ფიოდორ დოსტოევსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1 073:
}}
{{Q
| ციტატა = თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტოარა მარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 1 080:
}}
{{Q
| ციტატა = - ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტოარა მარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?
- დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.
- ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!
ხაზი 1 502:
- ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება.
- ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა.
- აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარ გაროზგვით ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არც ერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიის წინაშე. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიას წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდადების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდადების შემდეგ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებით კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან, უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული. ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამართლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არამარტოარა მარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობით შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებს, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია. ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე.
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 1 582:
}}
{{Q
| ციტატა = ჩემო კეთილნო, უწყოდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უეჭველად დამნაშავეა ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის მაგიერ არამარტოარა მარტო ზოგადი მსოფლიო დანაშაულის გამო, არამედ თითოეული პირადად მთელი ხალხისა და ყოველი ადამიანის განვლილი გზისა. რამეთუ ბერები სხვანაირნი კი არა, ისეთივენი არიან, როგორც მართებს ამქვეყნად ყოველ ადამიანს. მხოლოდ მაშინ აღგევსება გული უსასრულო, ქვეყნიერების მომცველი, ზღვარდაუდებელი სიყვარულით. ყოველი თქვენგანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, მთელი სამყარო სიყვარულით მოიპოვოს და ცრემლით თავისით მსოფლიო ცოდვანი განრეცხოს...
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 2 009:
}}
{{Q
| ციტატა = ნამდვილ ცხოვრებაში, რომელსაც არამარტოარა მარტო საკუთარი უფლებები გააჩნია, არამედ უდიდეს მოვალეობებსაც აწესებს, თუ გვინდა, რომ ჰუმანურები, ბოლოს და ბოლოს, ქრისტიანები ვიყოთ, მოვალენი ვართ, იმ მრწამსს მივყვეთ, რაც გონებითა და გამოცდილებით შემოწმებულია, ანალიზის ქურაში გამოტარებულია, ერთი სიტყვით, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად და არა უგუნურად, როგორც სიზმარში და ბოდვისას, რათა ადამიანს არ ვავნოთ, რათა იგი არ გავტანჯოთ და არ დავღუპოთ. აი, ეს იქნება ნამდვილი ქრისტიანული საქმე, არა მხოლოდ მისტიკური, არამედ გონივრული და ჭეშმარიტად კაცთმოყვარული საქმე...
| ავტორი =
| კომენტარი =
ხაზი 5 237:
}}
{{Q
| ციტატა = გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არამარტოარა მარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება - ერთადერთი მე ვარ.
| ავტორი =
| კომენტარი =