ბარაკ ობამა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Official_portrait_of_Barack_Obama.jpg|მინი|ბარაკ ობამა] w:ბარაკ ობამა|ბარაკ ჰ...)
 
[[ფაილი:Official_portrait_of_Barack_Obama.jpg|მინი|ბარაკ ობამა]]
[[w:ბარაკ ობამა|ბარაკ ჰუსეინ ობამა II]] (ინგლისურად: Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი-დემოკრატი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009–2017 წლებში. პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობამდე, წარმოადგენდა ილინოისის შტატს აშშ-ის სენატში 2005–2008 წლებში.
 
==მცირე ბიოგრაფია==
ობამადაობამა დაიბადა ქალაქ ჰონოლოლუში, ჰავაის შტატში. 1983 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მუშაობდა ჩიკაგოში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დამცველად. 1988 წელს, ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო გაზეთ „Harvard Law Review“-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ, გახდა სამოქალაქო უფლებების დამცველი ადვოკატი, ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კონსტიტუციურ კანონებს. წარმოადგენდა მე-13 ოლქს შტატ ილინოისის სენატში 1997–2004 წლებში, სანამ აირჩევდნენ აშშ-ის სენატში. მიიღო მთელი ქვეყნის ყურადღება 2004 წლის მარტში პრაიმერის გამარჯვების შემდეგ, კვლავ მიიქცია ყურადრება 2004 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კონვენციაზე გამოსვლით და ნოემბერში არჩევნებში გამარჯვებით. 2008 წელს, გახდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც ერთწლიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ პრაიმერში დაამარცხა ჰილარი კლინტონი. ნოემბერში, უკან ჩამოიტოვა რესპუბლიკელთა კანდიდატი ჯონ სიდნი მაკ-კეინი და აირჩა აშშ-ს პრეზიდენტად; მისი ინაუგურაცია ჩატარდა 2009 წლის 20 იანვარს. ცხრა თვის შემდეგ, დასახელდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად.
 
თანამდებობაზე ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში, ობამა ხელი მოაწერა არაერთ მნიშვნელოვან კანონპროექტს: პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის (ხშირად მოხსენიებული როგორც „Obamacare“ ან „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“), დოდ–ფრენკის უოლ სტრიტის რეფორმის და მომხმარებელთა დაცვის აქტებს და მხარი დაუჭირა Don't Ask, Don't Tell-ის პოლიტიკის გაუქმებას. ხელი მოაწერა ამერიკის გამოჯანმრთელებისა და რეინვესტირების, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აქტს, უმუშევრობის დაზღვევის რეავტორიზაციას და სამუშაო ადგილების შექმნის 2010 წლის აქტს. ეროვნული ვალის ლიმიტებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ხელი მოაწერა ბიუჯეტის კონტროლის და ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქების აქტებს. საგარეო პოლიტიკაში, გაზარდა ამერიკული კონტიგენტი ავღანეთში, რუსეთთან ერთად შეამცირა ბირთვული იარაღის რაოდენობა და გამოიყვანა ამერიკული ჯარი ერაყიდან. ამასთან ერთად, გასცა ლიბიის მმართველის, მოამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარების ბრძანება. მისივე ბრძანებებით ჩატარდა სამხედრო ოპერაციები, რომელთა შედეგადაც შედგა ოსამა ბინ ლადენის და ალ-ქაიდას სასარგებლოდ ოპერატიულ მუშაობაში ანვარ ალ-ავლაქის ლიკვიდაცია.
414

რედაქტირება