = ზნე - ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე - ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.
}}
{{Q
| ციტატა = ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.
}}
{{Q
| ციტატა = განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, - ან ცის იქით, - მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად - კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად - კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.6.
}}
{{Q
| ციტატა = სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.11.
}}
{{Q
| ციტატა = სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = სამეგრელო – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, თბილისი–ზუგდიდი, 1999წ. გვ.1
}}
{{Q
| ციტატა = ...ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი" - აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = წერილიდან „საახალწლოდ“, 31 დეკემბერი, 1898 წ, ტფილისი. ([http://lib.ge/body_text.php?9560 lib.ge])
}}
{{Q
| ციტატა = ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ - კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = [http://www.lib.ge/each_author.php?26 ილია ჭავჭავაძე], შემოქმედება, www.lib.ge.
}}
 
{{Q
| ციტატა = ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = „ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = როცა ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.
 
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = როგორც ცაკლე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულისთქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა... იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმული, სიტყვით არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული - იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა - სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენამეტყველობა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = განა ყოველი საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა, ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზეც და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა.
 
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლქედება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, ... ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, - ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = უბედურება რომელიმე ერისა. დიდი ერია თუ პატარა . სხვათაშორის ისიც არის, როცა ერთგვარ ბეზღობას, რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან, დიდი ავლა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება და აღებ მიცემობის საგნად გახდება, როცა ცილისწამება ეგ უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილი კაცისა პირახდილი დაიარება არამცთუ უსირცხვილოდ თავმოწონებული ფარფაშობს და ლუკმა პურს აწვდის მაბეზღარს. მაშინ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და ახსასრული მოახლოებიაო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე“.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, – და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლია და სხვას არაფერს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობდა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს, ვიდრე თვალი სულისა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = შურს ისა სწყინს და გულს უკლავს,- სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო. ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის, რომ მთელი კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუსი უღონობას მოასწავებს და სხვას არა-რას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას და კეთილის-მომქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი,-სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს, რომ სხვისი სიხარულით გაიხაროს, სხვის სიხარულს ვერც შემაჩნევს,ვერც აღბეჭდავს,ნუ გგონიათ, რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისა, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანობისა. დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამა წვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად „დრონი მეფობენო“ მაშინ, როდესაც დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = "ქვათა ღაღადი" - 1899 წ.
}}
 
{{Q
| ციტატა = განა ძველმა სარწმუნოებამ ძველის ბერძნებისამ არ შეჰქმნა იგი მათი ხელოვნება, რომელიც დღესაც ქვეყანას აკვირვებს და სახელს ბერძნისას ჰფენს მთელს ქვეყნიერობაზედ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხუროთმოძღვრებას ამისთანა საქვეყნო მნიშვნელობას არ ვაძლევთ, მხოლოდ ვამბობთ, რომ ერს შეხვდება ხოლმე დრო, როცა თუნდ მონასტრებისა და ტაძრების შენებით - წყურვილს სულისას იკლავს ხოლმე. ეს საპატიო წყურვილია, იმიტომ რომ სათავე წარმატებისა ეს წყურვილია და სხვა არა-რა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = სვიმონ მესვეტე სვეტზედ ავიდა და იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზედ-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში და, რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
{{Q
| ციტატა = დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{ვიკიპედია}}
 
{{DEFAULTSORT:ჭავჭავაძე, ილია}}
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
ანონიმური მომხმარებელი