• ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.
ფრანსუა დე ლაროფშუკო❣️
  • ერთგულება, რომელიც მხოლოდ ვაივაგლახობით შეიძლება შეინარჩუნო, ღალატს არაფრით არ სჯობს.
ფრანსუა დე ლაროფშუკო
  • ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ;; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.
ფრანსუა დე ლაროფშუკო
  • ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასოდეს არ დაარღვევს.
პლატონი
  • სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე ვერ იარსებებს ვერც სიყვარული, ვერც მეგობრობა და ვერც სათნოება.
ჯოზეფ ადისონი
  • ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.
ფრანსუა დე ლაროფშუკო

ლიტერატურა რედაქტირება

  • აფორიზმების ენციკლოპედია, გივი დჯსკაკსკს2006.