ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მესამე (გვიანი ივლისი, ძვ. წ. 356 — გ. 10 ივნისი, ძვ. წ. 323 ) — მაკედონიის მმართველი; მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და ა.შ. ცნობილია ალექსანდრე დიდის და ალექსანდრე მესამე მაკედონელის სახელით.

ალექსანდრე თავის საყვარელ ცხენზე, ბუკეფალზე ამხედრებული. მოზაიკაზე გამოსახულია ბრძოლა სპარსეთის მეფე დარიუსთან.

ციტატები რედაქტირება

  •  

არისტოტელეს მე მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.


  •  

მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა.


  •  

არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური.


  •  

იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით.


  •  

მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.


  •  

თუ მამაჩემმა ყველაფერი დაიპყრო, საომარს და საგმიროს ამ ქვეყანაზე ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს.


  •  

გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს მოქმედებას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.


  •  

მე არ ვიპარავ გამარჯვებას!


  •  

ძალიან ცუდია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ჯარისკაცებთან, უარესია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ქალთან.


  •  

მხედრები დამოკიდებულნი არიან დიდების სურვილზე და ხშირად ტყუილი, რომელიც ირწმუნეს, ჭეშმარიტებად იქცევა.


  •  

რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტს ითხოვ. ომი შენს გამარჯვებაში იბადება.


  •  

იღბალი მამაცთა თანამგზავრია.


  •  

ურთულესი ომი, რაც მე გადამიტანია, ეს არის ომი ჩემს ცოლთან.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება