სერენ ები კიერკეგორი (დ. 5 მაისი, 1813 - გ. 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, მიჩნეულია ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლად.

სერენ კიერკეგორი


ციტატები რედაქტირება

  •  

მმართებს ვიპოვო ჭეშმარიტება, რომელიც მართებულია ჩემთვის, იდეა, რომლითაც მე ვიცოცხლებ და რომლისთვისაც მზად ვიქნები მოვკვდე.


  •  

არსებობის ყველაზე უფრო მტკივნეული ნაწილია მოგონებები ჩვენს მომავალზე, მომავალზე, რომელიც არასდროს დადგება.


  •  

ღმერთი სიყვარულის გარეშე - ადამიანია.


  •  

მე ასე მწამს: რაც უფრო მეტად იტანჯება ადამიანი, მით უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს მას. ჩვენ მხოლოდ უკიდურესი ტანჯვისას ვაფასებთ ჯეროვნად იუმორის მნიშვნელობას.


  •  

ადამიანის გონების ვალია იმის გაგება, რომ ბევრი რამ არსებობს ისეთი, რასაც ვერ გაიგებს.


  •  

სიმართლე ხაფანგივითაა: მას ვერ დაიჭერ, თუ თავად არ დაგიჭირა.


  •  

რა უფრო რთულია, გამოაღვიძო ის, ვინც სთვლემს, თუ ის, ვისაც ჰგონია, რომ მას უკვე ღვიძავს?


  •  

ჩვენი ცხოვრება მისტერიაა, რომელშიც უნდა იცხოვრო და არა პრობლემა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას.


  •  

მიმაკუთვნო ხალხის რომელიმე კატეგორიას, ეს ჩემი პიროვნების უარყოფაა.


  •  

თუ მე გავრისკე და დავმარცხდი, არაფერია, ცხოვრება დამეხმარება მისივე დარტყმის გადატანაში. მაგრამ მაშინ ვინ-ღა დამეხმარება, თუ მე არასდროს გავრისკავ, ვინ ?


  •  

როცა ბოლომდე შეაბიჯებ სიყვარულის სამეფოში, სამყარო,მიუხედავად მისი არასრულფასოვნებისა, ხდება საუცხოოდ მშვენიერი და შედგება მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობებისაგან.


  •  

ბგერა შეაღწევს იქ, სადაც ვერ შეაღწევს მზის სხივი.(მოცარტთან დაკავშირებით)


  •  

ყოველივე განისაზღვრება ყურით: გრამატიკის კანონები განისაზ­ღვრება ყურით; კანონის გაგება განისაზღვრება ყურით; ფუნდამენტალური ბანი - ყურით. ამიტომ­ვე, სხვა ცხოვ­რება გამოისახება, როგორც მთელი მუსიკა, როგორც დიადი ჰარმონია. ეჰა, შეძლებ­დნენ მაინც ჩემი ცხოვრების დისონანსები უმალ შეერწყან მას.


  •  

სუბიქტურობის ნამდვილი სახელი ირონიაა.


  •  

ტირანი კვდება და მასთან ერთად კვდება მისი ბატონობა; ხოლო წამებულის ბატონობა სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება