აკაკი წერეთელი

ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე

აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ციტატები რედაქტირება

  •  

რა იციან, რომ ეს გული მკვდარია! რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია!

  ციტატის წყარო: „მუხამბაზი“. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია, გამომც. მერანი, 1980, თბილისი. გვ. 223


  •  

ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.


  •  

და სადაც სიყვარულია - იქ სიწმინდეა. ღმერთია.


  •  

ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.


  •  

ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია.


  •  

პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს - მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება.


  •  

ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!


  •  

იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია?


  •  

პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.


  •  

მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული.


  •  

ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.


  •  

გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა!


  •  

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე – მთელი ქვეყანა

 

ხატის წინ


  •  

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მე ლექსებს ვწერ, სხვა ხელობა არა მაქვს რა და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ღმერთი დამლაპარაკებოდეს!


  •  

იცოდეთ, თქვენი პირადი ღირსებით მოპოვებული პატივი ყველა დიდებას აღემატება.


  •  

შეიძლება სხვაგან, სხვა ადგილზე დიდი კაცები გახდეთ და დიდი პატივისცემაც მოიპოვოთ, მაგრამ ის პატივისცემა თქვენი კი არა, თქვენი ადგილისაა. იქ პატივს სცემენ თქვენს ადგილს და არა თქვენ.


  •  

სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული.


  •  

სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ.


  •  

უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება.


  •  

ვინც მეტსა გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.