ირაკლი ღარიბაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას. ასევე ჩემს შვილებს, ნიკოლოზს, ანდრიას და გაბრიელს. სწორედ ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ვერ შევძლებდი მეკეთებინა ასეთი ძვირფასი საქმე, ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით. ამიტომ, მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი, ამაყი ხალხის მფარველი.“ – 2015 წელს გაკეთებული განცხადება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
* „ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. აი, რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი, კილოგრამი ატამი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული.“
* „მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. მაგალითად, ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არამხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრანციები, სადაც ათეულობით და ასეუელობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი, თვეების განმავლობაში მიმდინარე აგრესიული ძალადობრივი დემონსტრანციები. მთელს ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწყვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ“
 
==რესურსები ინტერნეტში==