სულხან-საბა ორბელიანი
სულხან-საბა ორბელიანი (დ. 3 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი — გ. 6 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1725, მოსკოვი, რუსეთი ) — ქართველი მწერალი, მოაზროვნე, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მამად წოდებული. „ქართული ლექსიკონის“ და „სიბრძნე სიცრუის“ ავტორი.
ციტატები
რედაქტირებაკაცი, სახელის მძებნელი, უკვდავად შემირაცხია, მკვდრად იგი თქმულა, ვის ვაი სახელი ზედ არ აცხია. |
ციტატის წყარო: გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.654
ადამიანი უნდა ფასდებოდეს „საქმითა და აღსრულებითა“. |
საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი. |
კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის. | |
სიბრძნე სიცრუისა |
მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნიტდა და თან ზედ დაყვედრიდა: რა ღორულად სჭამო? | |
სიბრძნე სიცრუისა |
ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო. | |
სიბრძნე სიცრუისა |
ლოდი მაშინ მძიმეა, რა ადგილას იდვას, და რა ადგილით დაიძვრის, გასუბუქდესო. | |
სიბრძნე სიცრუისა |
რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის. | |
სიბრძნე სიცრუისა |
არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია. | |
სიბრძნე სიცრუისა |
კეთილსა იტყვი სიტყვასა და მაშინც ხამს პოვნა მისიო. | |
სიბრძნე სიცრუისა |
მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდებისო. | |
სიბრძნე სიცრუისა |
კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს - გეწყინება! | |
სიბრძნე სიცრუისა |
ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. | |
სიბრძნე სიცრუისა |
თორმეტნი შიშველს ნიფხავსა ხდიდნენ და ვერ გახადესო. | |
სიბრძნე სიცრუისა |
რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! | |
სიბრძნე სიცრუისა |
ყველა მტერი იმის ცდაშია შესაფერის დრო იხელთოს რომ შემოიგდოს და წაახდინოს | |
სიბრძნე სიცრუისა |
დიდ მტერს კაცი შეეგუება ან გაეცლება | |
სიბრძნე სიცრუისა |
თანასწორ მტერს ან პასუხს გასცემს ან კიდევ თავს აარიდებს | |
სიბრძნე სიცრუისა |
შენიღბულ მტერს უფრო უნდა მოერიდოს ადამიანი, რადგან შენიღბული მტერი ნაცარში დაფლულ ცეცხლს ჰგავს რომელიც არ ჩანს და როდესაც გაქექავ ხელს დაგწვავს | |
სიბრძნე სიცრუისა |
შენიღბული მტერი უჩინარ სიკვდილს ჰგავს რომელიც ისე მოვა ვერანაირი ქრთამით, ძალით ან ხვეწნით ვერ გადარჩებით | |
სიბრძნე სიცრუისა |
„ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია". | |
სიბრძნე სიცრუისა |
„კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს – გეწყინება!" | |
სიბრძნე სიცრუისა |
„უნაღვლო და უზრუნველი კაცი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყნისასა“. | |
სიბრძნე სიცრუისა |
„სამნი განარისხებენ კაცსა: ერთი – შვილი ურჩი და - უსმინარი, მეორე – დიაცი მაგინებელი, მესამე – მონა - ყბედი". | |
სიბრძნე სიცრუისა |
„ძველად თქმულა: ერთმან გლახაკმან თქვა – მეფეთა ვჯობივარი ამად, რომ მე რაც მაქვს, მეყოფის და კიდეც ვჯობივარო და მათ ხმელეთი იშოვონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!" | |
სიბრძნე სიცრუისა |
„მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმეთა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ, თუცა კაცი იგი არ გამეფდა, – რომ მათის საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება”. | |
სიბრძნე სიცრუისა |
„შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს”. | |
სიბრძნე სიცრუისა |
„სხვას კაცთან მიწყინეთ, თვარა ჩემს ქმართან მე ბოზობას ვერა საქმით ვერ მოვრჩებიო”. | |
სიბრძნე სიცრუისა |