სტენდალი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 42:
 
*ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე
 
 
*ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
 
 
*სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.
 
 
*სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესოა მამაკაცისთვის–ესაა გამარჯვება და განხეთქილება. სხვა ყველაფერი ერთფეროვანია.
 
 
*ქალმა თავი უნდა დაიცვას პირველად, მამაკაცმა შემდეგ, და ვაი დამარცხებულს.
 
 
*შეყვარებულები ბრმები არიან და ერთმანეთს უცქერიან. დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან.
 
 
*ცოლს, რომელსაც ქმარი წინ არ მიჰყავს, უკან მიჰყავს.
 
 
*სიყვარულს რომ სძლიო, ერთადერთი გზაა გაქცევა.
 
 
*ქალთან ლაპარაკი ზოგჯერმეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი.
 
 
*ადამიანი დედამიწაზე იმისათვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს,არამედ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს.
 
 
*პატიოსნად შესრულებული ყოველი შრომა სასარგებლოა და ამდენად ღირსი პატივისცემისა.
 
 
*სიყვარული– მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
 
 
*მეგობრისთვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად რაიმე მსხვერპლის გაღება.
{{ვიკიპედია}}
 
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/wiki/სტენდალი“-დან